დილოქსოლი 75 მგ

დილოქსოლი 75 მგ

დილოქსოლი 75 მგ–ის ზოგადი ინფორმაცია

დილოქსოლი 75 მგ. DILOXOL 75mg. ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო პრეპარატების – ანტიაგრეგანტების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – კლოპიდოგრელი. Clopidogrel. მწარმოებელი ფირმა – BILIM PHARMACEUTICALS (თურქეთი).


დილოქსოლი 75 მგ აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


დილოქსოლი 75 მგ–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

დილოქსოლი 75 მგ. DILOXOL 75mg გამოდის 75მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტის ფორმით. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს კლოპიდოგრელის ჰიდროგენის სულფატს 97.875 მგ (რაც 75 მგ კლოპიდოგრელის ფუძის ექვივალენტურია), ასევე შეიცავს ტიტანის დიოქსიდს, რკინის წითელ ოქსიდს საღებავი ნივთიერებების სახით.

დილოქსოლის (75 მგ) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

დილოქსოლის (75 მგ) ფასები ფარმადეპოში
დილოქსოლის (75 მგ) ფასები ავერსში
დილოქსოლის (75 მგ) ფასები psp-ში
დილოქსოლის (75 მგ) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც დილოქსოლი (75 მგ) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია დილოქსოლის (75 მგ) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

დილოქსოლი 75 მგ–ის აქტიური ნივთიერება

კლოპიდოგრელი. Clopidogrel. ქიმიური დასახელება – მეთილ-(+)-(S)-ალფა-(о-ქლორფენილ)-6,7-დიჰიდროტიენო [3.2-c]პირიდინ ინ-5(4Н)-აცეტატი. ბრუტო–ფორმულა: C16H16ClNO2S. კლოპიდოგრელს მიაკუთვნებენ ანტიაგრეგანტების ჯგუფს. CAS-კოდი:113665-84-2.

დილოქსოლი 75 მგ–ის სინონიმები 

კარდოგრელი (Cardogrel, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., ინდოეთი), კლოპიგამა (Clopigamma, Worwag Pharma, გერმანია), კლოპიდოგრელი 1A ფარმა (CLOPIDOGREL 1A Pharma, HB Georgia, გერმანია),   კლოპიდონი (CLOPIDON, AVERSI, საქართველო), ლოდიგრელი (Lodigrel, EGIS, უნგრეთი), ნეფაზანი (Nefazan, G P C, არგენტინა), სტაზექსი (STAZEX, GMP, საქართველო).

დილოქსოლი 75 მგ–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ინსულტი, ახლად გადატანილი
  • მიოკარდიუმის ინფარქტი
  • პერიფერიული არტერიული დაავადება
  • ინსულტი
  • სიკვდილი ვასკულარული

დილოქსოლი 75 მგ–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
კლოპიდოგრელი არის თრომბოციტების აგრეგაციის ძლიერი ინჰიბიტორი. ის სელექციურად აინჰიბირებს ადენოზინის დიფოსფატის (ADP) შეკავშირებას მის თრომბოციტულ რეცეპტორთან და გლიკოპროტეინის GPIIb/IIIa კომპლექსის ADP – ით განპირობებულ აქტივაციას, რის შედეგადაც ახდენს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას. კლოპიდოგრელის ბიოტრანსფორმაცია აუცილებელია თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებისათვის. თუმცა, პრეპარატის აქტივობაზე პასუხისმგებელი აქტიური მეტაბოლიტი არ იზოლირდება. კლოპიდოგრელი აგრეთვე აინჰიბირებს სხვა აგონისტების მიერ ინდუცირებულ თრომბოციტების აგრეგაციას თრომბოციტების აქტივაციის გაძლიერების ბლოკირებით გამოთავისუფლებული ADP-ს მეშვეობით.
კლოპიდოგრელი არ აინჰიბირებს ფოსფოდიესტერაზას აქტივობას.
კლოპიდოგრელი მოქმედებს თრომბოციტების ADP რეცეპტორის შეუქცევადი მოდიფიცირებით. შედეგად, კლოპიდოგრელი მოქმედებს თრომბოციტებზე მთელი მათი დარჩენილი არსებობის მანძილზე; თრომბოციტები თავიანთ ნორმალურ ფუნქციას უბრუნდებიან თრომბოციტების ციკლის შესაბამისი სიჩქარით (დაახლოებით 7 დღეში).
თრომბოციტების აგრეგაციის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი და დოზაზე დამოკიდებული ინჰიბირება ვლინდება კლოპიდოგრელის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღებიდან 2 საათში. დღეში 75 მგ (კლოპიდოგრელის ბისულფატი) განმეორებითი დოზები მნიშვნელოვნად აინჰიბირებენ ADP – ით ინდუცირებულ თრომბოციტების აგრეგაციას პირველივე დღეს, რაც პროგრესულად მატულობს და მყარ მდგომარეობას აღწევს მესამე და მეშვიდე დღეს შორის. მყარ მდგომარეობაში დღეში 75 მგ დოზის მიღებისას ინჰიბირების საშუალო დონე არის 40-60%. თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო თანდათან უბრუნდება საწყის მაჩვენებლებს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ჩვეულებრივ დაახლოებით 7 დღეში.
ფარმაკოკინეტიკა
კლოპიდოგრელი სწრაფად აბსორბირდება კლოპიდოგრელის (ფუძე) 75 მგ განმეორებითი დოზების პერორალური მიღების შემდეგ. აბსორბცია შეადგენს მინიმუმ 50%-ს კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების შარდისმიერი ექსკრეციის მიხედვით.
კლოპიდოგრელი არის პროპრეპარატი. მისი მთავარი აქტიური მეტაბოლიტი, თიოლის წარმოებული, წარმოიქმნება კლოპიდოგრელის 1-ოქსო-კლოპიდოგრელად ოქსიდაციისას და შემდეგ ჰიდროლიზისას. ოქსიდაციის რეგულირება ხდება უპირატესად P450 ციტოქრომის 2B6 და 3A4 იზოფერმენტებით და ასევე 1A1, 1A2 და 2C19 იზოფერმენტებით. აქტიური მეტაბოლიტი თიოლი, რომელიც იზოლირდება ინ ვიტრო, სწრაფად და შეუქცევადად უკავშირდება თრომბოციტების რეცეპტორებს და აინჰიბირებს მათ აგრეგაციას. აღნიშნული მეტაბოლიტი არ ვლინდება პლაზმაში.
ძირითადი მაცირკულირებელი მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა არის სწორხაზოვანი (პლაზმური კონცენტრაციები დოზის პროპორციულად იზრდება) კლოპიდოგრელის 50-150 მგ დოზის ფარგლებში.
კლოპიდოგრელი ფართოდ მეტაბოლიზდება ღვიძლით და მისი ძირითადი მაცირკულირებელი მეტაბოლიტი არის კარბოქსილმჟავას წარმოებული, რომელსაც აგრეთვე არ გააჩნია მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე. პლაზმაში ის წარმოადგენს მაცირკულირებელ პრეპარატთან დაკავშირებული ნაერთების 85%-ს. მეტაბოლიტის უმაღლესი დონეები პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ.
კლოპიდოგრელი და მისი ძირითადი მაცირკულირებელი მეტაბოლიტი შექცევადად უკავშირდებიან ინ ვიტრო ადამიანის პლაზმურ ცილებს; შესაბამისად 98% და 94%. ამგვარი შეკავშირება არაგაჯერებადია ინ ვიტრო მაღალ კონცენტრაციამდე.
პრეპარატის დაახლოებით 50% გამოიყოფა შარდში, ხოლო დაახლოებით 46% განავალში. ძირითადი მაცირკულირებელი მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი ერთჯერადი და განმეორებითი მიღების შემდეგ შეადგენს 8 საათს.
ძირითადი მაცირკულირებელი მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები გაცილებით მაღალია ხანდაზმულებში (>75 წელი) ვიდრე ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში, თუმცა, აღნიშნული მაღალი პლაზმური დონეები არ არის ასოცირებული განსხვავებულ თრომბოციტების აგრეგაციასთან და სისხლდენის დროსთან. დღეში 75 მგ (კლოპიდოგრელის ბისულფატი) განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ ძირითადი მაცირკულირებელი მეტაბოლიტის პლაზმური დონეები უფრო დაბალია თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 5-15 მლ/წთ), ვიდრე თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე სუბიექტებში (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) ან ჯანმრთელ მოხალისეებში. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში ADP – ით ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება უფრო დაბალი იყო (25%), სისხლდენის დროის პროლონგაცია იგივე იყო, რაც ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ დღეში 75 მგ კლოპიდოგრელს.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ანამნეზში სიმპტომატური ათეროსკლეროზული დაავადების (როგორიცაა ახლად გადატანილი ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან პერიფერიული არტერიული დაავადება) ისტორიის მქონე პაციენტებში, ვასკულარული იშემიური მოვლენების პრევენციისათვის (მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ვასკულარული სიკვდილი).
მიღების წესები და დოზები
მოზრდილები:
დილოქსოლის შემოგარსული ტაბლეტი მიიღება დღეში ერთხელ ერთჯერადი 75 მგ დოზის სახით. ხანდაზმულებსა და თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში აუცილებელი არ არის დოზის კორექცია (იხ. ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
ბავშვები და მოზარდები:
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
დილოქსოლის შემოგარსული ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა პრეპარატი, რომელიც გავლენას ახდენს ჰემოსტაზზე, კლოპიდოგრელის მიღებამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილში. რისკი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის, ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებაზე, რომლებიც გავლენას ახდენენ პაციენტის ჰემოსტაზზე და სენსიტივობაზე.
>10%:
გასტროინტესტინალური: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გამოვლენილი გვერდითი ეფექტები (მათ შორის, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გასტრიტი და ყაბზობა) შეადგენს შემთხვევების 27%-ს.
%3-10%:
კარდიოვასკულარული სისტემა: ტკივილი გულ-მკერდის არეში (8%), შეშუპება (4%), ჰიპერტენზია (4%).
ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი (3-8%), თავბრუსხვევა (2-6%), დეპრესია (4), დაღლილობა (3%), გენერალიზებული ტკივილი (6%).
კანის რეაქციები: გამონაყარი (4%), ქავილი (3%).
ენდოკრინული და მეტაბოლური სისტემა: ჰიპერქოლესტეროლემია (4%).
კუჭ-ნაწლავის სისტემა: მუცლის ტკივილი (2-6%), დისპეფსია (25%), დიარეა (2-5%), გულისრევა (3%).
შარდ-სასქესო სისტემა: საშარდე ტრაქტის ინფექციები (3%).
ჰემატოლოგიური სისტემა: პურპურა (5%), ეპისტაქსისი (3%).
ღვიძლი: დარღვევები ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში (<3%); პაციენტთა 0.11%-ში კლოპიდოგრელის მიღება შეწყდა.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა: ართრალგია (6%), ზურგის ტკივილი (6%).
სასუნთქი სისტემა: დისპნოე (5%), რინიტი (4%), ბრონქიტი (4%), ხველა (3%), ზედა სასუნთქი ტრაქტის ინფექციები (9%).
სხვა: გრიპისმაგვარი სიმპტომები (8%).
<1%: აგრანულოციტოზი, ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიოშეშუპება, აპლასტური ანემია, ბილირუბინემია, ბრონქოსპაზმი, ბულოზური გამონაყარი, ღვიძლის გაცხიმოვნება, ტემპერატურა, გრანულოციტოპენია, ჰემატურია, ჰემოპტიზი, ჰემოთორაქსი, ჰეპატიტი, ჰიპოქრომული ანემია, თავის შიდა სისხლდენა (0.4%), იშემიური ნეკროზი, ლეიკოპენია, მაკულოპაპულარული გამონაყარი, მენორაგია, ნეიტროპენია (0.05%), ფარული სისხლდენა, პულმონური სისხლდენა, პურპურა, რეტროპენიტონეალური სისხლდენა, თრომბოციტოპენია, თრომბოტული თრომბოციტოპენიური პურპურა, ჭინჭრის გამონაყარი.
მოულოდნელი რეაქციის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
1 ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
2 აქტიური პათოლოგიური სისხლდენა, როგორიცაა პეპტიკური წყლული ან ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა.
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები
დილოქსოლი, როგორც სხვა ანტიაგრეგანტული საშუალებები, სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც ტრავმის, ოპერაციის ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობის გამო შეიძლება იმყოფებოდნენ მომატებული სისხლდენის რისკი ქვეშ. თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ელექციური ქირურგია და ანტითრომბოციტული მოქმედება სასურველი არ არის, დილოქსოლის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 7 დღით ადრე.
დილოქსოლი ახანგრძლივებს სისხლდენის დროს, ამიტომ ის სიფრთხილით გამოიყენება მომატებული სისხლდენის რისკის მქონე პაციენტებში. დილოქსოლის მიღებისას პათოლოგიური ცვლილებების გამომწვევი პრეპარატები (აცეტილსალიცილმჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) სიფრთხილით გამოიყენება.
დილოქსოლი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დაზიანებები სისხლდენისადმი მიდრეკილებით, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის წყლული.
პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ დილოქსოლით მკურნალობისას განვითარებული სისხლდენის შესაჩერებლად შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი დრო იყოს საჭირო, ხოლო ნებისმიერი უჩვეულო სისხლდენისას, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. ნებისმიერი ოპერაციის დაგეგმვამდე და ნებისმიერი ახალი პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა ექიმებს და სტომატოლოგებს უნდა აცნობონ, რომ სამკურნალოდ დილოქსოლს იღებენ.
გამოცდილება შეზღუდულია ღვიძლის სერიოზული დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება განუვითარდეთ ჰემორაგიული დიათეზი. ამდენად, დილოქსოლი სიფრთხილით გამოიყენება აღნიშნულ პოპულაციაში.
თრომბოტული თრომბოციტოპენიური პურპურა (თთპ); დილოქსოლის გამოყენების შემდეგ იშვიათად აღინიშნება, ზოგჯერ ხანმოკლე გამოყენების შემდეგ (<2 კვირა). თრომბოტული თრომბოციტოპენიური პურპურა სერიოზული მდგომარეობაა და საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას. თრომბოტულ თრომბოციტოპენიურ პურპურას ახასიათებს თრომბოციტოპენია, მიკროანგიოპათიური ჰემოლიტური ანემია (შიზოციტები, ფრაგმენტირებული RBC), ნევროლოგიური მონაცემები, თირკმლის დისფუნქცია და ტემპერატურა. თრომბოტული თრომბოციტოპენიური პურპურა არ გამოვლენილა კლოპიდოგრელის კლინიკური ცდებისას, რომლებიც ჩატარდა კლოპიდოგრელით ნამკურნალევ 11,300 პაციენტში.
მსოფლიოს მასშტაბით პრეპარატის ბაზარზე განთავსების შემდეგ მიღებული გამოცდილებით, თრომბოტული თრომბოციტოპენიური პურპურა აღინიშნა მილიონიდან დაახლოებით ოთხ შემთხვევაში ან მილიონიდან დაახლოებით 11 შემთხვევაში.
თრომბოტული თრომბოციტოპენიური პურპურას გამოვლენის სიხშირე შეადგენს ყოველ მილიონ პირზე ოთხ შემთხვევას. გამოცდილება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში შეზღუდულია. კლოპიდოგრელი სიფრთხილით გამოიყენება აღნიშნულ პოპულაციაში. კლოპიდოგრელი სიფრთხილით გამოიყენება ჰიპერტენზიით დაავადებულებში.
ორსულობა და ლაქტაცია
გამოყენება ორსულობისას
B კატეგორიის პრეპარატი:
ვირთხებსა და კურდღლებში ჩატარებული რეპროდუქციული გამოკვლევებისას არ გამოვლენილა კლოპიდოგრელით გამოწვეული უნაყოფობა ან ნაყოფის ტოქსიკურობა. თუმცა, ადექვატური და კარგად კონტროლირებული გამოკვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა. ვინაიდან ცხოველებში ჩატარებული რეპროდუქციული გამოკვლევებისას გამოვლენილი რეაქციები ყოველთვის არ შეესაბამება ადამიანებში მოსალოდნელ რეაქციას, დილოქსოლი ორსულობისას გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას.
გამოყენება ლაქტაციის დროს
ვირთხებში ჩატარებული გამოკვლევებისას აღმოჩნდა, რომ კლოპიდოგრელი და/ან მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა რძეში. ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში. გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ლაქტაციის ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს დედისათვის პრეპარატის მნიშვნელობა.
განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა-მექანიზმებით სარგებლობის უნარზე
დილოქსოლის გამოყენების შემდეგ არ აღინიშნება ფსიქომოტორული დარღვევები ან ავტომობილების მართვის უნარის მოშლა.
ჭარბი დოზირება
მწვავე ტოქსიკურობის სიმპტომებია პირღებინება, სუნთქვის გაძნელება და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ჯანმრთელ მოხალისეებში 600 მგ (რაც შეესაბამება 8 სტანდარტულ ტაბლეტს) დილოქსოლის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ არ გამოვლენილა არასასურველი რეაქციები. სისხლდენის დრო გახანგრძლივდა 1.7 კოეფიციენტით, რაც დღეში 75 მგ თერაპიული დოზის მიღებისას გამოვლენილის ანალოგიურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცეტილსალიცილმჟავა: აცეტილსალიცილმჟავა არ ცვლის ADP-ით ინდუცირებული თრომბოციტების დაგროვების დილოქსოლით განპირობებულ ინჰიბირებას. მიუხედავად ამისა, დილოქსოლი აძლიერებს აცეტილსალიცილმჟავას მოქმედებას კოლაგენით ინდუცირებულ თრომბოციტების აგრეგაციაზე. 1 დღის განმავლობაში 500 მგ ასპირინის დღეში ორჯერ მიღებისას მნიშვნელოვნად არ გაზრდილა დილოქსოლით ინდუცირებული სისხლდენის დროის პროლონგაცია. აცეტილსალიცილმჟავას და დილოქსოლის ხანგრძლივად გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
ჰეპარინი: ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული გამოკვლევის დროს დილოქსოლს არ შეუცვლია მთლიანი ჰეპარინის მოხმარება და არც ჰეპარინის მოქმედება კოაგულაციაზე. დილოქსოლისა და ჰეპარინის ერთდროული გამოყენება არ იწვევს დილოქსოლით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას. მიუხედავად ამისა, აღნიშნული კომბინაციის უსაფრთხოება განსაზღვრული არ ყოფილა. ამიტომ, მათი ერთდროული გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს.
რეკომბინანტული ადამიანის ქსოვილის პლაზმინოგენის აქტივატორი (rt-PA): დილოქსოლის, rt-PA-ს და ჰეპარინის კომბინირებული გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილ იქნა იმ პაციენტებზე, რომლებსაც ახალი გადატანილი ჰქონდათ მიოკარდიუმის ინფარქტი. კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის განვითარება იგივე აღმოჩნდა, რაც აცეტილსალიცილმჟავას, rt-PA – ს და ჰეპარინის კომბინირებული გამოყენებისას.
ვარფარინი: ვარფარინისა და დილოქსოლის ერთდროული გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილი არ არის. ამიტომ, ამ ორი საშუალების ერთდროული მიღებისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული გამოკვლევის დროს დილოქსოლისა და ნაპროქსენის ერთდროული მიღებისას აღინიშნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ფარული სისხლდენის მომატება. ამიტომ, მომატებული კუჭ-ნაწლავური სისხლდენის რისკის გამო, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და დილოქსოლის ერთდროული გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
სხვა კომბინაციური თერაპია: კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა დილოქსოლთან ერთად ატენოლოლის, ნიფედიპინის ან ორივე ატენოლოლისა და ნიფედიპინის მიღებისას. დილოქსოლის ფარმაკოდინამიკურ მოქმედებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია ფენობარბიტალის, ციმეტიდინის ან ესტროგენის ერთდროულ მიღებას. დიგოქსინის ან თეოფილინის ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა დილოქსოლის იმავდროული მიღებით. ანტაციდები გავლენას არ ახდენენ დილოქსოლის აბსორბციის ხარისხზე. ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დილოქსოლი თრგუნავს P 450 (2C9) ფერმენტის ერთ-ერთი იზოფერმენტის (CYP 2C9) მოქმედებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრეპარატების პლაზმური დონეების მომატება, როგორიცაა ფენიტოინი და ტოლბუტამიდი, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP 2C9-ით.
არ არსებობს მონაცემები კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედებებისა, რომლებიც გამოწვეულია დიურეტიკების, ბეტაბლოკატორების, კალციუმის ანტაგონისტების, ქოლესტერინის დამწევი საშუალებების, კორონარული ვაზოდილატატორების, ანტიდიაბეტური საშუალებების, ანტიეპილეფსიური საშუალებების, ჰორმონების ჩანაცვლებით თერაპიასთან ერთად პრეპარატის ერთდროული გამოყენებით.
თავიდან უნდა იქნას აცილებული კლოპიდოგრელის ერთდროული გამოყენება ისეთ მცენარეულ საშუალებებთან, როგორიცაა ნიორი, გინგკო ბილობა, ჟენშენი, გინგერი, anacyclus pyrethrum, aesculus hippocastanum, მწვანე ჩაი, uncaria tomentosa, angelica archangelica, oenethera biennis, trifolium pretense, რომლებსაც გააჩნიათ ანთითრომბოციტული მოქმედება.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 25oC-მდე ტემპერატურაზე.
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა 2 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).

 

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian