დიუტაკსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიუტაკსის კლინიკურფრმაკოლოგიური ჯგუფი: დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული საშუალება


დიუტაკსი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დიუტაკსი ტაბლეტები №10.
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
ჰიდროქლოროთიაზიდი………………… 50 მგ.
ამილორიდის ჰიდროქლორიდი………..  5 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიუტაკსი დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული საშუალებაა, რომელშიც შერწყმულია ჰიდროქლოროთიაზიდის მძლავრი ნატრიურეტიული და ამილორიდის ჰიდროქლორიდის კალიუმშემნახველი თვისებები.
ჰიდროქლოროთიაზიდი აქვეითებს ელექტროლიტების რეაბსორბციას თირკმლის მილაკებში, რის შედეგადაც ძლიერდება ნატრიუმის, ქლორის, კალიუმის, მაგნიუმის და შესაბამისად წყლის ექსკრეცია. შიგნით მიღების შემდეგ თერაპიული ეფექტი ვლინდება 2 საათში და მაქსიმუმს აღწევს 4 საათის განმავლობაში.
ამილორიდის ჰიდროქლორიდი მსუბუქი დიურეზული საშუალებაა, რომელიც მოქმედებს ძირითადად თირკმლის დისტალურ მილაკებზე. აძლიერებს ნატრიუმისა და ქლორის იონების და ამცირებს კალიუმის იონების გამოყოფას.

ჩვენებები:
არტერიული ჰიპერტენზია;
შეშუპება გულის უკმარისობის დროს;
ღვიძლის ციროზი ასციტით და შეშუპებით;
პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ დიურეზული საშუალებების ხანგრძლივი მიღება (ჰიპოკალემიის განვითარების ან კალიუმის ზედმეტად დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით);
ჰიპერტენზიის დროს, როდესაც აუცილებელია კალიუმის ნორმალური დონის შენარჩუნება, მაგალითად: პაციენტები რომლებიც ღებულობენ სათითურას პრეპარატებს, პაციენტები არითმიებით.

დოზირება:
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა 1-2 ტაბლეტი ერთჯერ დღეში ან გაყოფილი ორ მიღებაზე.
უკუჩვენებები:
* ჰიპოკალემია (5,5 მექვ/ლ მეტი);
* კალიუმის პრეპარატების ერთდროული მიღება;
* თირკმლების ფუნქციების დარღვევა;
* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული; მგრძნობელობა;
* ორსულობა (ტერატოგენული მოქმედება არ აღნიშნულა).
გაფრთხილება:
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, დიაბეტი ან რესპირაციული და მეტაბოლური აციდოზი.

გვერდითი მოვლენები:
დიუტაკსი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს გვერდითი მოვლენები თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, მეტეორიზმის ან გამონაყარის სახით.
მწარმოებელი: Amoun Pharmaceutical, ეგვიპტე.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook