ერგობათი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ერგოკალციფეროლი/ergocalciferol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ პრეპარატი შეიცავს: ერგოკალციფეროლს 5მგ (200 000 სე),
ეთილის სპირტს – 1მლ-მდე.
1 სე შეიცავს 0,025მკგ ერგოკალციფეროლს.
1 წვეთი შეიცავს 4000 სე ერგოკალციფეროლს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ცხიმში ხსნადი ვიტამინი D2 არეგულირებს Ca2+ და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. მისი აქტიური მეტაბოლიტები (კერძოდ, კალციტრიოლი) ადვილად აღწევს უჯრედების მემბრანებში, რაც ხელს უწყობს კალციუმმაკავშირებელი ცილების სინთეზის აქტივაციას, Ca2+-ისა და ფოსფორის შეწოვის გაადვილებას ნაწლავში, თირკმელებში მათი რეაბსორბციის ამაღლებას, ძვლოვანი ქსოვილების მიერ მათი ათვისების გაძლიერებას და რეზორბციის თავიდან აცილებას.
სისხლში Ca2+-ის მომატება იწყება პრეპარატის მიღებიდან 12-24სთ-ის შემდეგ, თერაპევტული ეფექტი აღინიშნება 10-14 დღის შემდეგ და გრძელდება 6 თვეს.
ჩვენებები
ვიტამინ D-ს ჰიპო- და ავიტამინოზი (პროფილაქტიკა და მკურნალობა), აგრეთვე ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება ვიტამინ D-ს მიმართ: რაქიტი, ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი, ნეფროგენული ოსტეოპათია, არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება, არასაკმარისი ინსოლაცია, ჰიპოკალციემია, ჰიპოფოსფატემია, ალკოჰოლიზმი, ღვიძლის უკმარისობა, ციროზი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (გლუტენური ენტეროპათია, დიარეა, კრონის დაავადება), სწრაფი დასუსტება, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი; ახალშობილები, რომლებიც იკვებებიან დედის რძით, ინსოლაციის უკმარისობისას; ბარბიტურატების, ქოლესტირამინის, მინერალური ზეთების, კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება. ჰიპოპარათირეოზი: ოპერაციის შემდგომი, იდიოპათიური, ტეტანია.
მიღების წესები და დოზები
შინაგანად. რაქიტის პროფილაქტიკა ხორციელდება ერგოკალციფეროლის დანიშვნით ორსული ქალისათვის (ანტენატალურად), მეძუძური დედისათვის და ბავშვისათვის (პოსტნატალურად). ორსულ ქალებს პრეპარატს უნიშნავენ ორსულობის 30-32 კვირიდან მშობიარობამდე ყოველდღიურად 400-500 სე, აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 1000 სე-მდე დღე-ღამეში. ქალებს, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვებს და არ გაუვლიათ რაქიტის ანტენატალური პროფილაქტიკა, ერგოკალციფეროლს უნიშნავენ ბავშვის დაბადების პირველი დღეებიდან დოზით- 0,5-1 ათასი სე ყოველდღიურად 2-3 კვირის განმავლობაში. რაქიტის სპეციფიური პროფილაქტიკა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში უნდა დაიწყოს ახალშობილ ბავშვებში სამი კვირის ასაკიდან. ერგოკალციფეროლის საერთო დოზა პროფილაქტიკის კურსზე 150-300 ათასი სე. დღენაკლულებს, ტყუპებს და ბავშვებს, რომლებიც იმყოფებიან ხელოვნურ კვებაზე და არასასურველ ოჯახურ და კლიმატურ პირობებში, ერგოკალციფეროლს უნიშნავენ 2 კვირიდან (იმ პირობით, რომ აღდგენილი იქნას პირველადი სხეულის წონა). ამ შემთხვევაში ერგოკალციფეროლის ერთი კურსის დოზაა 300-400 ათასი სე.
რაქიტის პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს სხვადასხვა მეთოდით: ‘წილობრივი’ მეთოდით ბავშვს ყოველდღიურად აძლევენ 500-1000სე პირველი 1 წლის განმავლობაში; ‘ვიტამინური ბიძგების’ მეთოდით _50 000 სე კვირაში ერთჯერ 8 კვირის განმავლობაში; `შემჭიდროვებული~ მეთოდით _დღენაკლული ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ, აძლევენ 300 000 – 400 000 სე 10-12 დღის განვავლობაში.
პირველი 1 წლის განმავლობაში ვიტამინი D2-ით მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ ბავშვს უტარებენ `შემანარჩუნებელ~ პროფილაქტიკას გაზაფხულის და შემოდგომა-ზამთრის დროს – 2 წლამდე, ხანგრძლივი და მკაცრი ზამთრის პირობებში – 3 წლამდე.
I ხარისხის რაქიტის სამკურნალოდ ბავშვებს ყოველდღიურად აძლევენ 10 000 _ 15 000სე 30-45 დღის განმავლობაში, კურსზე 500 000_600 000სე. მკვეთრად გამოხატული პროცესის დროს აღნიშნულ საერთო დოზას აძლევენ “შემჭიდროვებული მეთოდით” 10 დღის განმავლობაში.
II ხარისხის რაქიტის დროს კურსზე ინიშნება 600 000 _ 800 000სე 30-35 დღის განმავლობაში (მწვავე მიმდინარეობისას 10-15 დღის განმავლობაში).
II და III ხარისხის რაქიტის დროს რეციდივების აცილებისათვის რეკომენდირებულია ბავშვებს დაენიშნოს განმეორებითი კურსი საერთო დოზით 400 000სე 10 დღის განმავლობაში.
III ხარისხის რაქიტის დროს კურსზე ინიშნება 800 000 _ 1 000000სე 40-60 დღის განმავლობაში (მწვავე მიმდინარეობისას -10-15 დღის განმავლობაში).
ოსტეომალიაციის და ოსტეოპოროზის დროს ინიშნება 3000სე /დღე-ღამეში 45 დღის განმავლობაში (სულკოვიჩის სინჯის ყოველკვირეული კონტროლით).
წყვილი ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევისას ტეტანიის თავიდან ასაცილებლად _1000000 სე-მდე დღე-ღამეში.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, ჰიპერკალციემია, D ჰიპერვიტამინოზი, თირკმელის ოსტეოდისტროფია ჰიპერფოსფატემიით. სიფრთხილით: ათეროსკლეროზი, ხანდაზმული ასაკი; ფილტვების ტუბერკულოზი (აქტიური ფორმა), სარკოიდოზი ან სხვა გრანულემატოზები; ჰიპერფოსფატემია, ფოსფორული ნეფროუროლიტიაზი, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ორსულობა 35 წლის ზევით.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატს ინახავენ სინათლისა და ჰაერის ზემოქმედებისაგან დაცულ პირობებში. ვიტამინ D2-ს გააჩნია კუმულაციური თვისებები. ხანგრძლივი მიღებისას, აუცილებელია სისხლში და შარდში განისაზღვროს Ca2+_ის კონცენტრაცია. დიდი დოზებით მკურნალობისას რეკომენდირებულია A ვიტამინის ერთდროული მიღება (10_15 ათასი სე დღე-ღამეში), ასევე ასკორბინის მჟავას და B ჯგუფის ვიტამინების მიღება. დღენაკლულ ბავშვებში ერგოკალციფეროლის დანიშვნისას მიზანშეწონილია ერთდროულად ფოსფატების შეყვანა. D ვიტამინის მიმართ მგრძნობელობა ინდივიდუალურია, რიგ პაციენტებში თერაპევტული დოზებით მიღებამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი. ბავშვებში, რომლებიც ღებულობენ ვიტამინ D-ს დოზებში 1800 სე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მატულობს ზრდის შეკავების რისკი.
ერგობათის მიღება არ არის რეკომენდირებული ოჯახური ჰიპოფოსფატემიისა და ჰიპოპარათირეოზის დროს.
ჰიპერკალციემიამ დედებში (დაკავშირებული ვიტამინი D-ს ხანგრძლივ ჭარბ დოზირებასთან ორსულობის დროს) შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, წყვილი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, გონებრივი განვითარების შეჩერება, აორტალური სტენოზი.
ხანდაზმულ ასაკში მოთხოვნილება ვიტამინ D2 –ზე შეიძლება გაიზარდოს.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები:
ადრეული _ შეკრულობა ან დიარეა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, თავის ტკივილი, წყურვილი, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, უჩვეულო დაღლილობა, ასთენია, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.
გვიანი _ ტკივილი ძვლებში, შარდის ამღვრევა, არტერიული წნევის ამაღლება, კანის ქავილი, კონიუნქტივების ჰიპერემია, არითმია, ძილიანობა, პანკრეატიტი, გასტრალგია, დასუსტება, იშვიათად – ფსიქიკისა და განწყობის ცვლილება.
ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები (რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში მიღებისას)^ რბილი ქსოვილების, თირკმელების, ფილტვების, სისხლძარღვების კალცინოზი, არტერიალური ჰიპერტენზია; თირკმელისა და გულსისხლძარღვთა უკმარისობა; ბავშვებში ზრდის დარღვევა (ხანგრძლივი მიღება დოზებში – 1,8 ათასი სე დღე-ღამეში).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ტოქსიკურ მოქმედებას ასუსტებს ვიტამინი A, ტოკოფეროლი, ასკორბინის მჟავა, პანტოტენის მჟავა, თიამინი, რობოფლავინი, პირიდოქსინი. თიაზიდური დიურეტიკები, Ca2+ შემცველი სამკურნალო საშუალებები ზრდიან ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს (საჭიროებს Ca2+ კონცენტრაციის მონიტორინგს სისხლში). ერგობათით გამოწვეული ჰიპერვიტამინოზის დროს შესაძლებელია საგულე გლიკოზიდების მოქმედების გაძლიერება და არითმიის წარმოშობის რისკის მომატება.
ბარბიტურატების (მათ შორის ფენობარბიტალი) და პირიმიდონის ზემოქმედებით, ერგობათის მოთხოვნილება შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რაც გამოიხატება ოსტეომალაციის ან რაქიტის სიმძიმის ხარისხის მომატებაში. ხანგრძლივი თერაპია Al3+ და Mg2+ _ შემცველი ანტაციდების ერთდროული მიღების ფონზე, ზრდის მათ კონცენტრაციას სისხლში და ინტოქსიკაციის წარმოშობის რისკს. კალციტონინი, პლიკამიცინი, გალიუმის ნიტრატი ამცირებს პრეპარატის ეფექტს.
ქოლესტირამინი და მინერალური ზეთები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ამცირებს ვიტამინ D2-ის აბსორბციას. პრეპარატი ამაღლებს ფოსფორშემცველი პრეპარატების აბსორბციას და ჰიპერფოსფატემიის რისკს. პრეპარატის ერთდროული მიღება სხვა ანალოგებთან (განსაკუთრებით კალციფეროლთან) ზრდის ჰიპერვიტამინოზის განვითარების რისკს (არ არის რეკომენდირებული).
შენახვის პირობები და ვადები
სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა არა უმეტეს 10°C.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა: 5% სპირტიანი ხსნარი 5 მლ ფლაკონში, 0
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ბიოპოლუსი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook