ზიმაქსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ცეფიქსიმი/CEFIXIME

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 5 ც.
1 ტაბ.
ცეფიქსიმი…………………       400 მგ
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად:ფლაკონში 50 მლ, დოზირებული 5 მლ-იან კოვზთან კომპლექტში.
5 მლ
ცეფიქსიმი…………………..      1000 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
III თაობის ცეფალოსპორინი, პერორალური დანიშვნისათვის. აქვს გამოხატული ანტიმიკრობული მოქმედებებს ფართო სპექტრი. ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირების გზით. მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების მოქმედებისადმი.
ზიმაქსი in vitro და in vivo აქტიურობას ავლენს მიკროორგანიზმების შემდეგი შტამების მიმართ: გრამდადებითი მიკროორგანიზმები:  Streptococcus spp. (ჯგუფი С, F и G, ერითრომიცინიც მიმართ მდგრადი ფორმების გარდა), Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Streptococcus viridans, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus; გრამუარყოფითი ბაქტერიები: Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis, Bordetella parapertussis, Legionella pneumophila, Haemophilus ducreyi, Campylobacter jejuni, Neisseria gonorrhoeae და Gardnerella vaginalis; ზოგიერთი ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides bivius, Clostridium perfringens, Peptostreptococcus spp; ასევე, Chlamydia trachomatis, Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Mycobacterium avium complex, Ureaplasma urealyticum, Treponema pallidum, Borrelia burgdorferi. არააქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც მდგრადი არიან ერითრომიცინის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ ცეფიქსიმი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, საკვების ერთდროული მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციაზე. სისხლის პლაზმაში Cmax მიღწევა ცეფიქსიმის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ. მიღებული დოზის 50% შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში. ხოლო 10% გამოიყოფა ნაღველთან ერთად. T1/2 დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და შეადგენს 3-4 საათს.

ჩვენებები:
სასუნთქი გზების ინფექციები: ტონზილიტი, ფარინგიტი, შუა ყურის ანთება, პნევმონია, მწვავე ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, საშარდე გზების ინფექციები: მწვავე ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, პიელონეფრიტი.
საფეხურებრივი თერაპია პარენტერალური ცეფალოსპორინების გამოყენების შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით (სხეულის წონა >50კგ) ზიმაქსის რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა 400 მგ ერთხელ ან 200 მგ დღეში ორჯერ.
გართულებული გონორეის დროს ინიშნება 400 მგ ერთჯერადად.
6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ზიმაქსი ინიშნება სუსპენზიის სახით 8 მგ/კგ წონაზე ერთხელ დღეში ან გაყოფილ ორ მიღებაზე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და განისაზღვრება ინდივდულარად.
Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ინფექციების დროს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 10 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს (კრეატინინის კლირენსი =21-60 მლ/წთ), ასევე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტბეში რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის შემცირება 25%-ით. პაციენტებს, რომელთა კრეატინინის კლირენსი <20 მლ/წთ. ან იმყოფებიან პერიტონეალურ დიალიზზე უნდა დაენიშნოთ სტანდარტული თერაპიულ დოზის 50%.
სუსპენზიის მოსამზადებლად რეკომენდებულია დისტილირებული ან ოთახის ტემპერატურამდე გაციებული ადუღებული წყლის გამოყენება. წყლის დამატებამდე, ფხვნილის გაფხვიერების მიზნით აუცილებელია ფლაკონის გადმობრუნება და შენჯღრევა. სუსპენზის მოსამზადებლად ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 1/2  მოცულობის წყალში. ახურავენ სახურავს და კარგად ანჯღრევენ, აყოვნებენ 5 წუთი ჰომოგენური სუსპენზიის წარმოქმნამდე. შემდეგ ფლაკონს ავსებენ წყლით დანაყოფამდე, ახურავენ სახურავს და ხელმეორედ შეანჯღრევენ. რეკომენდებულია მომზადებული სუსპენზიის შენჯღრევა ყოველი მიღების წინ.

გვერდითი მოვლენები:
ზიმაქსი კარგად გადაიტანება. გვერდით მოვლენებს,  როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, აქვთ იშვიათი და ტრანზიტორული ხასიათი.

უკუჩვენებები:
*ჰიპერმგრძნობელობა ცეფალოსპორინებისა და პენიცილინის ჯგუფის ანტიბოიტიკების მიმართ.

შენახვის პირობები:
განზავებული სუსპენზია ინახება 2-80C  ტემპერატურაზე 14 დღის განმავლობაში.

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook