კალციმაგი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:  მინერალებისა და ვიტამინ D2 კომპლექსი

შემადგენლობა:
გრანულების 5 გ შეიცავს:
ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) 3000 სე;
კალციუმის გლუკონატი 375 მგ;
კალციუმის და მაგნიუმის ინოციტოჰექსოფოსფატი (ფიტინი) 125 მგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კალციმაგი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება რაქიტისა და ოსტეომალაციის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

ვიტამინი D2 ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან Сa -ის და P-ის აბსორბციასა და ძვლოვანი სისტემის ნორმალურ კალციფიკაციას.
კალციუმის და მაგნიუმის ინოციტოჰექსოფოსფატი (ფიტინი) აძლიერებს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და ზრდას.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის კალციუმის გლუკონატი, ორგანიზმისათვის კალციუმის დამატებითი მიწოდებისათვის.

ჩვენებები:
– რაქიტის და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
– მდგომარეობები – რომელთა დროსაც იზრდება მოთხოვნილება კალციუმზე და ვიტამინ D-ზე:
მზის სხივების უკმარისობა; ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები, რომელთა რაციონშიც აღინიშნება ვიტამინ D-ს დეფიციტი; მალაბსორბციის სინდრომი; ქრონიკული დიარეა; გასტრექტომია; სტეატორეა; ვეგეტერიანული დიეტა, დიეტა გახდომის მიზნით; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ჰორმონების, ანტიკონვულსიური პრეპარატების, იმუნოდეპრესანტების, ალუმინის შემცველი ანტაციდების, დიურეტიკების მიღება.
– კალციუმის ცვლის მოშლა, რომელსაც თან ახლავს: ოსტეოპათიები; სპაზმოფილია; ჰიპერაგზნებადობის სინდრომი: ტრემორი, ჰიპერესთეზია, კუნთთა თრთოლვა; ძვალწარმოქმნის პროცესების დარღვევევები და კბილების ამოჭრის შეფერხება; ზრდის შეჩერება ინტენსიური განვითარების პერიოდში.
– სისხალძარღვთა კედლის გამაგრების მიზნით: ანთებითი და ექსუდაციური პროცესების დროს.
– სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზების პროფილაქტიკა.

გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
რაქიტის პროფილაქტიკა:
ანტენატალური პროფილაქტიკა – ორსულობის 32-ე კვირიდან – 400 სე – (1/2ჩაის კოვზი) ყოველდღიურად ბავშვის დაბადებამდე:
პოსტნატალური პროფილაქტიკა – ბავშვის 3 კვირის ასაკიდან (დღენაკლებში 10 -14 დღიდან) 1/2 ჩაის კოვზი დღეგამოშვებით 1 წლის ასაკამდე.
რაქიტისა და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა ანტიკონვულსიური პრეპარატების მიღების პერიოდში – ბავშვებში – დოზირებული ჭიქის 1/4 (1000 სე) დღეში.
მოზრდილებში – დოზირებული ჭიქის 1/4-1/2 (1000-2000 სე) პრეპარატის მიღების პერიოდში.
რაქიტისა და ოსტეომალაციის მკურნალობა:
საწყისი პერიოდი -1/2 ჩაის კოვზი (400 სე) ყოველდღე კლინიკური სიმპტომების გაქრობამდე.
რაქიტის მწვავე პერიოდში – 1/2-1 დოზირებული ჭიქა (2000-4000 სე) ყოველდღე საკურსო დოზაა 200000-400000 სე (3-6 თვე).
სამკურნალო კურსის დამთავრების შემდეგ – 1/2 ჩაის კოვზი (400 სე) ყოველდღე დგინდება ინდივიდუალურად.
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა – 1/4-1/2 დოზირებული ჭიქა ყოველდღე (1000-2000 სე) დგინდება ინდივიდუალურად.

უკუჩვენებები:
ჰიპერკალცემია, D ჰიპერვიტამინოზი, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერპარათირეოიდიზმი.

გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერკალცემია.

გამოშვების ფორმა:  კალციმაგი 75 გ გრანულები პოლიეთილენის შეფუთვაში მზომი ჭიქით.

მწარმოებელი: BIOFARMA, Turkey.

გაფრთხილება