კიდავიტსი

  • თურმანიძის მალამოები

კიდავიტსი

კიდავიტსის ზოგადი ინფორმაცია

კიდავიტსი. KIDAVITS. ვიტამინების კომპლექსი მიკროელემენტებით. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – Amoun Pharmaceutical Co s.a.e (ეგვიპტე).

კიდავიტსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კიდავიტსი. KIDAVITS გამოდის 120 მლ სიროფის ფორმით მინის ფლაკონში საზომი ჭიქით. პრეპარატის ყოველი 15 მლ შეიცავს ვიტამინ A–ს(პალმიტატის ფორმით)1800 სე, ვიტამინ E–ს (ტოკოფეროლის აცეტატი) 30 სე, ვიტამინ C–ს (ასკორბინის მჟავა) 60 მგ, ვიტამინ B1–ს (თიამინის ჰიდროქლორიდი) 2.5 მგ,  ვიტამინ B2 –ს (რიბოფლავინის 5-ფოსფატი)1,7 მგ, ვიტამინ B3–ს (ნიაცინამიდი)20 მგ,  ვიტამინ B5–ს (კალციუმის პანთოთენატი)10 მგ, ვიტამინ B6–ს (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)2 მგ, ვიტამინ B12–ს (ციანოკობალამინი) 6 მკგ, ბიოტინს 300 მკგ, ვიტამინ D–ს 400 se, იოდს (კალიუმის იოდიდის ფორმით)150 მკგ, რკინას (რკინის გლუკონატის ფორმით)9 მგ, თუთიას (თუთიის გლუკონატის ფორმით)3 მგ,  მანგანუმს (მანგანუმის ქლორიდის ფორმით) 2,5 მგ, ქრომს (ქრომის ქლორიდის ფორმით)25 მკგ.

კიდავიტსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კიდავიტსის ფასები ფარმადეპოში
კიდავიტსის ფასები ავერსში
კიდავიტსის ფასები psp-ში
კიდავიტსის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კიდავიტსი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კიდავიტსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კიდავიტსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • გადაღლა ფიზიკური
  • გადაღლა გონებრივი
  • დაღლილობა
  • ასთენია
  •  მალაბსორბციის სინდრომი
  •  კვებითი დარღვევები
  • რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ
  • ვიტამინებსა და მინერალებზე მომატებული მოთხოვნილების მდგომარეობები
  • ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი გრიპის შემდგომ
  • ორსულობა
  • ლაქტაციის პერიოდი
  • ხანდაზმულობის ასაკი
  • პერიოდი ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ

კიდავიტსის საფირმო აღწერიდან

კიდავიტსის ფარმაკოლოგიური თვისებები

კიდავიტსის შემადგენლობაში შედის ძირითადი ვიტამინები და მინერალები, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის. კიდავიტსი აგრეთვე ნაჩვენებია ვიტამინების და/ან მინერალების უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
ვიტამინი A აუცილებელია ორგანიზმის ზრდისათვის, ხელს უწყობს მხედველობის ფუნქციას, აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელიური ქსოვილების მთლიანობის შენარჩუნებაში.
B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ცვლის მოწესრიგებაში. რკინა და ვიტამინი B12 უზრუნველყოფენ ერითროპოეზს და სისხლის წითელი უჯრედების განვითარებას.
ვიტამინი D და კალციუმი აუცილებელია რაქიტის განვითარების პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე ძვლების და კბილების ჩამოყალიბებისათვის.
ვიტამინი C ასტიმულირებს შემაერთებელი ქსოვილების ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას, აგრეთვე ხელს უწყობს ორგანიზმს დამცავი ძალების გაძლიერებაში.
თუთია წარმოადგენს ნორმალური ზრდისა და ორგანიზმის სქესობრივი განვითარებისათვის აუცილებელ ელემენტს, ამასთან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჭრილობების შეხორცებაში. ქრომი უზრუნველყოფს ინსულინის აქტივობის მომატებს, რაც აუცილებელია სრულფასოვანი ფიზიკური აქტივობისათვის.
იოდის ძირითადი როლი ორგანიზმში არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების თიროქსინის და ტრიიოდთირონინის სინთეზში მონაწილეობა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაში

კიდავიტსის ჩვენებები

ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, დაღლილობა, ასთენია; მალაბსორბციის სინდრომი, კვებითი დარღვევები;
რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ;
ვიტამინებსა და მინერალებზე მომატებული მოთხოვნის მდგომარეობები, მათ შორის ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი, რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი დაავადებების და და გრიპის შემდგომ; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ხანდაზმულობის ასაკი.
პერიოდი ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ.
მიღების წესები და დოზები
ბავშვებში: 5მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში 2-3 ჯერ.
მოზრდილებში: 10მლ (2 ჩაის კოვზი) დღეში 2-3 ჯერ.

კიდავიტსის შენახვის პირობები და ვადები

ინახება შეფუთვაში 15-30o c – ზე
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
შეინახეთ ყველა სამკურნალო საშუალება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

კიდავიტსის გაცემის წესი

III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).

Share this...Share on Facebook
Facebook