კოკარბოქსილაზა

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება):
კოკარბოქსილაზას ჰიდროქლორიდი/COCARBOXYLASE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქსოვილების მეტაბოლიზმის, ენერგოუზრუნველყოფის გამაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შემამცირებელი პრეპარატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფხვნილი საინექციო ხსნარის დასამზადებლად:
ამპულაში, შეფუთვაში 3 და 5 ც. გამხსნელთან (ამპულაში 2 მლ) კომპლექტში
1 ამპ.
კოკარბოქსილაზას ჰიდროქლორიდი……….  50 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კოკარბოქსილაზა წარმოადგენს კოფერმენტს, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება თიამინიდან.
მას გააჩნია მარეგულირებელი ზემოქმედება ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციებზე ძირითადად ცვლის პროცესებზე. იგი მონაწილეობას იღებს ცვლის პროცესებში კოენზიმის სახით; განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლების ცვლაში, კერძოდ, კეტომჟავების ჟანგვით დეკაბორქისილირებაში (პიროყურძნის, ალფა-კეტოგლუტარის და სხვა), ასევე გლუკოზის პენტოზოფოსფატურ დაშლაში. პრეპარატი იწვევს ორგანიზმში რძის და პიროყურძნის მჟავების კონცენტრაციის შემცირებას, აუმჯობესებს გლუკოზის ათვისებას. იგი იწვევს ნერვული ქსოვილის ტროფიკის გაუმჯობესებას, ხელს უწყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის ნორმალიზაციას.
ჩვენებები:
დიაბეტური აციდოზი;
ფილტვ-გულის უკმარისობის დროს სუნთქვითი აციდოზი;
დიაბეტური და ღვიძლის კომა;
ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა;
გულის იშემიური დაავადება, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა;
პერიფერიული ნევრიტები;
ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვენ ნახშირწყლების ცვლის პროცესის გაუმჯობესებას.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში, იშვიათად – კანქვეშ, ან ინტრავენურად.
დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 50-100 მგ ერთხელ დღეში. თუ საჭიროა შესაძლებელია აღნიშნული დოზის განმეორებითი შეყვანა.
დოზა ბავშვებისათვის – 25-50 მგ ერთხელ დღეში (ასაკის შესაბამისად).
მკურნალობის კურსი შეადგენს 15-30 დღეს.
შაქრიანი დიაბეტის დროს (აციდოზი, კომა) დღეღამური დოზა შეადგენს 100 მგ-ს -1 გ-ს.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
* კოკარბოქსილაზა აძლიერებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტონურ მოქმედებას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 5-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: Pharmaceutical Compani JELFA S.A., პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook