ლევომიცეტინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):ქლორამფენიკოლი/ chloramphenicol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქლორამფენიკოლის ჯგუფის ანტიბიოტიკი
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: ქლორამფენიკოლი – 500მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქლორამფენიკოლი – მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკია.

ანტიმიკრობული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მიკროორგანიზმების უჯრედის ცილების სინთეზის დარღვევასთან. მოქმედებს ბაქტერიოსტატიკურად. აქტიურია გრამდადებით (taphylococcus spp., Streptococcus spp.) და გრამუარყოფით (Neisseria gonorrhoeae, N. meningitidis) კოკებთან, ბაქტერიებთან (Escherichia coli, Haemophilus influenza, Salmonella spp., Shigella spp., Klebsiella spp., Serratia spp., Yersinia spp., Proteus spp.), რიკეტციებთან, სპიროქეტებთან და ზოგიერთ მსხვილ ვირუსებთან მიმართებაში. მოქმედებს იმ მიკროორგანიზმების შტამებზე, რომლებიც მდგრადია პენიცინილის, სტრეპტომიცინის, სულფანილამიდებისადმი.
მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ქლორამფენიკოლისადმი შედარებით ნელა ვითარდება.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-3 სთ-ის შემდეგ, თერაპიული კონცენტრაციის შენარჩუნება ხდება 4-5 სთ-ის განმავლობაში, ბიოშეღწევადობაა 75-90%. პლაზმის ცილებს უკავშირდება 50-60%. გაივლის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებს, ხვდება დედის რძეში. ძირითადად ტრანსფორმირდება ღვიძლში. წარმოქმნილი კონიუგატებისა და უცვლელი ქლორამფენიკოლის დაახლოებით 10% გამოიყოფა თირკმელებით, ნაწილობრივ ელიმინირდება ნაღველთან და ფეკალურ მასებთან ერთად. ნაწლავებში ნაწლავური ბაქტერიების ზემოქმედებით ქლორამფენიკოლი ჰიდროლიზდება არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი პროცესები, რომელიც გამოწვეულია ქლორამფენიკოლისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათს შორის: მუცლის ტიფი, პარატიფი, სალმონელოზის გენერალიზებული ფორმები, ბრუცელოზი, ტულარემია, დიზენტერია, ქუ ცხელება, ყივანახველა, მენინგიტი, რიკეციოზი, ქლამიდიოზი, საშარდე გზების ინფექციები, პნევმონია, ჩირქოვანი პერიტონიტი, ნაღველგამომყოფი გზების ინფექციები, ჩირქოვანი ოტიტი, ფურუნკულები, კარბუნკულები, კანის ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, ჩირქოვანი ჭრილობები, ინფიცირებული ჭრილობები.
მიღების
წესები და დოზები
პრეპარატის დოზა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

მიიღება პერორალურად საკვების მიღებამდე 30წთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ (გულისრევის ან ღებინების შემთხვევაში). მოზრდილებში: ერთჯერადი დოზაა 250-500მგ, დღიური დოზა – 2000მგ (2გ), მძიმე ინფექციების შემთხვევაში (მუცლის ტიფი, პერიტონიტი) სტაციონარის პირობებში შეიძლება დოზის გაზრდა 3 – 4გ-მდე დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზა ნაწილდება 3-4 მიღებაზე.

ბავშვებში: 3 წლამდე – ერთჯერადი დოზაა 10-15მგ/კგ, 3-დან 8 წლამდე–0,15-0,2გ, 8 წლის ზემოთ – 0,2-0,3გ; მიიღება 3-4-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსია 7-10 დღე (ჩვენებების მიხედვით, პრეპარატის კარგად გადატანისას შეიძლება კურსის გაგრძელება 2 კვირამდე).
გვერდითი
მოვლენები
• დისპეფსია, გულისრევა, ღებინება (აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა მცირდება პრეპარატის მიღებისას კვებიდან 1 სთ-ის შემდეგ), დიარეა, პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, დერმატიტი, დისბაქტერიოზი.
• რეტიკულოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ერითროციტოპენია. იშვიათად – აგრანულოციტოზი.
• ფსიქომოტორული დარღვევები, დეპრესია, თავის ტკივილი, პერიფერიული ნევრიტი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება.
• ალერგიული რეაქიები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.
• მეორადი სოკოვანი ინფექციები, კოლაფსი (1 წლამდე ბავშვებში).
უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა ქლორამფენიკოლისადმი;
• სისხლწარმოქმნის პროცესების დათრგუნვა ძვლის ტვინში;
• ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა;
• კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დაზიანებები);

• ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
• სიფრთხილით ინიშნება – ახალშობილებში (4 კვირამდე) და ადრეული ასაკის ბავშვებში.
ორსულობა
და
ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარტის გამოყენება უკუნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე;
მაღალ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაბინდვა და ცნს-ის სხვა დარღვევები, ამიტომ, პაციენტებში, რომლებიც მართავენ ავტომობილს, სიფრთხილიტ გამოიყენება.
სიფრთხილის ზომები; პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დნიშნულების მიხედვით. საჭიროა მისი რეკომენდაციის მკაცრი დაცვა.
პრეპარატით მკურნალობისას, საჭიროა სისხლის სურათის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების კონტროლი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. ლევომიცეტინმა მაღალ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაბინდვა და ცნს-ის სხვა დარღვევები, ამიტომ, პაციენტებში, რომლებიც მართავენ ავტომობილს, სიფრთხილით გამოიყენება.
დაუვებელია ლევომიცეტინის უკონტროლო დანიშვნა და მისი მიღება ინფექციური პროცესების მსუბუქი მიმდინარეობისას, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში.
ჭარბი
დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფსიქომოტორულ დარღვევებს, ცნობიერების დაბინდვას, მხედვეობით და სმენით ჰალუცინაციებს, დისპეპსიურ მოვლენებს (გულისრევა, ღებინება, განავალის გატხელება), პირის ღრუს, ხახის, სასქესო ორგანოების, ანუსის ლორწოვანი გარსების გაღიზიანებას, ალერგიულ რეაქციებს კანზე გამონაყარის სახით. ჭარბი დოზირების სიმპტომების გამვლენისას საჭიროა პრპარატის მიღების სწრაფი შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

შენიშვნა: პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს მწვავე რესპირატორული დაავადებისას, ანგინებისას და პროფილაქტიკის მიზნით.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
ფენობარბიტალთან, ფენიტოინთან, არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან ერთდროული მიღებისას შეინიშნება ამ პრეპარატების მეტაბოლიზმისა და გამოყოფის შენელება, სისხლში მათი კონცენტრაციის მომატება.

ქლორამფენიკოლი ამცირებს პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების ანტიბაქტერიულ აქტივობას. ერითრომიცინთან, კლინდამიცინთან, ლინკომიცინთან ერთდროული მიღებისას ადგილი აქვს მათი ეფექტის შესუსტებას.
სისხლის წარმოქმნის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას (სულფანილამიდები, ციტოსტატიკები), რომლებიც გავლენას ახდენენ ნივთიერებათა ცვლაზე ღვიძლში, იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად მიღებისას აძლიერებს მათი მოქმედებას (ღვიძლში მეტაბოლიზმის დათრგუნვისა და სისხლში კონცენტრაციის ზრდის ხარჯზე). მიელოტოქსიკური პრეპარატები ზრდიან ქლორამფენიკოლის ჰემატოტოქსიკურობას.
შენახვის
პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
გამოშვების ფორმა:
500მგ ტაბლეტი #10
გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება