მკურნალობა უცხოეთში


მეტადოქსილი

მეტადოქსილის ზოგადი ინფორმაცია

მეტადოქსილი. METADOXIL. ჰეპატოპროტექტორების ჯგუფის ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – მეტადოქსინი. Metadoxine. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – V03AA. მწარმოებელი ფირმა – Doppel Farmaceutici S.r.l (იტალია).

მეტადოქსილის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მეტადოქსილი. METADOXILგამოდის 500 მგ ტაბლეტის და 300მგ/5მლ ი.ვ. და ი.მ. საინიექციო ხსნარის  ფორმით (ამპულაში).ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ელემენტს: პირიდოქსინ L-2 პიროლიდონ 5 – კარბოქსილატი (მეტადოქსინი) – 500 მგ. შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნუმის სტეარატი. ერთი 5 მლ ამპულა შეიცავს: აქტიურ ელემენტს: პირიდოქსინ L-2 პიროლიდონ 5 – კარბოქსილატი (მეტადოქსინი) – 300 მგ. პრეპარატის შემადგენელი ნაწილებია: მეტაბისულფიდი, ნატრიუმის EDTA, მეთილ – p – ჰიდროქსიბენზოატი, აპიროგენული ორნახადი წყალი.  აღწერა: ტაბლეტები: მრგვალი, ორმაგად ამობურცული თეთრი ან თითქმის თეთრი ტაბლეტები, ერთ მხარეს მოთავსებულია პრეპარატის სახელწოდების გრავირება. ამპულები: ყვითელი შუშის ამპულები, რომლებიც შეიცავენ გამჭვირვალე, უფერულ, ან მკრთალი მოყვითალო ელფერით სითხეს.

მეტადოქსილის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მეტადოქსილის ფასები ფარმადეპოში
მეტადოქსილის ფასები ავერსში
მეტადოქსილის ფასები psp-ში
მეტადოქსილის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მეტადოქსილი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მეტადოქსილის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მეტადოქსილის აქტიური ნივთიერება

მეტადოქსინი. Metadoxine. ქიმიური დასახელება – პირიდოქსინ L-2-პიროლიდონ-5-კარბოქსილატი. ბრუტო–ფორმულა:C13H18N2O6. მეტადოქსინს მიაკუთვნებენ ჰეპატოპროტექტორების და ალკოჰოლიზმის,ტოქსიკო- და ნარკომანიის დროს დარღვევების კორექციისთვის გამოსაყენებელ საშუალებების ჯგუფს.

მეტადოქსილის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ინტოქსიკაცია  ალკოჰოლური, მწვავე
  • ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი
  • ალკოჰოლიზმი  ქრონიკული
  • ღვიძლის დაავადებები (განსაკუთრებით ალკოჰოლური ეტიოლოგიის)

მეტადოქსილის საფირმო აღწერიდან

მეტადოქსილის ფარმაკოლოგიური თვისებები

მეტადოქსილის ჰეპატოპროტექტული მოქმედება განპირობებულია მემბრანომასტაბილიზირებელი ეფექტით და ეფუძვნება ნაჯერი და უჯერი თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების აღდგენის უნარით. ამის შედეგად იზრდება ჰეპატოციტების მდგრადობა ლიპიდების პეროქსიდული ჟანგვის მიმართ, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა ტოქსიური აგენტების ზემოქმედების შედეგად.
მეტადოქსინის დეზინტოქსიკაციური ეფექტი განპირობებულია ღვიძლის იმ ფერმენტების აქტივაციით, რომლებიც მონაწილეობენ ეთანოლის მეტაბოლიზმში – ალკოჰოლდეჰიდროგენაზები და აცეტალდეჰიდდეჰიდროგენაზები, რაც აჩქარებს ორგანიზმიდან ეტანოლისა და აცეტალდეჰიდის გამოყვანის პროცესს და შესაბამისად, მცირდება მათი ტოქსიკური ზემოქმედება.
მეტადოქსილი ხელს უშლის ჰეპატოციტებში ტრიგლიცერიდების დაგროვებას, ასევე ფიბრონექტინისა და კოლაგენის წარმოქმნას, რაც მნიშვნელოვნად ანელებს ღვიძლის ციროზის პროცესის ფორმირებას.
პრეპარატი ამცირებს ნაბახუსევი სინდრომის ფსიქიურ და სომატურ გამოვლინებებს, ამცირებს აბსტინენტური სინდრომის კუპირების დროს.
მეტადოქსინი ახდენს ქოლინერგული და გამკ-ერგული ნეიროტრანსმიტერული სისტემების აქტივიზაციას, აუმჯობესებს აზროვნებისა და ხანმოკლე მახსოვრობის ფუნქციებს, ეწინააღმდეგება მოძრაობითი აგზნებადობის წარმოქმნას, რომელიც გამოწვეულია ეთანოლით.
მეტადოქსინი ახდენს არასფეციფიურანტიდეპრესეულ და ანქსიოლიზურ მოქმედებას, ამცირებს ალკოჰოლისადმი სწრაფვას.

მეტადოქსილის ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა (60-80%). პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს – 50%. პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიურ მეტაბოლიტებამდე – პირიდინი და პიროლიდონის კარბოქსილატი. შიგნით მიღებისას ან პარენტერალური შეყვანისას ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 40-60 წუთს. პრეპარატის 45-50% გამოიყოფა შარდით 24 საათის განმავლობაში, პრეპარატის 35-50% გამოიყვანება განავლით 96 საათის განმავლობაში.

მეტადოქსილის ჩვენებები

- მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია;
- ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი;
- ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
- ღვიძლის დაავადებების (განსაკუთრებით ალკოჰოლური ეტიოლოგიის) კომპლექსური თერაპია.

მეტადოქსილის მიღების წესები და დოზები

მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია: 300-600 მგ (5-10 მლ) კუნთქვეშ, ან 300-900 მგ (5-15 მლ) ვენაში, ინტოქსიკაციის დონიდან გამომდინარე. შიგნით შეყვანისას პრეპარატის აუცილებელი დოზა უნდა გაიხსნას ნატრიუმ ქლორიდის იზოტონური ხსნარის 500 მლ-ში ან დექსტროზის (გლუკოზის) 5% ხსნარში და შეყავთ წვეთოვნად 1,5 საათის განმავლობაში.
ღვიძლის დაავადებებისა და ქრონიკული ალკოჰოლიზმის კომპლექსური თერაპია: ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ (1000 მგ) ჭამამდე 15-30 წუთით ადრე, დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე (1500 მგ) დღეში. თერაპიის კურსი – არაუმცირეს 90 დღისა.
ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი: 900 მგ (15 მლ) ვენაში ინფუზიის სახით (იხ.ზემოთ) დღეში ერთხელ 3-7 დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

მეტადოქსილის გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები. პაციენტებში ბრონქიალური ასთმით შესაძლებელია ბრონქოსპაზმის განვითარება (წამლის ინექციის ფორმით გამოყენების შემთხვევაში).

მეტადოქსილის უკუჩვენებები

- პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
- ლაქტაციის პერიოდი;
- ორსულობის პერიოდი;
- არ უნდა დაენიშნოს ბავშვებს 14 წლამდე.
სიფრთხილით:
სიფრთხილით ინიშნება პარკინსონის დაავადების შემთხვევაში, თუ ერთდროულად გამოიყენება ლევოდოპასთან ერთად, რადგან მეტადოქსინი ამცირებს მის ეფექტურობას. საინექციო ხსნარიანი ამპულები შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს. ამ ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს (განსაკუთრებით მიდრეკილების არსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით პაციენტებში ბრონქიალური ასთმით) ალერგიული რეაქციები ან ასთმის შეტევების გაძლიერება.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზირება მეტადოქსილით

არ არის ცნობილი

მეტადოქსილის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ამცირებს ლევოდოპის ეფექტურობას.

მეტადოქსილის შენახვის პირობები და ვადები

ტაბლეტები და საინექციო ხსნარი – 5 წელი
არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.

მეტადოქსილის გაცემის წესი

რეცეპტით

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka