ნატრიუმის ქლორიდი

  ნატრიუმის ქლორიდი

ნატრიუმის ქლორიდის ზოგადი ინფორმაცია

ნატრიუმის ქლორიდი. Sodium Chloride. მარილოვანი ხსნარების ჯგუფის რეჰიდრატაციისა და დეზინტოქსიკაციის საშუალება პარენტერალური გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერება – ნატრიუმის ქლორიდი. Sodium chloride. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A12CA01, B05CB01, B05XA03. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბიოპოლუსი” (საქართველო).

ნატრიუმის ქლორიდის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ნატრიუმის ქლორიდი. Sodium Chloride გამოდის 0,9% 10 მლ ამპულის ფორმით. 1 ამპულა შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს _ 90 მგ-ს, საინიექციო წყალს – 10 მლ-მდე.

ნატრიუმის ქლორიდის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ნატრიუმის ქლორიდის ფასები ფარმადეპოში
ნატრიუმის ქლორიდის ფასები ავერსში
ნატრიუმის ქლორიდის ფასები psp-ში
ნატრიუმის ქლორიდის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ნატრიუმის ქლორიდი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ნატრიუმის ქლორიდის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ნატრიუმის ქლორიდის აქტიური ნივთიერება

ნატრიუმის ქლორიდი. Sodium chloride.

ნატრიუმის ქლორიდის სინონიმები

ნებუსალი (Nebusal, Wit Georgia Pharm, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო).

ნატრიუმის ქლორიდის მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

რინგერის ხსნარი (RINGER SOLUTION, Hemofarm A.D, სერბეთი; sodium chloride, potassium chloride, calcium chloride), ჰარტმანის ხსნარი (HARTMANN Solution, Hemofarm A.D, სერბეთი; sodium chloride, potassium chloride, calcium chloride, sodium lactate).

ნატრიუმის ქლორიდის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • უჯრედგარე სითხის დიდი დანაკარგი
  • დისპეფსია ტოქსიკური
  • ქოლერა
  • დიარეა
  • ღებინება
  • დამწვრობა  ვრცელი , ძლიერი ექსუდაციით
  • ჰიპოქლორემია, გაუწყლოვანებით მიმდინარე
  • ჰიპონატრემია, გაუწყლოვანებით მიმდინარე
  • ნაწლავების გაუვალობა
  • ინტოქსიკაცია
  • ჭრილობის მობანვა
  • თვალის გამორეცხვა
  • ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გამორეცხა
  • სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების გაზავება და გახსნა
  • გადასახვევი მასალის დანამვა

ნატრიუმის ქლორიდის საფირმო აღწერიდან

ნატრიუმის ქლორიდის ფარმაკოლოგიური თვისებები
ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარი პლაზმის შემცვლელი საშუალებაა. მას დეზინტოქსიკაციური და რეჰიდრატაციული მოქმედება აქვს. სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს იგი აღადგენს ნატრიუმის იონების დეფიციტს ორგანიზმში. პრეპარატი სწრაფად გამოიყოფა სისხლძარღვოვანი სისტემიდან და მხოლოდ დროებით ზრდის მოცირკულირე სისხლის მოცულობას.

ნატრიუმის ქლორიდის ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება უჯრედგარე სითხის დიდი დანაკარგის (ტოქსიკური დისპეფსია, ქოლერა, დიარეა, ღებინება, ვრცელი დამწვრობა ძლიერი ექსუდაციით და სხვა), გაუწყლოვანებით მიმდინარე ჰიპოქლორემიისა და ჰიპონატრემიის, ნაწლავების გაუვალობის, ინტოქსიკაციის დროს, ასევე ჭრილობის მოსაბანად, თვალის, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოსარეცხად, სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების გაზავებისა და გახსნისათვის, გადასახვევი მასალის დასანამად.

ნატრიუმის ქლორიდის მიღების წესები და დოზები

პრეპარატი შეჰყავთ ვენაში (წვეთოვნად) და კანქვეშ, გამოიყენება ასევე რექტალურად და გარეგანად.

შეყვანამდე ხსნარს ათბობენ 36_38oC ტემპერატურამდე. პრეპარატის დოზა განისაზღვრება ორგანიზმის მიერ დაკარგული სითხის რაოდენობის მიხედვით. საშუალოდ შეჰყავთ 5 მლ-დან 2 ლ-მდე დღეში. ინტოქსიკაციებისა და დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვისას შესაძლებელია დღეში 3 ლ-მდე პრეპარატის შეყვანა. შეყვანის სიჩქარეა 540 მლ/სთ. აუცილებლობისას შეყვანის სიჩქარეს ზრდიან. ხანგრძლივი დროის განმავლობაში 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის დიდი დოზებით შეყვანისას საჭიროა პლაზმასა და შარდში ელექტროლიტების შემცველობის კონტროლი.

კანქვეშ შეყვანისას ხსნარის მოცულობა შეადგენს 5 მლ-ს და მეტს ჩვენებების მიხედვით.

რექტალურად შეჰყავთ 75_100 მლ ერთ შეყვანაზე

ნატრიუმის ქლორიდის გვერდითი მოვლენები

აციდოზი, ჰიპერჰიდრატაცია, ჰიპოკალემია.

ნატრიუმის ქლორიდის უკუჩვენებები

ჰიპერნატრემია, აციდოზი, ჰიპერქლორემია, ჰიპოკალემია, უჯრედგარე ჰიპერჰიდრატაცია; ცირკულატორული დარღვევები, რომლებიც ქმნის ტვინისა და ფილტვების შეშუპების საფრთხეს; ტვინის შეშუპება, ფილტვების შეშუპება, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, დიდი დოზებით გლუკოკორტიკოიდების ერთდროული დანიშვნა.
ორსულობა და ლაქტაცია
მონაცემები არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებები ნატრიუმის ქლორიდზე

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის (ოლიგურია, ანურია), გულის ქრონიკული დეკომპენსირებული უკმარისობის დროს.

შესაძლებელია პრეპარატის გაყინვა ამპულების ჰერმეტულობის შენარჩუნების პირობით.

ჭარბი დოზირება ნატრიუმის ქლორიდით

მონაცემები არ მოიპოვება.

ნატრიუმის ქლორიდის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებებთან შერევისას საჭიროა შეთავსების ვიზუალური კონტროლი.

ნატრიუმის ქლორიდის შენახვის პირობები და ვადები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ნატრიუმის ქლორიდის გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..