ნეუროვიტი

  ნეუროვიტი

ნეუროვიტი ზოგადი ინფორმაცია

ნეუროვიტი. NEUROVIT.  აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – BILIM PHARMACEUTICALS (თურქეთი).

ნეუროვიტი შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ნეუროვიტი. NEUROVITგამოდის ტაბლეტის ფორმით. ყოველი ტაბლეტი შეიცავს B1 ვიტამინს (თიამინი) 250 მგ, B6 ვიტამინს (პირიდოქსინი) 250 მგ.

ნეუროვიტის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ნეუროვიტის ფასები ფარმადეპოში
ნეუროვიტის ფასები ავერსში
ნეუროვიტის ფასები psp-ში
ნეუროვიტის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ნეუროვიტი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ნეუროვიტის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ნეუროვიტი გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ნევრიტი
  • პოლინევრიტი
  • ნეიროპათია დიაბეტური
  • ნევრიტი ორსულობისას
  • ართრიტი
  • პერიართრიტი
  • იშიალგია
  • ლუმბალგია
  • ართრალგია
  • მიალგია
  • კრუნჩხვები
  • ტკივილები, რევმატული და სხვა სახის
  • ტრემორი იდიოპათიური
  • ტრემორი გერიატრიული
  • ვერნიკეს დაავადება
  • ფსიქოზი კორსაკოვის
  • დელირია ალკოჰოლური
  •  პირღებინება ჭარბი, ორსულ ქალებში
  • თავის ტკივილი რადიოთერაპიის (სხივური თერაპიის) დროს
  • ანორექსია
  • გულისრევა
  • პირღებინება
  • პირღებინება, ოპერაციის შემდგომი

ნეუროვიტი საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
B1 ვიტამინი (თიამინი) და B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის მეტაბოლიზმში. თიამინი საჭიროა კარბონის ჰიდრატის მეტაბოლიზმისათვის. აღმოჩნდა, რომ ის გავლენას ახდენს კარბონის ჰიდრატების ლიპიდებად გარდაქმნაზე. უფრო მეტიც, თიამინის მექანიზმს გააჩნია ნევროლოგიური ფუნქცია, რომლის ახსნა სრულად შეუძლებელია.
ამინომჟავების მეტაბოლიზმის დროს პირიდოქსინი მოქმედებს როგორც კოფერმენტი. აღნიშნული მოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პერიფერული ნევრიტის პრევენციისათვის, რომელიც ვითარდება პერიფერულ ნერვებში პროტეინის მეტაბოლიზმის შეფერხების შედეგად. გარდა ამისა, ის უზრუნველყოფს კავშირს ამინომჟავების მეტაბოლიზმსა და კარბონის ჰიდრატებს, ცხიმოვან მჟავებსა და ენერგიის მეტაბოლიზმს შორის. მას გააჩნია მარეგულირებელი როლი ქსოვილის, ღვიძლის, ნერვული სისტემისა და კანის მეტაბოლიზმში.
თიამინი და პირიდოქსინი გამოიყენება, როგორც ანტინევროტული და მადეტოქსიფიცირებელი საშუალება ნერვის ქსოვილისა და სხვა ქსოვილების მეტაბოლიზმისას; გარდა ამისა, ის გამოიყენება გულის უკმარისობისა და გულის ფუნქციონალური დაავადებების სამკურნალოდ.
ჩვენებები
ნევრიტი, პოლინევრიტი, დიაბეტური ნეიროპათია, ნევრიტი ორსულობისას, ართრიტი; პერიართრიტი, იშიალგია, ლუმბალგია, ართრალგია, მიალგია, კრუნჩხვები, რევმატული და სხვა სახის ტკივილები,
იდიოპათიური და გერიატრიული ტრემორი,
ვერნიკეს დაავადება, კორსაკოვის ფსიქოზი, ალკოჰოლური დელირია,
ჭარბი პირღებინება ორსულ ქალებში, თავის ტკივილი რადიოთერაპიის (სხივური თერაპიის) დროს, ანორექსია, გულისრევა და პირღებინება, ოპერაციის შემდგომი პირღებინება.
მიღების წესები და დოზები
თუ ექიმი არ დანიშნავს განსხვავებულ დოზირებას, გამოიყენება შემდეგი დოზები:
პროფილაქტიკისათვის: 1 ტაბლეტი დღეში
მკურნალობისას: 2-3 ტაბლეტი დღეში.
გვერდითი მოვლენები
მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება, უნდა გახსოვდეთ, რომ პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენება დაუშვებელია. გარდა ამისა, პრეპარატი არ გამოიყენება B ჯგუფის ვიტამინების მიმართ მგრძნობიარე პაციენტების მიერ.
მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
პრეპარატი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მგრძნობელობა ნეუროვიტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები
ვინაიდან პრეპარატში შემავალი პირიდოქსინი ზრდის ლევოდოპას პერიფერულ მეტაბოლიზმს, ის არ გამოიყენება პარკინსონიზმით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლევოდოპას პრეპარატს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ნეუროვიტის გამოყენება არ არის რეკომენდებული პარკინსონიზმით დაავადებულების მიერ. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი B6 ვიტამინი ზრდის ლევოდოპას დეგრადაციას და ამცირებს მის ეფექტიანობას. მიუხედავად ამისა, ურთიერთქმედება არ აღინიშნება, თუ ლევოდოპა მიიღება პერიფერულ დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორთან ერთად (მაგ. ლევოდოპა+ბენსერაზიდის კომბინაცია).
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 25oC-მდე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება საკუთარ შეფუთვაში.
შენახვის ვადა 2 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).
არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.