მკურნალობა უცხოეთში


  ნოოფენი-ავერსი

ნოოფენი-ავერსის ზოგადი ინფორმაცია

ნოოფენი-ავერსი. NOOFEN-AVERSI. ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი, ნოოტროპული პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ფენიბუტი. Phenibut. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N06B. მწარმოებელი ფირმა – ავერსი – რაციონალი (საქართველო).

ნოოფენი-ავერსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ნოოფენი-ავერსი. NOOFEN-AVERSI გამოდის 250მგ ტაბლეტის ფორმით. 1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს ფენიბუტს _ 250 მგ. დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზა, კალციუმის სტეარატი, კარტოფილის სახამებელი.ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრიდან მოყვითალო ელფერის თეთრ ფერამდე, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, შემოუგარსავი ტაბლეტები, ნაზოლითა და ჭდით.

ნოოფენი-ავერსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ნოოფენი-ავერსის ფასები ფარმადეპოში
ნოოფენი-ავერსის ფასები ავერსში
ნოოფენი-ავერსის ფასები psp-ში
ნოოფენი-ავერსის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ნოოფენი-ავერსი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ნოოფენი-ავერსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ნოოფენი-ავერსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ასთენიური მდგომარეობება, რომელსაც თან ახლავს შფოთვა, შიში, მღელვარება
  • ნევროზული მდგომარეობება, რომელსაც თან ახლავს შფოთვა, შიში, მღელვარება
  • აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი
  • ფსიქოპათია
  • ენაბლუობა (ბავშვებში)
  • ტიკები (ბავშვებში)
  • ენურეზი (ბავშვებში)
  •  უძილობა (ხანდაზმულებში)
  •  შფოთვა ღამის (ხანდაზმულებში)
  •  სტრესული მდგომარეობების პროფილაქტიკა (მათ შორის, ოპერაციების ან მტკივნეული დიაგნოსტიკური გამოკვლევების წინ)
  •  ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი
  •  ალკოჰოლური პრედელირიოზული მდგომარეობა
  • ალკოჰოლური  დელირიოზული მდგომარეობები
  • მენიერის სინდრომი
  • თავბრუსხვევა, ვესტიბულური აპარატის დისფუნქციასთან დაკავშირებული, სხვადასხვა გენეზის (მათ შორის, ინფექციური, ტრავმული და სისხლძარღვოვანი)
  • კინეტოზის პროფილაქტიკა

ნოოფენი-ავერსის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნოოფენი-ავერსი ნოოტროპული საშუალებაა. ფენიბუტი -ამინოერბომჟავასა და ფენილეთილამინის წარმოებულია. პრეპარატი ცნს-ში -ამინოერბომჟავას რეცეპტორებზე მოქმედებს და აადვილებს იმპულსების გადაცემას, რომლებშიც -ამინოერბომჟავა მონაწილეობს. ფენიბუტს ტრანქვილიზური თვისებები გააჩნია. პრეპარატი ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, ხსნის ფსიქოემოციურ დაძაბულობას, შფოთვას, შიშს და აუმჯობესებს ძილს. ფენიბუტი ახანგრძლივებს ნისტაგმის ლატენტურ პერიოდს, ამცირებს მის ხანგრძლივობასა და გამოხატულებას. მას აქვს ანტიეპილეფსიური მოქმედება. პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს ასთენიის ნიშნებსა და ვაზოვეგეტატიურ სიმპტომებს (მათ შორის, თავის ტკივილი, თავში სიმძიმის შეგრძნება, ძილის დარღვევა, გაღიზიანება, ემოციური ლაბილობა), ტრანქვილიზატორებისაგან განსხვავებით აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ მაჩვენებლებს (ყურადღება, მეხსიერება, სენსორულ-მოტორული რეაქციების სისწრაფე და სიზუსტე). ასთენიის დროს და ემოციურად ლაბილურ პაციენტებში თერაპიის პირველივე დღეებში უმჯობესდება განწყობილება, იზრდება ინტერესი, ინიციატივა და აქტიური მოქმედების მოტივაცია სედატიური ეფექტის ან აგზნების გარეშე.
ფენიბუტის გამოყენება ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ ზრდის მიტოქონდრიების რაოდენობას დაზიანებული კერის პერიფოკალურად მდებარე უჯრედებში და აუმჯობესებს თავის ტვინში მიმდინარე ბიოენერგეტიკულ პროცესებს. პრეპარატი ახდენს ლიპიდების პეროქსიდაციის პროცესების ნორმალიზებას. ფენიბუტი არ მოქმედებს ქოლინო – და ადრენორეცეპტორებზე.
ფარმაკოკინეტიკა
ფენიბუტი პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება და კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილში, ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. პრეპარატის განაწილება ღვიძლსა და თირკმლებში თითქმის თანაბარია, ტვინსა და სისხლში – არათანაბარი. მიღებიდან 3 სთ-ის შემდეგ ფენიბუტის მნიშვნელოვანი კონცენტრაცია აღინიშნება შარდში, ამასთანავე პრეპარატის კონცენტრაცია ტვინის ქსოვილში არ ქვეითდება, და იგი ტვინში კიდევ 6 სთ-ის შემდეგ ფიქსირდება. მიღებიდან მეორე დღეს ფენიბუტი მხოლოდ შარდში აღინიშნება. მიღებიდან 2 დღის შემდეგ შარდში პრეპარატის რაოდენობა მიღებული დოზის 5%-ს შეადგენს. ფენიბუტი მეტაბოლიზდება ღვიძლში (80%). განმეორებითი მიღებისას კუმულაცია არ აღინიშნება.
ჩვენებები
• ასთენიური და ნევროზული მდგომარეობები, რომელთაც თან ახლავს შფოთვა, შიში, მღელვარება;
• აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი;
• ფსიქოპათია;
• ენაბლუობა, ტიკები, ენურეზი (ბავშვებში);
• უძილობა, ღამის შფოთვა (ხანდაზმულებში);
• სტრესული მდგომარეობების პროფილაქტიკა (მათ შორის, ოპერაციების ან მტკივნეული დიაგნოსტიკური გამოკვლევების წინ);
• ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ფსიქოპათოლოგიური და სომატოვეგეტატიური დარღვევების კუპირებისათვის);
• ალკოჰოლური პრედელირიოზული და დელირიოზული მდგომარეობები (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში დეზინტოქსიკაციურ საშუალებებთან ერთად);
• მენიერის სინდრომი;
• ვესტიბულური აპარატის დისფუნქციასთან დაკავშირებული სხვადასხვა გენეზის (მათ შორის, ინფექციური, ტრავმული და სისხლძარღვოვანი) თავბრუსხვევა;
• კინეტოზის პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები
ნოოფენი-ავერსი მიიღება პერორალურად, ჭამამდე.
მოზრდილებში ინიშნება 250–500 მგ 3-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა 2.5 გ-მდე იზრდება.
8_14 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 250 მგ 3-ჯერ დღეში.
8 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 50–100 მგ 3-ჯერ დღეში.
მაქსიმალური ერთჯერადი დოზებია: მოზრდილებში _ 750 მგ, პაციენტებში 60 წლის ასაკის ზემოთ _ 500 მგ, 8_14 წლის ასაკის ბავშვებში _ 300 მგ, 8 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 150 მგ. მკურნალობის კურსი 4_6 კვირას შეადგენს.
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კუპირებისათვის მკურნალობის პირველ დღეებში ინიშნება 250–500 მგ ფენიბუტი 3-ჯერ დღის განმავლობაში და 750 მგ ღამით, სადღეღამისო დოზის თანდათანობითი შემცირებით მოზრდილებისათვის ჩვეულებრივ დოზამდე.
მენიერის სინდრომისა და თავბრუსხვევის დროს, რომელიც გამოწვეულია ვესტიბულური აპარატის ინფექციური გენეზის დისფუნქციით (ოტოგენური ლაბირინთიტი), გამწვავების პერიოდში ინიშნება 750 მგ ნოოფენი-ავერსი 3_4-ჯერ დღეში 5_7 დღის განმავლობაში, ვესტიბულური დარღვევების შემცირებისას _ 250_500 მგ 3-ჯერ დღეში 5_7 დღის განმავლობაში და შემდეგ _ 250 მგ ერთხელ დღეში 5 დღის განმავლობაში. დაავადებების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისას მიიღება 250 მგ ფენიბუტი 2-ჯერ დღეში 5_7 დღის განმავლობაში, შემდეგ _ 250 მგ ერთხელ დღეში 7_10 დღის განმავლობაში.
თავბრუსხვევის დროს, რომელიც გამოწვეულია ვესტიბულური აპარატის ტრავმული ან სისხლძარღვოვანი გენეზის დისფუნქციით, ინიშნება 250 მგ ნოოფენი-ავერსი 3-ჯერ დღეში 12 დღის განმავლობაში.
ზღვის დაავადების დროს კინეტოზის პროფილაქტიკისათვის ინიშნება 250_500 მგ ნოოფენი-ავერსი ერთჯერადად სავარაუდო მგზავრობამდე 1 სთ-ით ადრე ან დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისას. პრეპარატის დოზის გაზრდისას კინეტოზის საწინააღმდეგო მოქმედება ძლიერდება. ზღვის დაავადების გამოხატული სიმპტომების (ღებინება და სხვა) განვითარებისას ფენიბუტის მიღება ნაკლებად ეფექტურია, 750_1000 მგ დოზებითაც კი.
საჰაერო ტრანსპორტით გამოწვეული კინეტოზის პროფილაქტიკისათვის ინიშნება 250_500 მგ ნოოფენი-ავერსი ერთჯერადად სავარაუდო მგზავრობამდე 1 სთ-ით ადრე.
პრეპარატის მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზით, გამოტოვებული დოზის დამატებითი მიღების გარეშე.
გვერდითი მოვლენები
ნოოფენი-ავერსს, ჩვეულებრივ, კარგი ამტანობა ახასიათებს. მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია ძილიანობა და გულისრევა.
უკუჩვენება
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა ფენიბუტის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
სათანადო კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობის პერიოდში ნოოფენი-ავერსის გამოყენება რეკომენდებული არ არის. პრეპარატის ლაქტაციის პერიოდში დანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს ფენიბუტის გამაღიზიანებელი მოქმედების გამო. ამ შემთხვევაში ნოოფენი-ავერსი ნაკლები დოზით ინიშნება. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სისხლის მორფოლოგიური შემადგენლობისა და ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
თუ პრეპარატის გამოყენების პერიოდში პაციენტს აღენიშნება ძილიანობა, თავბრუსხვევა და სხვა დარღვევები ცნს-ის მხრიდან, საჭიროა თავის არიდება პოტენციურად საშიში ქმედებებისათვის, რომლებიც სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას მოითხოვს.
ჭარბი დოზირება
ნოოფენი-ავერსი ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია. დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, მძიმე შემთხვევებში _ არტერიული ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ნოოფენი-ავერსი ახანგრძლივებს და აძლიერებს საძილე, ნარკოტიკული, ნეიროლეფსიური და ანტიეპილეფსიური საშუალებების მოქმედებას.
ფენიბუტისა და ფსიქოტროპული საშუალებების (მაგ., ტრანქვილიზატორები, ნეიროლეპტიკები) ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნება ეფექტების ურთიერთგაძლიერება. ამ შემთხვევაში საჭიროა ფენიბუტისა და ერთდროულად გამოყენებული სხვა პრეპარატების დოზის შემცირება.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.

 

Comments are closed.

nostalgia

vaka