პარაცეტამოლი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პარაცეტამოლი/paracetamol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სიცხის დამწევი და ანალგეზიური საშუალება
შემადგენლობა:
თითოეული შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: პარაცეტამოლი BP 500 მგ.
ექსციპიენტები q.s.

ჩვენებები:
სიმპტომატური მკურნალობა ტკვილებისას, მაგ:
• თავის ტკივილი, შაკიკი;
• დენტალური ნევრალგია, ნეკნთაშორისი ტკივილი, სახის ტკივილი, პერიოდული ტკივილები;
• რევმატული ტკივილი, ტორტიკოლისი, წელკავი, იშიაზი;
• კუნთების, სახსრების, წელის ტკვილი;
• პოსტ ოპერაციული ტკივილი ყურის, ცხვირის, ყელზე ჩატარებული ოპერაციებისას;
• კბილის ტკივილი;
• სიმპტომატური მკურნალობა ციებისას, მაგ. გრიპის ან ინფექციური დაავადებების დროს;

უკუჩვენებები: ანალგეზური საშუალებებით გამოწვეული ნეფროპათია.

გაფრთხილება და სფრთხლის ზომები:
• არ გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას. შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას მიმართეთ ექიმს     კონსულტაციისათვის;
• ნუ მიიღებს პარაცეტამოლს ექიმის რჩევის გარეშე დიდხანს;
პარაცეტამოლი დიდი სიფრთხილით უნდა მიეცეს ღვიძლსა და თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებს.

გვერდითი ეფექტები:
პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტს, რომელიც როგორც წესი, მსუბუქი ხასიათისაა.
• კანზე გამონაყარი და სხვა ჰიპერმგრძნობიარე რეაქციები იშვიათად ვლინდება.

დოზა და მიღების წესი:
მოზრდილთათვის (15 წლის და მეტი ასაკის):
1-2 ტაბლეტი თითოეულ მიღებაზე, 1-3-ჯერ 24 საათის განმავლობაში, მინიმუმ 4-საათიანი ინტერვალით დოზებს შორის. ტაბლეტი გადაყლაპეთ წყლს დაყოლებით.

ჭარბი დოზით გამოწვეული სიმპტომები:
პარაცეტამოლის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მწვავე დაზიანება, ზოგჯერ კი მწვავე რენალური ტუბულარული ნეკროზი;
შედეგები შეიძლება ძალზე სერიოზული აღმოჩნდეს თერაპიულ და ტოქსიკური დოზების ვიწრო ფარგლების გამო;
ჭარბი დოზის მიღების შემდეგ 24 საათში წარმოშობილი სიმპტომებია: პირღებინება ლეთარგია და ოფლიანობა;

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე. ოთახის ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი
გამოშვების ფორმა: 500მგ ტაბლეტი №10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი

გაფრთხილება