პრივიტუსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):ქლოპერასტინი/ cloperastine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველის საწინააღმდეგო საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
სუსპენზიის 100 მლ შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: L- ქლოპერასტინის ფენდიზოატი 708 მგ (ექვივალენტურია 400 მგ ქლოპერასტინის ჰიდროქლორიდის)
დანამატები: ქსანტანის ფისი, პოლიოქსიეთილენის სტეარატი, ქსილიტოლი, მეთილის p- ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პ- ჰიდროქსიბენზოატი, ბანანის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
ჩვენებები
დაავადებები თანმხლები მშრალი ხველით.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილები: 5 მლ სამჯერ დღეში.
ბავშვები: 2-დან 4 წლამდე: 2 მლ ორჯერ დღეში;
4-დან 7 წლამდე: 3 მლ ორჯერ დღეში;
7-დან 15 წლამდე: 5 მლ ორჯერ დღეში.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
დანაყოფებიანი 2-3-5 მლ საზომი ჭიქა მოთავსებულია შეფუთვაში.
ბოთლის გახსნა – დააწექით თავსახურს ქემოთ და გადაატრიალეთ მარცხნივ.
ბოთლის დახურვა – გადაატრიალეთ თავსახური მარჯვნივ.
გვერდითი მოვლენები
კლინიკურმა ექსპერინემტებმა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში აჩვენა კუჭ-ნაწლავის აშლილობის (დარღვევის) სუსტი, გარდამავალი შემთხვევები.
თერაპიული დოზებისათვის არ დაფიქსირებულა დამრთგუნველი, ან მასტიმულირებელი ტიპის ცენტრალურ მოქმედებასთან დაკავშირებული რაიმე სიმპტომი, ან ნიშანი. ცხრილში მოცემული ინსტუქტაჟის დაცვა შეამცირებს არასასურველი მოქმედების რისკს. ნებისმიერი არასასურველი ეფექტი ჩვეულებრივ წარმავალია. მათი აღმოცენების შემთხვევაში შეატყობინეთ ექიმს. აუცილებელია უთხრათ ექიმს იმ არასასურველი ეფექტების შესახებაც, რომელიც არ არის ცხრილში მოცემული.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ. კვლევების არასაკმარისი რაოდენობის გამო 0-2 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, გირჩევთ არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი პატარა ბავშვებში. ასევე არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში

გაფრთხილებები:
ორსულ ცხოველებზე ტოქსიკურობის კვლევამ არ გამოავლენილა ტერატოგენობა და ემბრიონზე ტოქსიკური მოქმედება. კარგი იქნება, თუ პრეპარატს არ მიიღებთ ორსულობის პირველი და ბოლო თვეების განმავლობაში, გარდა აუცილებელი შემთხვევისა. ამ დროს უნდა იყოთ ექიმის კონტროლის ქვეშ.
თერაპიული დოზით მედიკამენტს არ გააჩნია დამრთგუნველი ეფექტი და არ უშლის ხელს ავტომანქანის მართვას.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რები (ზონდის მეშვეობით კვება, აქტივირებული ნახშირი და ა.შ) და დააკვირდეთ ხომ არ აღინიშნება მომატებული აგზნებადობის ნიშნები.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
მედიკამენტი შესაძლოა ურთიერთქმედებაში შევიდეს ცენტრალური ნერვული სისტემის როგორც დამამშვიდებელ, ისე მასტიმულირებელ სუბსტანციებთან. შესაძლოა გაძლიერდეს ანტიჰისტამინური/ანტისეროტონული სუბსტანციების მოქმედება და შემცირდეს მიორელაქსანტების ოდენობა, როგორიცაა პაპავერინი.
შენახვის პირობები და ვადები
ვადა: იხ. შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ვადა. პროდუქტის ვარგისინობის ვადა ეხება გაუხსნელ პრეპარატს.
ყურადღება: არ გამოიყენოთ მედიკამენტი მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ეს მედიკამენტი არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ შენახვის პირობებს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 708მგ/100მლ ორალური სუსპენზია 100მლ ფლაკონი # 1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: MITIM S.r.i. Via Cacciamali, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook