სტრეპტომიცინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): სტრეპტომიცინი/streptomycin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 ფლაკონი შეიცავს სტრეპტომიცინის სულფატს, 1.0 გ სტრეპტომიცინზე გადაანგარიშებით

შეფუთვა
1.0 გ საინიექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში, მოხუფული რეზინის საცობით, ალუმინის ჩაჩითა და პლასტმასის თავსახურით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სტრეპტომიცინი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია. პრეპარატს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი ახასიათებს. სტრეპტომიცინის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მისი უნარით, მიკრობის უჯრედში დაუკავშირდეს რიბოსომების 30შ სუბერთეულს, რაც ბლოკავს ცილის სინთეზს და არღვევს ბაქტერიის უჯრედული მემბრანის მთლიანობას.
პრეპარატი აქტიურია Mycobacterium tuberculosis- ის მიმართ, ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების _ Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Yersinia spp., Haemophilus influenzae, Klebsiella spp. (в т.ч. Klebsiella pneumoniae), Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Yersinia pestis, Francisella tularensis, Brucella spp. მიმართ.
სტრეპტომიცინის მიმართ მგრძნობიარეა Staphylococcus spp., Corynebacterium diphtheriae.
იგი ნაკლებად აქტიურია Streptococcus spp.- ს (მათ შორის, Streptococcus pneumoniae), Enterobacter spp.- ს მიმართ.
პრეპარატი არ არის აქტიური ანაერობული ბაქტერიების მიმართ: SpirºChaetaceae, Rickettsia spp., Proteus spp., Pseudomonas aeruginosa

ფარმაკოკინეტიკა
კუნთში შეყვანისას სტრეპტომიცინი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება ინიექციის ადგილიდან. იგი ნაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში. პრეპარატის 0–11% უკავშირდება პლაზმის ცილებს. არ მეტაბოლიზდება. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) არის 2_4 სთ. პრეპარატი უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმლებით. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას გამოყოფა შენელებულია.

ჩვენებები
ფილტვებისა და სხვა ორგანოების პირველადი ტუბერკულოზი, ვენერიული გრანულემა, ტულარემია, ბრუცელოზი, შავი ჭირი, ბაქტერიული ენდოკარდიტი (სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში), ნაწლავური ინფექციები, შარდგამომყოფი გზების ინფექციები (გამომწვევის მგრძნობელობის დადგენის შემდეგ).

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი შეჰყავთ კუნთში.
მოზრდილებში ერთჯერადი დოზაა 0.5_1 გ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 2.0 გ. პაციენტებში 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით ან 60 წლის ასაკის ზემოთ სადღეღამისო დოზა შეადგენს 750 მგ-ს.
ბავშვებსა და მოზარდებში სადღეღამისო დოზაა 15_20 მგ/კგ სხეულის მასაზე. 13 წლამდე ასაკის ბავშვებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 500 მგ-ს, მოზარდებში _ 1 გ-ს.
ტუბერკულოზის მკურნალობისას სადღეღამისო დოზა შეჰყავთ ერთჯერადად; პრეპარატის აუტანლობის შემთხვევაში შესაძლებელია სადღეღამისო დოზის 2 შეყვანაზე გაყოფა. მკურნალობის ხანგრძლივობაა 3 თვე და მეტი.
არატუბერკულოზური ეტიოლოგიის ინფექციების დროს პრეპარატი შეჰყავთ 3_4-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობაა 7_10 დღე.
ჰიპერტონული დაავადების და გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში პრეპარატის საწყისი სადღეღამისო დოზაა 250 მგ, კარგი ამტანობისას დოზას ზრდიან.
თირკმლის უკმარისობის დროს საჭიროა დოზის კორექცია.

გვერდითი მოვლენები
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა (ალბუმინურია, ჰემატურია).
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუხვევა, ძილიანობა, პერიფერიული ნევრიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, იშვიათად _ ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა (სუნთქვის შეჩერება).
გრძნობათა ორგანოების მხრივ: ოტოტოქსიკურობა – ყურებში შუილი ან დაგუბების შეგრძნება, სმენის დაქვეითება, სიყრუე; ვესტიბულური (მოძრაობის დისკოორდინაცია და სხვა) დარღვევები.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა სტრეპტომიცინის მიმართ, მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, მიასთენია, ქალა-ტვინის VIII წყვილი ნერვების დაზიანება, გულისა და თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმები, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში სტრეპტომიცინის გამოყენება უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები
სტრეპტომიცინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა თირკმლის, სმენისა და ვესტიბულური აპარატების ფუნქციის კონტროლი.
ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის დარღვევისას საჭიროა სადღეღამისო დოზის შემცირება.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა (სუნთქვის შეჩერება).
მკურნალობა: ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის მოსახსნელად და მისი შედეგების კორექციისათვის მიზანშეწონილია ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარება; ანტიქოლინესთერაზული საშუალებებისა და კალციუმის მარილების დანიშვნა, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის, სხვა სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სტრეპტომიცინისა და ამინოგლიკოზიდების, პოლიმიქსინების, კაპრეომიცინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ოტო- და ნეფროტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი.
სტრეპტომიცინისა და საინჰალაციო სანარკოზე პრეპარატების, ოპოიდური ანალგეზიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის გაძლიერება.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: 1.0 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: ბიოპოლუსი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook