ჰეპადაიტი

  ჰეპადაიტი

ჰეპადაიტის ზოგადი ინფორმაცია

ჰეპადაიტი. Hepadiet. ჰეპატოპროტექტორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ESI s.p.a. (იტალია).

ჰეპადაიტის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ჰეპადაიტი. Hepadiet გამოდის ტაბლეტის ფორმით. თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში აქტიური კომპონენტების სახით შედის: არტიშოკის (Cynara scolymus) ფოთლების ფხვნილი – 200 მგ,ნარშავი (Silybum marianum) – 80 მგ, 2 % – მდე გატიტრული სილიმარინთან, ბაბუაწვერა (Taraxacum officinale) – 30 მგ, 1 % – მდე გატიტრული ინულინთან, ინოზიტოლი – 40 მგ, ქოლინის ბიტარტარატი – 100 მგ,  D/L მეთიონინი – 40 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 1 მგ. დამხმარე ნივთიერებებია: მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი და კაჟბადის დიოქსიდი.

ჰეპადაიტის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ჰეპადაიტის ფასები ფარმადეპოში
ჰეპადაიტის ფასები ავერსში
ჰეპადაიტის ფასები psp-ში
ჰეპადაიტის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ჰეპადაიტი,იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ჰეპადაიტის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ჰეპადაიტის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ღვიძლის დაავადებები, რომელთაც თან სდევს მისი ფუნქციის დარღვევა
  • ჰეპატიტები
  • ჰეპატოზი   ცხიმოვანი
  • ღვიძლის დაზიანება, ტოქსიური ( წამლისმიერი, ალკოჰოლური, მძიმე მეტალების შენაერთებით და ა.შ.)
  • ციროზი ღვიძლის
  • ჰიპერქოლესტერინემია
  • ათეროსკლეროზი
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რომელთაც თან სდევს ნაღვლის უკმარისობა

ჰეპადაიტის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰეპადაიტის შემადგენლობაში შემავალი მცენარეების ექსტრაქტები და სხვა ნივთიერებები რეკომენდებულია ღვიძლის დაავადებების, ათეროსკლეროზის, ჰიპერქოლესტერინემიის და ნაღვლის უკმარისობის დროს. ჰეპადაიტი ასევე გამოიყენება ციროზის და ღვიძლის სხვა დაავადებების დროს, რომელთაც თან სდევს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
ჰეპადაიტის შემადგენლობაში შემავალი არტიშოკის ფოთლების ფხვნილი ახდენს დიურეზულ, ნაღვლმდენ, ჰეპატოპროტექტორული და საფაღარათო მოქმედებას. ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ხელს უწყობს სისხლის გასუფთავებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ქოლესტერინული ნაღვლის კენჭების განვითარებას. ხელს უწყობს ნიტროშენაერთების, ალკალოიდების, მძიმე მეტალების მარილების და სხვა ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნას.
ნარშავი ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ. ნარშავის დადებით გავლენას ღვიძლზე განსაზღვრავს მის შემადგენლობაში შემავალი სილიმარინი. სილიმარინი წარმოადგენს გლოკოზიდების ნარევს (სილიბინინი, სილიდიანინი, სილიკრისტინი), რომლებიც ეხმარებიან ღვიძლს დეტოქსიკატორული ფუნქციის განხორციელებაში, იცავენ მას ტოქსიური ნივთიერებების, ალკოჰოლის და სხვა არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებისგან. სილიმარინი მოქმედებს ღვიძლზე ორგვარად: ეწინააღმდეგება ჰეპატოციტების დაშლას, უჯრედული მემბრანების სტაბილიზების გზით, აგრეთვე ხელს უწყობს ღვიძლის ქსოვილის რეგენერაციას ახალი უჯრედების წარმოქმნის ხარჯზე (ჰეპატოპროტექტორული მოქმედება), შედეგად ძლიერდება ნაღვლის წარმოქმნა. სილიმარინს ასევე ახასიათებს ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები, აუმჯობესებს კანის საფარველის მდგომარეობას ღვიძლის დაავადებების დროს. სილიმარინი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, რადგან ნაღვლის საკმარისი რაოდენობა ხელს უწყობს ცხიმების სრულ მონელებას და ცხიმში ხსნადი ვიტამინების ორგანიზმის მიერ ოპტიმალურ ათვისებას.

სამკურნალო ბაბუაწვერა აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას. ბაბუაწვერას მშრალი ექსტრაქტი გამოიყენება ნაღვლის კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით. ავლენს გამოხატულ ნაღვლმდენ და დიურეზულ მოქმედებას, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების ფუნქციონირებას. ინოზიტოლი, ქოლინის ბიტარტრატი და D/L მეთიონინი წაროადგენენ ლიპოტროპულ ფაქტორებს, ნივთიერებებს, რომელთა ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს ღვიძლში ცხიმების შემცველობის დაქვეითებაში, რაც ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში. ვიტამინი B6 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით.
ჩვენებები
ჰეპადაიტი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
– ღვიძლის დაავადებები, რომელთაც თან სდევს მისი ფუნქციის დარღვევა (ჰეპატიტები, ცხიმოვანი ჰეპატოზი, ღვიძლის ტოქსიური დაზიანება, მათ შორის წამლისმიერი, ალკოჰოლური, მძიმე მეტალების შენაერთებით და ა.შ.);
– ღვიძლის ციროზი (კომპლექსურ თერაპიაში);
– ჰიპერქოლესტერინემია;
– ათეროსკლეროზი;
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რომელთაც თან სდევს ნაღვლის უკმარისობა;
მიღების წესები და დოზები
მიიღება per Os მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
მოზრდილები: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში – დიარეა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

 

Share this...Share on Facebook
Facebook