პროკეტანი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: კეტოპროფენი/KETOPROFEN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
100მგ/2მლ 3 ამპულა
1 ამპულა შეიცავს 100 მგ კეტოპროფენს.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პროპილენგლიკოლი, მანიტოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დისტილირებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პროკეტანი® – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, პროპიონის მჟავას წარმოებული. პროკეტანი® ახდენს გამოხატულ ანალგეზიურ, ანტიპირეტულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას და თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს. გარდა ამისა, კეტოპროფენი აინჰიბირებს ლიპოოქსიგენაზას, გააჩნია ანტიბრადიკინინური აქტივობა, ასტიმულირებს ლიზოსომურ მემბრანებს, იწვევს ნეიტროფილების აქტივობის მნიშვნელოვნად შენელებას რევმატიული ართრიტით დაავადებულებში.
ფარმაკოკინეტიკა:
პროკეტანი® სწრაფად და კარგად შეიწოვება კუნთში შეყვანისას. 99%-ით უერთდება პლაზმის ცილებს. ადვილად აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერებში და ქსოვილებსა და ორგანოებში ნაწილდება.
მნიშვნელოვანი კონცენტრაციებით ვლინდება სინოვიალურ სითხეში. პრაქტიკულად სრულად მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის გზით. მეტაბოლიტები შარდთან ერთად გამოიყოფა. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით გამოყოფა ნელდება.

ჩვენებები:
• სხვადასხვა გენეზის ტკივილის სინდრომი (მ.შ. ოპერაციის შემდგომი ტკივილი, პოსტტრავმული ტკივილი, ლუმბაგო, იშიასი, ტკივილი ძვალში მეტასტაზების, ალგოდისმენორეის, ნევრალგიების, თირკმლის კოლიკის და სხვ. დროს).
• სახსრების ანთებითი, ანთებით-დეგენერაციული და მეტაბოლური დაავადებები: რევმატიული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ოსტეოართრიტები, რეაქციული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, პოდაგრული ართრიტი.
• არასახსრისმიერი რევმატიზმი, მ.შ. ტენდინიტი, ბურსიტი, კაფსულიტი, სინოვიტი.

მიღების წესები და დოზები:
შეჰყავთ კუნთში 1/2-1 ამპულა 4 საათიანი ინტერვალით. სადღეღამისო მაქსიმალური დოზა 200 მგ.

გვერდითი მოვლენები:
დარღვევები კნტ-ის მხრივ.
ზემოაღნიშნული უკუჩვენებების გამოვლინებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პროკეტანის® მიმართ, წყლულოვანი დაავადების გამწვავება, პაციენტები, რომლებშიც აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა ასას-ბი იწვევენ ბრონქოსპაზმის პროვოცირებას, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები.

განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას-ბის მიმართ შეიძლება აღინიშნოს ჯვარედინი ალერგია კეტოპროფენის მიმართ.
პროკეტანის® გამოყენება ორსულობის I და II ტრიმესტრებში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისთვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისთვის. III ტრიმესტრში პროკეტანის® გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პროკეტანთან ერთდროული გამოყენებისას® ძლიერდება ანტიკოაგულანტების, ჰეპარინის, ტიკლოპიდინის, დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებებისა და ალკოჰოლის ეფექტი, სასტდება სპირონოლაქტონის, პერიფერიული ვაზოდილატატორების მოქმედება.

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე (25°C),. ყველა სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვბისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქში გაცემის წესი: რეცეპტით.
მწარმოებელი: moun farmaceutical., ეგვიპტე

გაფრთხილება