ცეფტრიქსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელებაცეფტრიაქსონი/CEFTRIAXONE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); მესამე თაობის ცეფალოსპორინები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1გ ფხვნ. 1ც ფლაკონი+გამხსნელი
ერთი ფლაკონი შეიცავს 1გ ცეფტრიაქსონს.
1000 მგ ძირითადი ცეფტრიაქსონი 1193 მგ ცეფტრიაქსონის დინატრიუმის ჰემოჰეპტაჰიდრატის ექვივალენტურია.
გამხსნელი. 4 მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1% ხსნარი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა.
ცეფტრიაქსონი III თაობის ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკია, მოქმედების ფართო სპექტრით. მაღალ აქტივობას ავლენს უმეტესი ანაერობული და აერობული გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. გამოირჩევა ძლიერი მდგრადობით ბეტა-ლაქტამაზების მოქმედების მიმართ. ახდენს ბაქტერიოციდულ ეფექტს. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მიკროორგანიზმების უჯრედის მემბრანის სინთეზის ინჰიბირებასთან.
ფარმაკოკინეტიკა:
კუნთში შეყვანის შემდეგ ცეფტრიაქსონის ბიოშეღწევადობა 100% შეადგენს. მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას აღწევს 2-3 საათში. ცეფტრიაქსონის განმეორებითი ინექციებისას დოზით 0.5 -2.0გ 12-24-საათიანი ინტერვალით ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია პლაზმაში 15-36% აღემატება კონცენტრაციას, რომელიც ერთჯერადი შეყვანისას მიიღწევა.
ჯანმრთელ მოხალისეებში 1 გ ცეფტრიაქსონის კუნთში შეყვანისას საშუალო პლაზმური კონცენტრაცია შეყვანიდან 0.5 საათში 40 მკგ/მლ-ია, 1 საათში – 68 მკგ/მლ. კონცენტრაცია შარდში შეყვანიდან 0-2 საათში 504 მკგ/მლ-ია.
ცეფტრიაქონის ნახევარგამოყოფის პერიოდი 8 საათს უდრის. ზუსტად ამიტომ მრავალი დაავადებისას ცეფტრიაქსონის ერთჯერადად შეყვანა საკმარისია.
შეყვანილი ცეფტრიაქსონის 33-67%გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით, დარჩენილი ნაწილი აღწევს ნაღვლის წვენში და ვლინდება განავალში მიკრობიოლოგიურად არააქტიური ნივთიერებების სახით. ჯანმრთელ მოხალისეებში 0.15-3.0 გ დოზით შეყვანისას ნახევარგამოყოფის პერიოდი 5.8-8.7 სთ-ს შეადგენდა, განაწილების მოცულობა – 5.78-13.5 ლ, პლაზმური კლირენსი – 0.58-1.45 ლ/სთ, თირკმლის კლირენსი – 0.32-0.73 ლ/სთ. ცეფტრიქსონი შექცევადად უერთდება პლაზმის ცილებს. 25 მკგ/მლ კონცენტრაციისას პლაზმის ცილებს უერთდება 95%, 300 მკგ/მლ კონცენტრაციისას – 85%. მწვავე ოტიტის დროს ბავშვებში ცეფტრიაქსონის 50 მკგ/მლ დოზით ცეფტრიაქსონის ერთჯერადად შეყვანისას შუაყურის სითხეში კონცენტრაციის პიკი 35(±12) მკგ/მლშეადგენს, 48 საათში – 19(±7) მკგ/მლ. ამიტომ შუაყურის სითხიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი 25 საათს უდრის.
ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით მინიმალურად იცვლება. ამის შედეგად, სადღეღამისო დოზისას 2 გ მისი შემცირების აუცილებლობა არ იქმნება.
მიკრობიოლოგია.
ცეფტრიაქსონი მდგრადია უმეტესი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, მ.შ. შტამების, რომლებიც გამოიმუშავებენ პენიცილინაზასა და ცეფალოსპორინაზას. ცეფტრიაქსონი მაღალაქტიურია ქვემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების მიმართ.
გრამუარყოფითი აერობები:
Acinetobacter calcoaceticus, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Esherichia coli, Hemophilus influenzae (მ.შ. შტამები, რეზისტენტული ამპიცილინის მიმართ და გამოიმუშავებენ ბეტა-ლაქტამაზას), Klebsiella oxitoca, Klebsiella pneumoniae, Moraxella catarrhalis (მ.შ. შტამები, რომლებიც გამოიმუშავებენ ბეტა-ლაქტამაზას), Morganella morganii, Neisseria gonorrhoaea (m.S. Stamebi, romlebic gamoimuSaveben da ar gamoimuSaveben penicilinazas), Neisseria meningitidis, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Serratia marcescens, Pseudomonas aeruginosae Stamebis umravlesoba.
შენიშვნა: ზემოთჩამოთვლილი მიკროორგანიზმების ბევრი პოლირეზისტენტული შტამი, რომლებიც მდგრადნი არიან სხვა ანტიბიოტიკების მიმართ(პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების მიმართ), მგრზნობიარენი არიან ცეფტრიაქსონის მიმართ.
გრამდადებითი აერობები:
Staphylococcus aureus (მ.შ. შტამები, რომლებიც გამოიმუშავებენ პენიცილინაზას), Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკები.
შენიშვნა: მეთიცილინრეზისტენტული სტაფილოკოკები მდგრადნი არიან ცეფტრიაქსონის მიმართ. D ჯგუფის სტრეპტოკოკების და ენტეროკოკების მრავალი შტამი (მაგ. EnterºCºCcus (Streptococcus) faecalis) ასევე რეზისტენტულნი არიან ცეფტრიაქსონის მიმართ.
ანაერობები – Bacteroides fragilis, Clostridium species, PeptoStreptococcus species. შენიშვნა: C. difficile ბევრი შტამი რეზისტენტულია ცეფტრიაქსონის მიმართ. ცეფტრიაქსონი აქტივობას ასევე ავლენს ქვემოთჩამოთვლილი მიკროორგანიზმების მიმართ in vitro.
გრამუარყოფითი აერობები – Citrobacter diversus, Citrobacter freudnii, Providencia species (m.S. Providencia rettgeri), Salmonella species (m.S. S.typhi), Shigella species.
გრამდადებითი აერობები – Streptococcus agalactiae.
ანაერობები – Bacteroides bivius, Bacteroides mlaninogenicus
ჩვენებები:
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილების, საშარდე გზების, ძვლებისა და სახსრების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები;
ინტრააბდომინალური ინფექციები, ბაქტერიული სეპტიცემია, მენინგიტები, პერიოპერაციული პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები:
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ჩვეულებრივ ინიშნება დოზით 1-2 გ დღეში ერთხელ ან გაიყოფა 2 შეყვანად 12-საათიანი ინტერვალით. სადღეღამისო მაქსიმალური დოზა 4 გ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
გაურთულებელი გონორეის დროს შეიყვანება კუნთში ერთჯერადად დოზით 250 მგ. ბავშვებში კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციისას ინიშნება გაანგარიშებით 50-75 მგ ერთჯერადად ან გაიყოფა 2 შეყვანად ყოველ 12 საათში. სადღეღამისო მაქსიმალური დოზა 2 გ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
მწვავე ბაქტერიული შუა ოტიტისას კუნთში შეიყვანება გაანგარიშებით 50 მგ/კგ. შესაყვანი დოზა რ უნდა აღემატებოდეს 1 გ-ს.
მძიმე ინფექციებისას რეკომენდებული დოზა 50-75 მგ/კგ/დღე, გაყოფილი 2 შეყვანად. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2 გ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
მენინგიტის დროს საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ/კგ (არაუმეტეს 4გ), შემდეგ გრძელდება სადღეღამისო დოზით 100 მგ/კგ (არაუმეტეს 4გ). სადღეღამისო დოზა შეიყვანება 1 ან 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი საშუალოდ 7-14 დღეს შეადგენს.
პერიოპერაციული პროფილაქტიკისათვის. ოპერაციული ჩარევებისას 1 გ ცეფტრიაქსონის შეყვანა ოპერაციამდე ან მის შემდეგ მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირების რისკს. ცეფტრიაქსონით მკურნალობა კლინიკური გაუმჯობესებიდან კიდევ 2 დღის განმავლობაში გრძელდება.
ცეფტრიაქსონით მკურნალობის კურსი საშუალოდ 4-14 დღეს შეადგენს. მძიმე ინფექციებისას მკურნალობის კურსი შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს. Streptococcus pyogenes- ით გამოწვეული ინფექციების დროს არანაკლებ 10 დღე უნდა გაგრძელდეს.
თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას დოზის კორექცია საჭირო არ არის. მაგრამ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებისას (დიალიზზე მყოფი ავადმყოფები) და ჰეპატოლიენური სინდრომის დროს აუცილებელია სისხლის კონტროლი.
კუნთში შესაყვანი საინექციო ხსნარის მომზადება: კუნთში შესაყვანი ინექციებისათვის ფხვნილი განზავდება ლიდოკაინის 1% ხსნარში შემდეგი შეფარდებებით:

 ფხვნილის რაოდენობა ფლაკონში  გამხსნელის საჭირო რაოდენობა
 250მგ  2მლ ლიდოკაინის 1% ხსნარი
 500 მგ  2მლ ლიდოკაინის 1% ხსნარი
 1 გ  4მლ ლიდოკაინის 1% ხსნარი

მომზადებული ხსნარი შეიყვანება ღრმად კუნთში. ხსნარის შეყვანამდე უნდა შემოწმდეს ნემსი კაპილარში ხომ არ მოხვდა. ლიდოკაინიანი ხსნარის ვენაში შეყვანა არ შეიძლება. ახლადმომზადებული ხსნარი ღია-ყვითელია და სტაბილურია 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (25°C) და 3 დღის განმავლობაში +4°C ტემპერატურის პირობებში. მაგრამ ხსნარის გამოყენება სასურველია მომზადებისთანავე.
გვერდითი მოვლენები:
ძირითადად ცეფტრიაქსონი კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი რეაქციები – ტკივილი და შეშუპება ინექციის ადგილას, იშვიათ შემთხვევებსი ვენაში შეყვანისას – ფლებიტი;
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები – გამონაყარი კანზე, იშვიათ შემთხვევებში – ტემპერატურის მომატება, ქავილი, კანკალი;
სისხლის მხრივ – ეოზინოფილია, იშვიათ შემთხვევებში – თრომბოციტოზი, ანემია, ლიმფოპენია, ნეიტროპენია, პროთრომბინული დროის გახანგრძლივება;
კნტის მხრივ – დიარეა, იშვიათ შემთხვევებში – ღებინება, გულისრევა; ღვიძლის მხრივ – ალტ და ასტ დონის მომატება, ზოგჯერ ტუტე ფოსფოტაზას და ბილირუბინის დონის მატება;
თირკმელების მხრივ – ნარჩენი აზოტისა და კრეატინინის დონის მომატება, ცილიდრურია;
სასქესო სისტემის მხრივ – კანდიდოზები, ვაგინიტი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია თავის ტკივილი, ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოზი, მონოციტოზი, ბაზოფილია, სიყვითლე, ნაღვლის გამოყოფის დარღვევა, გლუკოზურია, ჰემატურია, ბრონქოსპაზმი, შრატისმიერი დაავადება, მუცლის ტკივილი, კოლიტები, მეტეორიზმი, ტაქიკარდია.
უკუჩვენება:
* ჰიპერმგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში გამოიყენება აბსოლუტური ჩვენებების მიხედვით.
განეკუთვნება B კატეგორიის პრეპარატებს.
ცეფტრიაქსონის უმნიშვნელო ნაწილი აღწევს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში სიფრთხილით გამოიყენება.
ბავშვებში ინიშნება ასაკობრივი დოზებით.
in vitro ცეფტრიაქსონი შენაერთებიდან ათავისუფლებს ბილირუბინს. ამიტომ ცეფტრიაქსონის დანიშვნა ახალშობილებში ჰიპერბილირუბინემიით და დღენაკლულებში რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
გამოყენებამდე აუცილებელია პაციენტებში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინები, ცეფალოსპორინები) ან სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობის გარკვევა.
შესაძლო ანაფილაქსიური შოკის დროს ვენაში შეჰყავთ ადრენალინი, კორტიკოსტეროიდები და მიიღება გადაუდებელი თერაპიის სხვა ზომები.
მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები (მ.შ. ცეფალოსპორინები), ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დათრგუნვით, შეიძლება გახდეს Clostridium dificille-s – ფსევდომემბრანული კოლიტის გამომწვევის გამრავლების მიზეზი. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს, ვენაში შეჰყავთ ელექტროლიტები და სითხე, ცილები, ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი და პერორალურად ვანკომიცინი.
ცეფტრიაქსონის ნეფროტოქსიკურობა არ განსხვავდება სხვა ცეფალოსპორინებისაგან. თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების ერთდროული დარღვევისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში ანტიბიოტიკის დონის კონტროლი და არ შეიძლება სადღეღამისო დოზის 2 გ-ს გადაჭარბება.
პროთრომბინული დროის გაზრდისას პაციენტებისათვის აუცილებელია K ვიტამინის დანიშვნა.
ცეფტრიაქსონის ვენაში შეყვანისას გამხსნელად ლიდოკაინის გამოყენება არ შეიძლება. კანცეროგენობა, მუტაგენობა და ზეგავლენა ფერტილობაზე.
ცეფტრიაქსონი მუტაგენური არ არის და არ მოქმედებს ფერტილობაზე. კანცეროგენობის შესასწავლი კვლევები არ ჩატარებულა.
ჭარბი დოზირება:
დღეისათვის ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება:
ცეფალოსპორინები ფიზიკურად ვერ უთავსდებიან ამინოგლიკოზიდებს.
ზეგავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე: შესაძლებელია გლუკოზას განსაზღვრის ტესტების შედეგების ცვლილება. ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევისას ბუშტის კედლის გასქელების ცრუ ჩვენება. ეს დაკავშირებულია ნაღვლით ცეფტრიაქსონის კალციუმის გამოყოფასთან.
შენახვის პირობები:
ინახება შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 30°C- ზე ქვემოთ.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: ბიოფარმა ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ, თურქეთი.

გაფრთხილება