მეზიმ ფორტე 10000

  მეზიმ ფორტე 10000

მეზიმ ფორტე 10000–ის ზოგადი ინფორმაცია

მეზიმ ფორტე 10000. Mezym forte 10000. საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – პანკრეატინი. Pancreatin. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A09AA 02. მწარმოებელი ფირმა – BERLIN-CHEMIE AG (გერმანია).

მეზიმ ფორტე 10000–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მეზიმ ფორტე 10000. Mezym forte 10000გამოდის 10000 სე შემოგარსული ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს პანკრეატინს მინიმალური ენზიმური აქტივობით: ლიპაზა 3 500 ერთ. ევრ. ფარმ., ამილაზა 4 200 ერთ. ევრ. ფარმ., პროთეაზა 250 ერთ. ევრ. ფარმ.

მეზიმ ფორტე 10000–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მეზიმ ფორტე 10000–ის ფასები ფარმადეპოში
მეზიმ ფორტე 10000–ის ფასები ავერსში
მეზიმ ფორტე 10000–ის ფასები psp-ში
მეზიმ ფორტე 10000–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მეზიმ ფორტე 10000, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მეზიმ ფორტე 10000–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მეზიმ ფორტე 10000–ის აქტიური ნივთიერება

პანკრეატინი. Pancreatin. პანკრეატინს მიაკუთვნებენ ფერმენტების და ანტიფერმენტების ჯგუფს.

სინონიმები    

მეზიმ  ფორტე (Mezym forte, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), კრეზამი 25000 (KREZAM 25000, GMP, საქართველო),  ფერმენტინი (Fermentin, G P C, აშშ ), ფლატონი (FLATON, Bilim, თურქეთი).

ამავე  მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ენზინანი (Enzinan, Asfarm, რუმინეთი; pancreatine, papain, aloe vera), ენზიმინი (Enzymin, Avita, თურქეთი; pancreatine, simethicone).

მეზიმ ფორტე 10000–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • კუჭქვეშა ჯირკვლის საჭმლისმომნელებელი ფერმენტების გამოყოფის დარღვევები, თან ახლავს საჭმლის მონელების გაძნელება
  • კუჭქვეშა ჯირკვლის საჭმლისმომნელებელი ფერმენტების წარმოქმნის პროცესების დარღვევები, რასაც თან ახლავს საჭმლის მონელების გაძნელება

მეზიმ ფორტე 10000–ის საფირმო აღწერიდან

მეზიმ ფორტე 10000–ის ჩვენებები

მეზიმ® ფორტე 10000 გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის საჭმლისმომნელებელი ფერმენტების გამოყოფისა და წარმოქმნის პროცესების დარღვევების დროს, რასაც თან ახლავს საჭმლის მონელების გაძნელება.

მეზიმ ფორტე 10000–ის მიღების წესები და დოზები

მეზიმ® ფორტე 10000-ის დოზირება საჭმლის მონელების არსებული აშლილობის სიმძიმის ხარისხით განისაზღვრება. უმეტეს შემთხვევაში დოზირება ინდივიდუალური წესით დგინდება სხვა დანიშნულების არ არსებობისას. ჩვეულებრივ ღებულობენ 1-2 შემოგარსულ ტაბლეტს, ჭამის დროს. მიღებული საკვების, ასევე საჭმლის მონელების ცნობილი ან მოსალოდნელი დარღვევის სიმძიმის მიხედვით, საჭირო დოზა შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
არ არის რეკომენდებული ფერმენტების დოზის მომატება, რომელიც აუცილებელია ცხიმების სათანადო ათვისებისათვის მიღებული საკვების შემადგენლობისა და რაოდენობის გათვალისწინებით – განსაკუთრებით პაციენტებში მუკოვისციდოზით. დოზის მომატება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და სიმპტომატიკის გაუმჯობესების შესაბამისად (მაგალითად, სტეატორეა, ტკივილი მუცელში). არ არის რეკომენდებული ფერმენტების დღიური დოზის მომატება, რაც შეადგენს ლიპაზის 15 000 – 20 000 ერთეულს კგ სხეულის წონაზე.
დოზირებას ბავშვებისათვის ადგენს ექიმი.
შემოგარსული ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, აუცილებელია ამ დროს მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში პრეპარატის მუდმივი გამოყენების შესახებ საკითხი წყდება ექიმის მიერ.
ბავშვებში მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ საკითხს ასევე ექიმი ადგენს.

მეზიმ ფორტე 10000–ის გვერდითი მოვლენები

კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევების დროს მეზიმ® ფორტე 10000-ის რეგულარული და ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი, გვერდითი მოვლენების განვითარების საშიშროება არ არსებობს.
პანკრეატინის მიღების შემდეგ ცალკეულ შემთხვევებში აღწერილი იყო დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქციები. მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტებში, პანკრეატინის მაღალი დოზების გამოყენების შემდეგ ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა შევიწროება ნაწლავის ქვედა ნაწილში.
ყაბზობა ან გაუვალობა მიეკუთვნება ცნობილ გართულებებს პაციენტებში მუკოვისციდოზით; ამასთან დაკავშირებით, მსგავსი ჩივილების არსებობისას რეკომენდებულია სტენოზის შესაძლებლობის გათვალისწინება.

მეზიმ ფორტე 10000–ის უკუჩვენებები

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთების ან ქრონიკული ანთების გამწვავების დროს, ასევე სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
თუმცა დაავადების ტერმინალურ პერიოდში (ავადმყოფის გამოჯანმრთელების სტადია) გაძლიერებული დიეტური კვების დროს მიზანშეწონილია ზოგჯერ პრეპარატის დანიშვნა ჯერ კიდევ არსებული ან კუჭ-ქვეშა ჯირკვლის შეზღუდული ფუნქციის სიმპტომების არსებობისას.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მეზიმ® ფორტე 10000-ის გამოყენებისათვის საფრთხე არ არსებობს.

ჭარბი დოზირება მეზიმ ფორტე 10000–ით

მავნე შედეგები მოსალოდნელი არ არის

მეზიმ ფორტე 10000–ის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

მეზიმ® ფორტე 10000-ს ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რა პრეპარატებს ღებულობთ ან ღებულობდით.

მეზიმ ფორტე 10000–ის შენახვის პირობები და ვადები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
3 წელი

მეზიმ ფორტე 10000–ის გაცემის წესი

ურეცეპტოდ