მეზიმ ფორტე

  მეზიმ ფორტე

მეზიმ ფორტეს ზოგადი ინფორმაცია

მეზიმ ფორტე. Mezym forte. საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – პანკრეატინი. Pancreatin. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A09AA 02. მწარმოებელი ფირმა – BERLIN-CHEMIE AG (გერმანია).

მეზიმ ფორტეს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მეზიმ ფორტე. Mezym forteგამოდის 3500 სე ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს პანკრეატინს მინიმალური ენზიმური აქტივობით: ლიპაზა 3 500 ერთ. ევრ. ფარმ. ამილაზა 4 200 ერთ. ევრ. ფარმ. პროთეაზა 250 ერთ. ევრ. ფარმ.

მეზიმ ფორტეს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მეზიმ ფორტეს ფასები ფარმადეპოში
მეზიმ ფორტეს ფასები ავერსში
მეზიმ ფორტეს ფასები psp-ში
მეზიმ ფორტეს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მეზიმ ფორტე, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მეზიმ ფორტეს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მეზიმ ფორტეს აქტიური ნივთიერება

პანკრეატინი. Pancreatin. პანკრეატინს მიაკუთვნებენ ფერმენტების და ანტიფერმენტების ჯგუფს.

მეზიმ ფორტეს სინონიმები

კრეზამი 25000 (KREZAM 25000, GMP, საქართველო),  მეზიმ ფორტე 10000 (Mezym forte 10000, Berlin -Chemie Menarini, გერმანია), ფერმენტინი (Fermentin, G P C, აშშ ), ფლატონი (FLATON, Bilim, თურქეთი).

ამავე  მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ენზინანი (Enzinan, Asfarm, რუმინეთი; pancreatine, papain, aloe vera), ენზიმინი (Enzymin, Avita, თურქეთი; pancreatine, simethicone).

მეზიმ ფორტეს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტორული ფუნქციის უკმარისობა
  • პანკრეატიტი ქრონიკული
  • მუკოვისციდოზი
  • კუჭის დაავადებები, ანთებით-დისტროფიული, ქრონიკული
  • ნაწლავების დაავადებები, ანთებით-დისტროფიული, ქრონიკული
  • ღვიძლის დაავადებები, ანთებით-დისტროფიული, ქრონიკული
  • ნაღვლის ბუშტის დაავადებები, ანთებით-დისტროფიული, ქრონიკული
  • ნაწლავების რეზექციის ან დასხივების შემდგომი მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევები, მეტეორიზმი, დიარეა
  • კუჭის რეზექციის ან დასხივების შემდგომი მდგომარეობები რომლებსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევები, მეტეორიზმი, დიარეა
  • ღვიძლის რეზექციის ან დასხივების შემდგომი მდგომარეობები რომლებსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევები, მეტეორიზმი, დიარეა
  • ნაღვლის ბუშტის  რეზექციის ან დასხივების შემდგომი მდგომარეობები რომლებსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევები, მეტეორიზმი, დიარეა
  • არასწორი კვება, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად
  • მომზადება მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის

მეზიმ ფორტეს საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტორული ფუნქციის უკმარისობის კომპენსირებას.
პანკრეატინის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტები ლიპაზა, ამილაზა და პროტეაზა აადვილებს ცხიმების, ნახშირწლებისა და ცილების გადამუშავებას, რაც ხელს უწყობს მათ სრულ შეწოვას წვრილ ნაწლავში.
ჩვენებები
კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტორული ფუნქციის უკმარისობის (ქრონიკული პანკრეატიტი, მუკოვისციდოზი და სხვ.).
კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებით-დისტროფიული დაავადებების დროს. ამ ორგანოების რეზექციის ან დასხივების შემდგომი მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევები, მეტეორიზმი, დიარეა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).
საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციით არასწორი კვების შემთხვევაში.
მომზადება მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის.
მიღების წესები და დოზები
დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად საჭმლის მონელების დარღვევის დონის მიხედვით.
მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი ჭამის წინ, დაუღეჭავად და წყლის მიყოლებით. საჭიროების შემთხვევაში დამატებით 1-4 ტაბლეტი მიიღება ჭამის დროს. ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება მერყეობდეს რამოდენიმე დღიდან (საჭმლის მონელების პროცესის დარღვევისას არასწორი დიეტის შედეგად) რამოდენიმე თვემდე ან წლამდე (მუდმივი ჩანაცვლებითი თერაპიის საჭიროების შემთხვევაში).
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები. ხანგრძლივად დიდი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერურიკოზურიის განვითარება, სისხლის პლაზმაში შარდმჟავას დონის მომატება.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.
განსაკუთრებული მითითებები
პანკრეატინის უსაფრთხოება ორსულობის დროს საკმარისად შესწავლილი არ არის. გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პანკრეატინისა და რკინის პრეპარატების ერთად გამოყენებისას შესაძლებელია რკინის პრეპარატების შეწოვის დაქვეითება. ერთდროულმა გამოყენებამ ანტაციდურ საშუალებებთან, რომლებიც შეიცავს კალციუმის კარბონატს და/ან მაგნიუმის ჰიდროქსიდს, შეიძლება გამოიწვიოს პანკრეატინის ეფექტურობის შემცირება.
შენახვის პირობები და ვადები
მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.