აგნუს კასტუსი-1A ფარმა

აგნუს კასტუსი-1A ფარმას ზოგადი ინფორმაცია                             

აგნუს კასტუსი – 1A ფარმა. Agnus castus – 1A Pharma. ჰიპოფიზის ჰორმონების პროდუქციაზე მოქმედი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – Agnus kastus. მწარმოებელი ფირმა –  Salutas Pharma GmbH (გერმანია).


აგნუს კასტუსი-1A ფარმა A313 აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


აგნუს კასტუსი-1A ფარმას შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

აგნუს კასტუსი – 1A ფარმა. Agnus castus – 1A Pharma გამოდის 4მგ ტაბლეტის  ფორმით. 1 ტაბლეტი აგნუს კასტუს – 1A Pharma აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების მშრალი ექსტრაქტის 4 მგ-ს, რაც შეესაბამება 40 მგ მცენარეულ პრეპარატს.

აგნუს კასტუს – 1A ფარმას ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც აგნუს კასტუსი – 1A ფარმა, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია აგნუს კასტუსი-1A ფარმას ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

აგნუს კასტუს – 1A ფარმას ფასები ფარმადეპოში
აგნუს კასტუს – 1A ფარმას ფასები ავერსში
აგნუს კასტუს – 1A ფარმას ფასები psp-ში
აგნუს კასტუს – 1A ფარმას ფასები სხვა აფთიაქებში

აგნუს კასტუსი-1A ფარმას აქტიური ნივთიერება

Agnus kastus. Agnus kastus–ს მიაკუთვნებენ პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორების ჯგუფს.

აგნუს კასტუსი-1A ფარმას სინონიმები

დისმატექსი (DISMATEX ,G P C,გერმანია).

 აგნუს კასტუსი-1A ფარმას გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • დისბალანსი სასქესო ჰორმონების
  • პრემენსტრუალური სინდრომი
  • დარღვევები მენსტრუალური ციკლის
  • უკმარისობა ყვითელი სხეულის
  • მასტოდინია
  • მასტოპათია 
აგნუს კასტუსი-1A ფარმას საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
აგნუს კასტუს – 1A Pharma-ს აქტიური ნივთიერება – აბრაამის ხის ნაყოფების მშრალი ექსტრაქტი ელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის (ლაქტოგენური) უჯრედების D2-რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის გამოთავისუფლებას და აღადგენს გონადოტროპინების ფიზიოლოგიურ სეკრეციას და მენსტრუალურ ციკლს. ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას პროლაქტინის დონეზე. პროლაქტინის დაბალი დონისას მისი სეკრეცია იზრდება, მაღალი დონისას კი _ ინჰიბირდება. არეგულირებს ესტროგენ-პროჟესტერინულ დისბალანსს, აინჰიბირებს ლაქტაციას, ამცირებს მასტოდინიის სიმპტომების გამოვლინებას, ასტაბილურებს და/ან აღადგენს დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს, ასტიმულირებს ყვითელი სხეულის განვითარებას, ხსნის სომატურ და ფსიქიურ სიმპტომებს, რომლებიც ვლინდება მენსტრუაციის ლუთეინურ ფაზაში.
პრეპარატის დოფამინერგული ეფექტები განაპირობებს პროლაქტინის სინთეზის შემცირებას, შესაბამისად ამცირებს ჰიპერპროლაქტინემიას.
პროლაქტინის კომცენტრაციის მომატება არღვევს გონადოტროპინების სეკრეციას, რის შედეგადაც ირღვევა ფოლიკულის მომწიფების, ოვულაციისა და ყვითელი სხეულის ფაზები.
რასაც შემდგომი მივყავართ ჰორმონალური დისბალანსის, კერძოდ ესტრადიოლისა და პროჟესტერონის დიბალანსის ჩამოყალიბებამდე. სასქესო ჰორმონების დისბალანსი იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევებსა და მასტოდინიას.
პროლაქტინი განაპირობებს სარძევე ჯირკვლების პროლიფერაციული პროცესების პირდაპირ სტიმულაციას, ჰიპერპროლაქტინემიის შემთხვევში აღნიშნული პროცესი ძლიერდება. პროლაქტინის შემცირება იწვევს სარძევე ჯირკვალში მიმდინარე პათ. პროცესების ალაგებას და ტკივილის სინრომის კუპირებას
ჩვენებები
არეგულირებს სასქესო ჰორმონების დისბალანსს
არადგენს დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს
ხსნის პრემენსტრუალურ სინდრომს, როგორს სომატურ ასევე ფსიქიურ სიმპტომებს
მენსტრუალური ციკლის დარღვევები,
ყვითელი სხეულის უკმარისობა
სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებები (მასტოდინია, მასტოპათია),
პრემენსტრუალური სინდრომი
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში სითხის მცირე რაოდენობასთან ერთად (სასურველია ერთსა და იმავე დროს).
მკურნალობის კურსიშეადგენს 3 თვეს (მენსტრუაციის დროს შესვენების გარეშე).
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში ვლინდება ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის სახით.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ჰიპოფიზის სიმსივნეები, სარძევე ჯირკვლის კარცინომა.
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული ცეფანორმის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
დოფამინის რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელია მისი ეფექტურობის შემცირება
განსაკუთრებული მითითებები
მითითება დიაბეტით დაავადებულთათვის:
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას და გლუკოზას, 1 ტაბლეტი – 0,02 პურის ერთეულს.

 

Share this...Share on Facebook
Facebook