ამპიოქსი

ამპიოქსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ამპიოქსის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ამპიცილინი, ოქსაცვილინი/ampicillin, oxacillin

ამპიოქსის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნახევრად სინთეზური პენიცილინები


ამპიოქსი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან მოყვითალო ფერის, უსუნო, ჰიგროსკოპული ფხვნილი ან ამორფული მასა
1 ფლაკონი შეიცავს:
ამპიცილინის ნატრიუმის მარილს – 0.3335 გ,
ოქსაცილინის ნატრიუმის მარილს – 0.1665 გ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამპიოქსი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, რომელშიც ამპიცილინისა და ოქსაცილინის მოქმედების სპექტრებია გაერთიანებული.
ამპიცილინი ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია, რომელსაც ბაქტერიციდული მოქმედება ახასიათებს. აქტიურია გრამდადებითი (Staphylococcus spp., Streptococcus pneumoniae) და გრამუარყოფითი (N. gonorrhoeae, N. meningitidis, E. Coli, Salmonella spp., Shigella spp. და სხვა) მიკროორგანიზმების მიმართ.
ოქსაცილინი ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია, მდგრადია პენიცილინაზას მოქმედების მიმართ; გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება გრამდადებითი (Staphylococcus spp., Streptococcus spp., მათ შორის Streptococcus pneumoniae, Bacillus anthracis, Corynebacterium diphtheriae და სხვა) და გრამუარყოფითი (N. gonorrhoeae, N. meningitidis, E. Coli, Salmonella spp., Shigella spp. და სხვა) მიკროორგანიზმების მიმართ.
ამპიოქსის მიმართ მდგრადია Ps. aeruginosa, ასევე Pr. vulgaris, Pr. rettgeri-ს და Pr. morgаnii – ს შტამების უმრავლესობა.

ფარმაკოკინეტიკა:
კუნთში შეყვანისას ორივე ანტიბიოტიკის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლში 0.5-1 სთ-ში აღინიშნება.
ვენაში შეყვანისას სისხლში სწრაფად მიიღწევა კონცენტრაცია, რომელიც აღემატება კონცენტრაციას პრეპარატის კუნთში შეყვანის დროს.
ორივე ანტიბიოტიკი ორგანიზმიდან ძირითადად თირკმლებით, ნაწილობრივ კი ნაღვლით გამოიყოფა.
პრეპარატი განმეორებითი შეყვანისას არ განიცდის კუმულაციას.

ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროფლორით გამოწვეული ბაქტერიული ინფექციები: სინუსიტი, ტონზილიტი, ოტიტი, ბრონქიტი, ცისტიტი, ქოლეცისტიტი, ურეთრიტი, გონორეა, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, წითელი ქარი, ინფიცირებული დერმატოზები, დიზენტერია და სხვა.
პოსტოპერაციული გართულებების პროფილაქტიკა; ინფექციები ახალშობილებში.
მძიმედ მიმდინარე ინფექციები (სეფსისი, ენდოკარდიტი, პნევმონია, მენინგიტი, მშობიარობის შემდგომი ინფექციები).

მიღების წესები და დოზები
ამპიოქსი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში (ნაკადურად ან წვეთოვნად).
მოზრდილებსა და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.5-1 გ-ს, სადღეღამისო დოზა – 2-4 გ-ს.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 100-200 მგ/კგ სხეულის მასაზე, 1-დან 7 წლამდე – 100 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში, 7-დან 14 წლამდე – 50 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში. სადღეღამისო დოზა 3-4 მიღებაზე იყოფა, შეჰყავთ ყოველ 6-8 სთ-ში.
მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-7 დღიდან 3 კვირამდე.
კუნთში შეყვანისას ფლაკონის შიგთავსი (0.5 გ) იხსნება 5 მლ სტერილურ საინიექციო წყალში.
ვენაში ნაკადურად შეყვანისას პრეპარატის ერთჯერადი დოზა იხსნება 10-15 მლ საინიექციო წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში, შეჰყავთ ნელა 2-3 წთ-ის განმავლობაში.
მოზრდილებში ვენაში წვეთოვნად შეყვანისას პრეპარატის ერთჯერადი დოზა იხსნება 100-200 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან 5-10% გლუკოზის ხსნარში, შეყვანის სიჩქარეა 60-80 წვეთი წუთში.
ბავშვებში ვენაში წვეთოვნად შეყვანისას გამხსნელად გამოიყენება 5-10% გლუკოზის ხსნარი (30-100 მლ ასაკის მიხედვით).
ხსნარები გამოიყენება მომზადებისთანავე. დაუშვებელია მათში სხვა სამკურნალო საშუალებების დამატება.

გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, დიარეა; ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, რინიტი, კონიუნქტივიტი); იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ინფექციური მონონუკლეოზი, ლიმფოლეიკოზი.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები
მაღალი დოზების გამოყენებისას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ტოქსიკური მოქმედება ცნს-ზე.

ჭარბი დოზირება:
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ბაქტერიციდულ ანტიბიოტიკებთან (ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, ვანკომიცინი, რიფამპიცინი) აღინიშნება სინერგიზმი, ბაქტერიოსტატიკურ პრეპარატებთან (მაკროლიდები, ქლორამფენიკოლი, ლინკოზამიდები, ტეტრაციკლინები, სულფანილამიდები) – ანტაგონისტური მოქმედება.
დიურეტიკები ზრდიან პრეპარატის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ტოქსიკური მოქმედების რისკს.
ალოპურინოლი ზრდის კანზე გამონაყარის განვითარების რისკს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ აგდილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: 0.5 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: ბიოპოლუსი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook