არდუანი

არდუანი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

არდუანის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პიპეკურონის ბრომიდი / pipecuronium bromide

არდუანის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტები


არდუანის აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ათქ კოდი M03A C06

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
4მგ პიპეკურონის ბრომიდი ერთ ფლაკონში.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი იხ. პუნქტი 6.1.

წამლის ფორმა და აღწერა
ლიოფილიზირებული ფხვნილი გამხსნელით ინექციისათვის. თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ლიოფილიზატი.
გამხსნელი – უფერო, გამჭვირვალე ხსნარი.

კლინიკური თვისებები

ჩვენებები
ენდოტრაქეალური ინტუბაცია და ჩონჩხის მუსკულატურის რელაქსაცია ზოგადი ანესთეზიისას სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციების დროს, როდესაც საჭიროა მიორელაქსაცია 20-30 წუთზე მეტი ხნით.

მიღების წესი და დოზირება
სხვა ნერვკუნთოვანი ბლოკატორების მსგავსად, არდუანის დოზის შერჩევა ხდება ყოველი ცალკეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად, გასათვალისწინებელია ანესთეზიის სახე, ქირურგიული ჩარევის სავარაუდო ხანგრძლივობა, ანესთეზიის დროს ან მანამდე მიღებულ სხვა პრეპარატებთან შესაძლო ურთიერთქმედება, თანმხლები დაავადებებისა და ავადმყოფის საერთო მდგომარეობა. ნერვ-კუნთოვანი ბლოკის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდებულია პერიფერიული ნერვების სტიმულატორის მიღება. პრეპარატი შეყავთ ინტრავენურად.

რეკომენდებული დოზები მოზრდილებისათვის:
– საწყისი დოზა ინტუბაციისთვის და შემდგომი ქირურგიული ჩარევისათვის:
0,06-0,08 მგ/კგ სხეულის მასაზე უზრუნველყოფს კარგ/საუკეთესო პირობებს ინტუბაციისთვის 150-180 წამის განმავლობაში, ამასთან კუნთების რეალქსაციის ხანგრძლივობაა 60-90 წუთი;
– საწყისი დოზა მიორელაქსაციისთვის სუკცინილქოლინის გამოყენებით ინტუბაციის დროს: 0,05მგ/კგ, უზრუნველყოფს 30-60 წუთიან მიორელაქსაციას;
– შემანარჩუნებელი დოზა: 0,01-0,02 მგ/კგ უზრუნველყოფს 30-60 წუთიან მიორელაქსაციას ქირურგიული ოპერაციის დროს;
– თირკმლის არასაკმარისი ფუნქციის დროს არ არის რეკომენდებული 0,04 მკგ/კგ-ზე მეტი დოზის მიღება.
შესაძლებელია მოქმედების გახანგრძლივება შემდეგ შემთხვევებში:
– სხეულის ჭარბი წონა, სიმსუქნე (დოზის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს სხეულის იდეალური წონა);
– ინჰალაციური ანესთეტიკების ერთდროული მიღება (არდუანის დოზა შეიძლება შემცირდეს);
– სუკცინილქოლინით ინტუბაციის დროს (არდუანის შეყვანა ხდება სუკცილინქოლინის მოქმედების კლინიკური ნიშნების გაქრობის შემდეგ. როგორც სხვა არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების შემთხვევაში, მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტის მიღების შემდეგ არდუანის შეყვანამ შეიძლება შეამციროს დრო, რაც საჭიროა მიორელაქსაციის დადგომისათვის და გაზარდოს მაქსიმალური ეფექტის ხანგრძლივობა).
ეფექტის შეწყვეტა: 80-85%-იანი ბლოკადის დროს, რომელიც იზომება პერიფერიული ნერვული ბოჭკოების სტიმულატორის საშუალებით ან ნაწილობრივი ბლოკადის დროს, რომელიც განისაზღვრება კლინიკური ნიშნებით, ატროპინის მიღება (0,5-1,25მგ) ნეოსტიგმინთან (1-3 მგ) ან გალანტამინთან (10-30მგ) კომბინაციაში წყვეტს არდუანის მიორელაქსაციურ მოქმედებას.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევბში, როდესაც შესაძლებელია ხელოვნური სუნთქვის ჩატარება სპეციალისტის თანდასწრებით. გათვალისწინებული უნდა იყოს სასუნთქ მუსკულატურაზე პრეპარატის ზემოქმედება.
სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია მიორელაქსანტების მიღებისას ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ცნობები არდუანით გამოწვეული მსგავსი მოქმედების შესახებ, პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევბში, როდესაც ამგვარი რეაქციების განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება.
არდუანის დოზებს, რომლებიც იწვევენ მიორელაქსაციას არ გააჩნია არსებითი კარდიოვასკულარული ეფექტები და ზოგიერთი ანესთეტიკისაგან განსხვავებით ისინი პრაქტიკულად არ იწვევენ ვაგუსური რეფლექსით განპირობებულ ბრადიკარდიას.
ზემოთქმულის გათვალისწინებით ვაგოლიტური პრეპარატების გამოყენება და დოზირება პრემედიკაციის მიზნით ექვემდებარება წინასწარ შეფასებას; ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სხვა ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალებების მასტიმულირებელი გავლენა ვაგუსზე და ოპერაციის სახე.
ჭარბი დოზირების თავიდან აცილებისა და კუნთების აქტივობის აღდგენისათვის შესაბამისი კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდებულია პერიფერიული ნერვების სტიმულატორის მიღება.
არდუანის ფარმაკოკინეტიკაზე და/ან მიორელაქსაციურ ეფექტზე შეიძლება გავლენა მოახდინონ შემდეგმა ფაქტორებმა:
თირკმლის უკმარისობა ახანგრძლივებს პაციენტის ე.წ. „გამოსვლის“ დროს.
ნერვკუნთოვანი დაავადებები:
არდუანი სიფრთხილით ინიშნება ასეთ შემთხვევბში პრეპარატის მოქმედების შესაძლო გაძლიერების ან შესუსტების გამო. მძიმე მიასთენიის ან იტონ-ლამბერტის სინდრომის დროს არდუანის მცირე დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერად გამოხატული ეფექტი. ასეთ ავადმყოფებს პრეპარატი ენიშნებათ ძალიან დაბალ დოზებში შესაძლო ზიანის გულდასმით შეფასების შემდეგ.
ღვიძლის დაავადებები:
არდუანის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი Aაღემატება შესაძლო ზიანს.
ავთვისებიანი ჰიპერთერმია:
არც არდუანის გამოკვლევის დროს და არც კლინიკური პრაქტიკის დროს არ აღინიშნა ავთვისებიანი ჰიპერთერმია. იმის გამო, რომ მიორელაქსანტი არასოდეს მიიღება სხვა სამკურნალო საშუალებების გარეშე, ამასთან, აღნიშნული სინდრომი შეიძლება განვითარდეს ცნობილი მაპროვოცირებელი ფაქტორების არარსებობის შემთხვევაშიც კი, ექიმი უნდა იცნობდეს სინდრომის ადრე არსებულ ნიშნებს, მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს.
სხვადასხვა:
როგორც სხვა მიორელაქსანტების შემთხვევაში, საჭიროა ელექტროლიტური ბალანსისა და მჟავა-ფუძიანი მდგომარეობის ნორმალიზება. ჰიპოთერმიამ შეიძლება გამოიწვიოს არდუანის მოქმედების გახანგრძლივება.
ჰიპოკალემიამ, დიგიტალიზაციამ, დიურეტიკების მიღებამ, ჰიპერმაგნიემიამ, ჰიპოკალციემიამ (ტრანსფუზია), დეჰიდრატაციამ, აციდოზმა, ჰიპოპროტეინემიამ, ჰიპერკაპნიამ, კახექსიამ შეიძლება ხელი შეუწყოს არდუანის მოქმედების გაძლიერებას და გახანგრძლივებას. სხვა მიორელაქსანტების მსგავსად არდუანმა შეიძლება შეამციროს პარციალური თრომბოპლასტიური და პროთრომბინური დრო.

გამოიყენება მხოლოდ ახლად მომზადებული ხსნარი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ქვემოთ ჩამოტვლილმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ არდუანის მოქმედებაზე:
1. მოქმედებას აძლიერებენ ან ახანგრძლივებენ:
– საინჰალაციო ანესთეტიკები (გალატანი, მეტოქსიფლურანი, ეთერი, ენფლურანი, იზოფლურანი, ციკლოპროპანი);
– ანესთეზიის საშუალებები შიდავენური მიღებისათვის (კეტამინი, ფენტანილი, პროპანიდიდი, ბარბიტურატები, ეტომიდატი, Y-ჰიდროქსიზეთოვანი მჟავა);
– სხვა არამადეოპოლარიზებელი მიორელაქსანტები, სუკცინილქოლინის წინასწარი მიღება;
– ზოგიერთი ანტიბიოტიკი და ქიმიოთერაპიული საშუალებები (ამინოგლიკოზიდები, პეპტიდები, იმიდაზოლები, მეტრონიდაზოლი და სხვ.);
– დიურეტიკები, ალფა და ბეტა-ბლოკატორები, თიამინი, MAO-ინჰიბიტორები, გუანიდინი, პროტამინი, ფენიტოინი, კალციუმის არხების ანტაგონისტები, მაგნიუმის მარილები, ლიდოკაინი შიდავენური მიღებისათვის.
2. მოქმედებას ასუსტებს:
– გლუკოკორტიკოსტეროიდების, ნეოსტიგმინის, ედროფონის, პირიდოსტიგმინის, ნორადრენალინის, აზოტიოპრინის, თეოფილინის, KCL, NaCl, CaCl2-ის  ხანგრძლივი წინასწარი მიღება.
3. მოქმედებას აძლიერებს ან ასუსტებს:
– მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების წინასწარი მიღება (გასათვალისწინებელია დოზა, მიღების დრო და ინდივიდუალური მგრძნობელობა).

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არსებობს გამოცდილება ოსრულობის დროს არდუანის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ. ორსულობისას არდუანის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი დადებითი ეფექტი ამართლებს რისკს.
იმის გამო, რომ მაგნიუმის მარილები აძლიერებენ ნერვ-კუნთოვან ბლოკს, იმ ქალებში, რომლებიც ორსულობისას ტოქსიკოზის გამო მკურნალობენ ასეთი პრეპარატებით, წამლის მიღების გზით მიორელაქსაციური ეფექტის შეწყვეტა შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია პერიფერიული ნერვების სტიმულატორის მიღება.

საკეისრო კვეთა
კლინიკური გამოკვლევების მონაცემებით არდუანის მიღებისას ზოგადი ანესთეზიისათვის პრეპარატი არ ცვლის აპგარის მაჩვენებელს, კუნთების ტონუსს და ახალშობილების კარდიოვასკულარულ ადაპტაციას.
ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევებით დადგენილია, რომ ბრომიდის პიპეკურონი აღწევს პლაცენტაში ძალიან მცირე კონცენტრაციებით და ვლინდება ჭიპლარის სისხლში. კლინიკური მონაცემები არდუანის გამოყენებაზე ლაქტაციის პერიოდში არ არსებობს.

პრეპარატის გავლენა ავტომობილებისა და სამუშაო მანქანების მართვის შესაძლებლობაზე.:
არდუანის მიორელაქსაციური მოქმედების შეწყვეტიდან პირველ 24 საათში არ არის რეკომენდებული ავტომობილებისა და სხვა მანქანების მართვა, რომლებთანაც მუშაობაც დაკავშირებულია ტრავმატიზმის მომატებულ რისკთან.

გვერდითი მოქმედება
ცხრილში გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი შედგენილია სიხშირის შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირად (≥1/10)
ხშიირად (≥1/100 – <10)
არც ისე ხშირად (≥1/1000 – <100)
იშვიათად (≥1/10000 – <1000)
ძალიან იშვიათად (<10000) არ არის ცნობილი (ან არსებული ინფორმაციით არ განისაზღვრება)
არის ცნობები შემდეგი გვერდითი ეფექტების შესახებ სიხშირით ძალიან იშვიათად

ორგანოების ან ორგანოთა სისტემების ნიშნები ძალაინ ხშირად ხშირად არც ისე ხშირად იშვიათად ძალიან იშვიათად
ნიშნები იმუნური სისტემის მხრივ ანაფილაქსიური რეაცია*
ნიშნები ნივთიერებეთა ცვლის სიტემის მხრივ და ალიმენტური სინდრომებუ ტეტანია
ნიშნები ფსიქიატრიის მხრივ ძილიანობა
ნიშნები ნერვული სისტემის მხრივ დამბლები
ნიშნები თვალების და მხედველობის მხრივ ბლეფარიტი, ბლეფაროფთოზი
ნიშნები გულის მხრივ არითმია ბრადიკარდია, გულის მუშაობის დათრგუნვა, პარკუჭების ტაქიკარდია და ფიბრილაცია**
ნიშნები სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ ჰიპოტონია, ვაზოდილატაცია
ნიშნები სასუნთქი სისტემის მხრივ და მედიასტინალური სიმპტომები აპნოე, ქოშინი, ფილტვების ჰიპოვენტილაცია, ბრონქოსპაზმი, ხველება.
ნიშნები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ კუნთური სისუსტე
ლაბორატორიული გადახრები K, Mg, Ca დონის უმნიშვნელო შემცირება პლაზმაში, გლუკოზის დონის გაზრდა, სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის გაზრდა, გულისცემის სიხშირის შემცირება

* – ანაფილაქსიური რეაქციები შეიძლება განვითარდეს არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების მიღების დროს, იმის მიუხედავად, რომ ანაფილაქსიური რეააქცია (ხველება, ბრონქოსპაზმი, სახის შეშუპება, თვალების გაწითლება და შეშუპება) არდუანის ინექციის გამოყენების დროს აღწერილია მხოლოდ ერთ შემთხვევაში (დამტკიცებულია არაერთმნიშვნელოვნად). პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა წამლების და აპარატურის მომზადება ანაფილაქსიური რეაქციის კუპირებისთვის. პრეპარატის განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში სხვა მიორელაქსანტების მიმათ ალერგიული რეაქციის არსებობისას, იმის გამო, რომ არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებს შორის შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი ალერგია.
ჰისტამინის გამოთავისუფლება და ჰისტამინის მსგავსი რეაქციები: არდუანს ჰისტამინის გამოთავისუფლების რეაქციები არ გააჩნია.
** – პრეპარატის არდუანი ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უმნიშვნელოა. დაკავშირებულია ჰიპეკურონიუმის მცირედ გამოხატულ კარდიოსელექტიურ, ვაგოლითიურ თვისებებთან. 0.10მგ/კგ დოზამდე განგლიომაბლოკირებელი და ვაზოლითიური მოქმედება აღნიშნული არ არის და აღნიშნულია მხოლოდ მცირედ გამოხატული ეფექტები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (არტერიული წნევის შემცირება, ბრადიკარდია), განსაკუთრებით ნარკოზის დროს ფთოროტანთან ან ფენტანილთან ერთდროული გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების ან გახანგრძკივებული ნერვ-კუნთოვანი ბლოკის შემთხვევაში, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას აგრძელებენ სპონტანური სუნთქვის აღდგენამდე. სპონტანური სუნთქვის აღდგენის დასაწყისში ანტიდოტის სახიტ შეყავთ აცეტილქოლიესთერაზის ინჰიბიტორი (მაგ, ნეოსტიგმინი, ენდროფონიუმი), შესაბამისი დოზით. დამაკმაყოფილებელი სპონტანური სუნთქვის აღდგენამდე საჭიროა სუნთხვიტი ფუნქციის ყურადღებიანი კონტროლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
არდუანი (ბრომიდის პიპეკურონი) არის ხანგრძლივი მოქმედების არამადეპოლარიზებელი ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორი. აცეტილქოლინის ნიკოტინ-მგრძნობიარე რეცეპტორებთან კომპეტიტიური კავშირის ხარჯზე, რომლებიც განლაგებულია განივხაზოვანი კუნთის ბოჭკოების მოტორულ დაბოლოებებზე, ის ახდენს სიგნალის გადაცემის ბლოკირებას ნერვული დაბოლოებებიდან კუნთის ბოჭკოებზე. მისი ანტიდოტებია აცეტილქოლინესთერაზის ინჰიბიტორები (მაგ, ნეოსტიგმინი, პირიდოსტიგმინი, ენდროფონი). მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტებისაგან განსხვავებით (მაგ. სუკცილინქოლინი), არდუანი არ იწვევს კუნთების ფასციკულაციას. არდუანს არ გააჩნია ჰორმონალური მოქმედება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოიყენება ისეთი დოზა, რომელიც რამდენჯერმე აჭარბებს მის ეფექტურ დოზას, რაც აუცილბელია კუნთოვანი კონტრაქტულობის 90% შესამცირებლად (ED90), მას არ გააჩნია განგლიობლოკატორული, ვაგოლიტური და სიმპატომიმეტური აქტივობა.
გამოკვლევების შედეგად მიღებული მონაცემებით, ბალანსირებული ანესთეზიისას ED50 და ED90 ბრომიდის პიპეკურონის დოზები შეადგენენ 0,03 და 0,05 მგ/კგ სხეულის წონაზე შესაბამისად.
არდუანი დოზით 0,05მგ/კგ სხეულის წონაზე უზრუნველყოფს 40-50-წუთიან კუნთების რელაქსაციას სხვადასხვა ოპერაციების დროს. პიპეკურონის მაქსიმალური მოქმედება დამოკიდებულია დოზაზე და დგება 1,5-5 წუთის შემდეგ. ეფექტი უფრო სრაფად ვითარდება 0,07-0,08 მგ/კგ სხეულის წონაზე დოზის მიღებისას. დოზების შემდგომი მომატება ამცირებს დროს, რაც აუცილებელია მოქმედების განვითარებისათვის და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს პრეპარატის მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა:
შიდავენური შეყვანისას გავრცელების საწყისი მოცულობა (Vdc):110 მლ/კგ სხეულის წონა, გავრცელების მოცულობა გაჯერების ფაზაში (Vdss): 300+78 მლ/კგ, პლაზმის კლირენსი (Cl): 2,4+0,5 მლ/წთ/კგ, ნახევარგამოყოფის საშუალო დრო (T1/2B) შეადგენს 121+45 წუთს, მოქმედების საშუალო ხანგრძლივობა (MRT): 140 წთ. შემანარჩუნებელი დოზების განმეორებითი შეყვანისას კუმულაციური ეფექტი უმნიშვნელოა, თუ საწყისი კონტრაქტულობის 25%-ით აღსადგენად გამოიყენება 0,01-0,02 მგ/კგ დოზა.
ერთი მესამედი გამოიყოფა უცვლელი სახით, ხოლო დანარჩენი რაოდენობა – 3-დეზაცეტილ-პიპეკურონის ფორმით.
წინაკლინიკური გამოკვლევების მონაცემებით, ღვიძლიც მონაწილეობს პიპეკურონის ელიმინაციაში.
წინაკლინიკური გამოკვლევების შედეგები:
წინაკლინიკური გამოკვლევის მონაცემებით პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების შესახებ არ არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ფარმაცევტული მონაცემები
დამხმარე ნივთიერებები:
ლიოფილიზატი: მანიტოლი.
გამხსნელი: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
შეუთავსებლობა:
არ არის რეკომენდებული არდუანის შერევა საინფუზიო ხსნარებთან.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლამდე.

შენახვის წესი: შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას 2-8°C-ზე.

გამოშვების ფორმა:
4მგ ლიოფილიზატი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №25 და გამხსნელი 0.9 % 2მლ ნატრიუმის ქლორიდი ამპულა №25

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი კომპანია: GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook