ატენორიკი

ატენორიკი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ატენორიკი-ის  საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ატენოლოლი; ქლორტალიდონი /
ATENOLOL; CHLORTALIDONE

ატენორიკი-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული საშუალება
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ატენოლოლი………….   0.1 გ
ქლორტალიდონი…….   0.025 გ


ატენორიკი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები:
ატენორიკი კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალებაა, რომლის მოქმედება განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტების თვისებებით.

ატენოლოლი წარმოადგენს კაროსელექტიურ ბეტა-1-ადრენობლოკატორს. მას არ ახასიათებს შინაგანი სიმპათიკური და მემბრანომასტაბილიზირებელი აქტივობა. გააჩნია ანტიანგინალური, ჰიპოტენზიური და ანტიარითმიული მოქმედება, იგი ამცირებს სინუსის კვანძის ავტომატიზმს, ანტიოვენტრიკულურ გამტარებლობას, მიოკარდის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილებას, მის აგზნებადობას და შეკუმშვის ძალას, აიშვიათებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, არტერიული წნევის დაქვეითება განპირობებულია ზემოაღნიშნული მექანიზმებითა და რენინის სეკრეციის დათრგუნვით.

ქლორტალიდონი – ხანგრძლივი მოქმედების ზომიერად გამოხატული ეფექტის დიურეზული საშუალებაა. ნეფრონის დისტალურ მილაკებში იგი აქვეითებს ნატრიუმის, ქლორის იონების და ექვივალენტური რაოდენობით წყლის რეაბსორბციას, ზრდის ორგანიზმიდან კალიუმის და მაგნიუმის იონების, ბიკარბონატების გამოყოფას, აფერხებს შარდმჟავასა და კალციუმის იონების ელიმინაციას, ამცირებს სისხლძარღვთა კედელში ნატრიუმის იონების შემცველობას, რის გამოც ქვეითდება მათი მგრძნობელობა პრესორული ფაქტორების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:
პლაზმაში ატენოლოლის Cmax აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 2- 4 საათის შემდეგ. ნივთიერების 90% ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების საშუალებით 48 საათის განმავლობაში. მისი T1/2 შეადგენს 6-10 საათს.
პლაზმაში ქლორტალიდონის cmax აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 17-30 საათის შემდეგ. პრეპარატის T1/2-ს განაპირობებს მიღებული დოზა და იგი 50 მგ-დან 200 მგ-ის დოზის დიაპაზონში შეადგენს 40 სთ-ს. ელიმინაცია ძირითადად წარმოებს თირკმელების საშუალებით და ნაწილობრივ ნაღვლის მეშვეობით.

ჩვენებები:
არტერიული ჰიპერტენზია;
დაძაბვის სტენოკარდია (ხანგრძლივი მკურნალობისათვის).

მიღების წესები და დოზირება:
არტერიული ჰიპერტენზიის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 1/2 ტაბლეტს დღეში ერთხელ. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დოზას ზრდიან – 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. დოზის შემდგომი გაზრდა უმრავლეს შემთხვევაში არ იწვევს ჰიპოტენზური ეფექტის გაძლიერებას.
პაციენტის გადაყვანა სხვა ჰიპოტენზური საშუალებებიდან უშუალოდ ატენორიკზე შესაძლებლია, გარდა კლონიდინისა.
თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დარღვევის მქონე ასაკოვან პაციენტებში ატენორიკის დოზა უნდა შეირჩეს კრეატინინის კლირენსის (კკ) გათვალისწინებით:
კკ 15-35 მლ/წთ – 1/2 ტაბ/დღეში ან 1 ტაბლეტი დღეგამოშვებით;
კკ ნაკლებია 15 მლ/წთ – 1/2 ტაბლეტი დღეგამოშვებით.
პრეპარატი ნიშნება დღეში ერთხელ ჭამის წინ მცირეოდენ სითხესთან ერთად, სასურველია დილით.

გვერდითი მოვლენები:
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, AV გამტარებლობის დარღვევა, კიდურების გაციების შეგრძნება, ერთეულ შემთხვევაში გულის მწვავე უკმარისობის სიმპტომები.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე.
სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ბრონქოსპაზმი.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში – ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.
სასქესო სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში – პოტენციის დაქვეითება.
ალერგიული რეაქციები: ერითემა, ქავილი.
ზოგჯერ: ოფლიანობა, საერთო სისუსტე, საცრემლე ჯირკვლების სეკრეციის დაქვეითება.

უკუჩვენებები:
გულის მწვავე უკმარისობა, გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II, III ხარისხის, ბრადიკარდია, მეტაბოლური აციდოზი, ლაბილური მიმდინარეობის ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (I ტიპის), სინოარიკულური ბლოკადა, ბრონქული ასთმა, ჰიპოკალიემია, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ბავშვთა ასაკი, პრეპარატის კომპონენტებისდამი მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას სასარგებლო მოსალოდნელი შედეგი მკვეთრად უნდა სჭარბობდეს ნაყოფზე მისი პოტენციური მოქმედების რისკს.
ლაქტაციის პერიოდში მიზანშეწონილია შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება თირკმელებისა და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, რეინოს სინდრომის და პერიფერიული არტერიების სხვა მაობლიტირებელი დაავადებების დროს.
კონტაქტური ლინზების მომხმარებელმა პაციენტებმა პრეპარატი სიფრთხილით უნდა მიიღონ, ვინაიდან იგი ამცირებს საცრემლე ჯირკვლების სეკრეციის უნარს.
არტერიული წნევის მკვეთრი მომატების თავიდან აცილების მიზნით, ფეოქრომოციტომით დაავადებულებში ატენორიკი ინიშნება მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის შემდეგ.
ატენორიკი არ გამოიყენება სტენოკარდიული შეტევების კუპირებისათვის.
„მოხსნის სინდრომის“ თავიდან აცილების მიზნით ატენორიკით ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტა ხდება თანდათანობით.
არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით, ატენორიკით მკურნალობის ფონზე დაუშვებელი ალკოჰოლის მიღება.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები – ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, გულის მწვავე უკმარისობა, ბრონქოსპაზმი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ატენორიკთან ერთად ინსულინის ან ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების გამოყენებისას ძლიერდება მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტი.
ატენორიკთან ერთდროულად ეთანოლის, ანტიჰიპერტენზული საშუალებების, ბარბიტურატების, დიურეზული საშუალებების, ფენოთიაზინების, ასევე პერიფერიული ვაზოდილატატორების გამოყენებისას მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი ან მნიშვნელოვანი დაქვეითება. ატენორიკის მიღებისას ზოგადი ნარკოზის წინ საჭიროა გულის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი.
ატენორიკი (ზოგადად ბეტა-ბლოკატორები) არ ინიშნება ვერაპამილთან ერთად და თითიეული მათგანის მიღება დასაშვებია მხოლოდ მეორე პრეპარტის მოხსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

მწარმოებელი: GMP, საქართველო

გაფრთხილება