აურობინი

აურობინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აურობინის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პრედნიზოლონი, ლიდოკაინი, დექსპანტენოლი/prednizolone, lidocaine, dexpanthenol

აურობინის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბუასილის სამკურნალო საშუალებები


აურობინი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ხარისხობრივი და რაოდენობრივი დასახელება
1გ მალამო შეიცავს 2მგ პრედნიზოლონის კაპრონატს, 20მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს და 20 მგ დექსპანტენოლს.

კლინიკური თვისებები

ჩვენებები
პერიანალური ნაწილის ანთებითი დაავადებები, მათ შორის უკანა ტანის ქავილი, პერიანალური უბნის ეგზემა და დერმატიტი, ბუასილი და უკანა ტანის ნახეთქი.

მიღების წესი და დოზები
მოზრდილები და ხანდაზმული ასაკის პირები
აურობინი იდება დაზიანებულ ადგილზე დღეში 2-4-ჯერ. ნაკლები სიხშირით დატანას შეუძლია მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქება. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში (5-7 დღე).
გამოყენება ბავშვებში:
აურობინის გამოყენება არ შეიძლება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.
ამ პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, უმცირესი რაოდენობით, საკმარისი თერაპიული ეფექტის მისაღწევად; მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 5 დღეზე მეტად.
ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მალამო შეიძლება დატანილ იქნას არაუმეტეს 2-ჯერ დღეში არასასურველი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 5 დღეზე მეტად.
პაციენტის ასაკისგან დამოუკიდებლად საჭიროა მოერიდოთ მალამოს ხანგრძლივ ექსპოზიციას დაზიანებულ ან კანის გართო ზედაპირზე, ასევე კანის ნაოჭებზე. ოკლუზიური ნახვევის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური კომპონენტის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ამიდური ტიპის (მაგალითად, ბუპივაკაინი, ეტიდოკაინი, მეპივაკაინი, პრილოკაინი) ადგილობრივი ანესთეზიის პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
მოერიდეთ პრეპარატის თვალებში და პერიორბიტალურ ნაწილზე მოხვედრას.
კანის პირველადი ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექცია.
სახის როზაცეა, ჩვეულებრივი ფერიმჭამელები, დერმატიტი პირის გარშემო, ბავშვის საფენით გამოწვეული დერმატიტი, გამოყელვა, კანის ტუბერკულოზი, სიფილისის კანის გამოვლინებები.
კანის სიმშრალე, აქერცვლა.
კანის სიმსივნეები.
კუშინგის სინდრომი, ვაქცინაციის პერიოდი.
სხვა ჩვენების გამო ერთდროულად ლიდოკაინის გამოყენება.
1 წლამდე ასალი.
ორსულობის პირველი ტრიმესტრი (იხ. განყოფილება 4.6).

განსაკუთრებული სიფრთხილე და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას
გაღიზიანების ან მგრძნობელობის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა აურობინის შეწყვეტა და დამხმარე მკურნალობის დაწყება.
შეიძლება ადგილობრივი ან სისტემური ტოქსიკურობის თავიდან აცილება, თუ მოერიდებით მალამოს დადებას ფართო ზედაპირზე ან კანის დაზიანებულ ზედაპირზე, კანის ნაოჭებზე, ოკლუზიური ნახვევის ქვეშ ან/და ხანგრძლივად გამოყენებას.
აურობინის ხანგრძლივად გამოყენებისას ერთი და იგივე ზედაპირზე შეუძლია კანის ატროფიის გამოწვევა, განსაკუთრებით ბავშვებში.
სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციის განვითარებისას საჭიროა ადგილობრივი ან სისტემური მკურნალობის გამოყენება.
განსაკუთრებული სიფრთილეა საჭირო კატარაქტის, შაქრიანი დიაბეტის, გლაუკომის, ტუბერკულოზის და ანემიის დროს, ასევე, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური-თირკმელზედა ჯირკვლების ღერძის დათრგუნვისას გლუკოკორტიკოიდების დახმარებით.
განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული
გლუკოკორტიკოსტეროიდები, პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია.
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით, თირკმელების ან/და ღვიძლის უკმარისობით.
სიფრთხილეა საჭირო იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში.

სხვა სამედიცინო პრეპარატებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
აურობინის მალამოთი ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
აურობინის მალამოს გამოყენება რეკომენდებული არ არის ლიდოკაინთან ერთად, რომელიც დანიშნულია სხვა ჩვენებით.
სიფრთხილეა საჭირო არითმიის საწინააღმდეგო ზოგიერთ პრეპარატთან ერთდროული გამოყენებისას.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას შეუძლია ნაყოფის დაზიანება ორსულ ცხოველებში (მაგალითად, ხახის ნაპრალი ან განვითარების მანკები).
ორსულობისას პრეპარატის გამოყენების მონაცემები არასაკმარისია. აქედან გამომდინარე, არ გამოიყენოთ აურობინის მალამო ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ხოლო შემდგომშე გამოყენება შეიძლება მხოლოდ სარგებელისა და პოტენციური რისკის შეფასებით.
ლაქტაცია
კორტიკოსტეროიდები და ლიდოკაინი აღწევს ლაქტატში. კორტიკოსტეროიდებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ახალშობილის თირკმელზედა ჯირკვლის ქერქზე და გამოიწვიოს ზრდის დარღვევა. პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების საკითხის გადაწყვეტა.

ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე გავლენა
ამ პრეპარატის ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე პოტენციური გავლენა არ შეუსწავლიათ, მაგრამ გასათვალისწინებელია პრეპარატის გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა ცენტრალური ნერვული სისტემისა და მხედველობის ორგანოების მხრივ.

გვერდითი მოვლენები
კორტიკოსტეროიდებით ადგილობრივი მკურნალობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ადგილობრივ გვერდით მოვლენებთან. გარდა ამისა, კანის გავლით მოხვედრილი სტეროიდებისა და ლიდოკაინის რაოდენობიდან გამომდინარე შეიძლება სისტემური ეფექტების განვითარება.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებისას ან კანის ფართო ზედაპირზე დატანისას შესაძლოა თირკმელზედა ჯირკვლების დათრგუნვა. ეს განსაკუთრებით ხშირად ვლინდება აურიბინის მალამოს ბავშვებში გამოყენებისას ან ოკლუზიური ნახვევის დროს. ცილების კატაბოლიზმს შეუძლია უარყოფითი აზოტური ბალანსის განვითარება.
დიდი რაოდენობის ლიდოკაინის ადგილობრივი გამოყენებისას სისტემურმა შეწოვამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაცია ან/და დათრგუნვა.

ორგანოთა სისტემის კლასები გვერდითი მოვლენები
ინფექციები და ინვაზიები სუბკლინიკური ინფექციების აქტივაცია
ინფექციების გამოვლენის შენიღბვა
ოპორტუნისტული ინფექციები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის დათრგუნვა
კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები ჰიპოკალემიური ალკალოზი
სითხის შეკავება
ჰიპოკალიემია
ნატრიუმის შეკავება
ფსიქიკური დარღვევები უძილობა
ფსიქიკური დარღვევები
ნერვული სისტემის დარღვევები გულყრები
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
ქალასშიდა წნევის მომატება
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ კატარაქტა*
კაფსულისქვეშა კატარაქტა
ეგზოფტალმი
გლაუკომა
მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება
რქოვანას წყლულები
დარღვევები გულის მხრივ გულის უკმარისობა
გულის გამტარებლობის დარღვევა
დარღვევები სისხლძარძვთა სისტემის მხრივ ჰიპერტონია
პერიფერიული ვაზოდილატაცია
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ჰემორაგიული გასტრიტი
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების პერფორაცია
ეზოფაგიტი
პანკრეატიტი
პეპტიური წყლული
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დერმატიტი
ფოლიკულიტი (მიღების ადგილზე)
აკნეს ტიპის გამონაყარი
კონტაქტური დერმატიტი
კანის სიმშრალე, გათხელება და მტკივნეულობა
ერითემა
ჰირსუტიზმი
ჰიპერჰიდროზი
გამოყელვა
ქავილი
კანის ატროფია
ჰიპოპიგმენტაცია
კანის გაღიზიანება
სტრიები
ტელეანგიექტაზიები
კანის წვის შეგრძნება
ძვალკუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები ზრდის შეფერხება
სტეროიდული მიოპათია
ოსტეონეკროზი
ოსტეოპოროზი
სისტემური დაღვევები და გართულებები შეყვანის ადგილზე ჭრილობის შეხორცების გახანგრძლივება
ლაბორატორიული მაჩვენებლები თვალის წნევის მომატება
უარყოფითი აზოტური ბალანსი
პროვოკაციულ ტესტებზე კანის რეაქციის შეფერხება

*კატარაქტის განვითარების ალბათობა ბავშვებში უფრო მაღალია.

ჭარბი დოზირება:
აბსორბირებული სტეროიდებისა და ლიდოკაინის რაოდენობის მიხედვით შესაძლოა ადგილობრივი და სისტემური გამოვლინებები. სპეციალური ანტიდოტი არ არის; უნდა გამოიყენოთ შემანარჩუნებელი თერაპია.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინაციაში გარეგანად გამოსაყენებელი ბუასილის და ანალური ნახეთქების სამკურნალო სხვა საშუალებები.

ათქ კოდი C05AX03

მალამო აურობინი შეიცავს პერიანალური ნაწილის ანთებითი პროცესებისთვის ეფექტურ აქტიურ ნივთიერებებს. პრედნიზოლონი არის ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედების არაჰალოგენიზებული გლუკოკორტიკოსტეროიდი. იგი ასევე ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას, ზრდის სისხლძარღვთა კედლის ტონუსს და ამცირებს ანთებითი პროცესის გამოვლინებას. ლიდოკაინი ამცირებს ტკივილისა და წვის შეგრძნებას. პანთენოლი იწვევს დაზიანებული ეპითელიუმისა და ლორწოვანი გარსების რეგენერაციას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები
მალამოს გამოყენებით ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩარატებულა.
ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლოა პრედნიზოლონის შეწოვა, სისტემური მოქმედებით (განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევის ქვეშ ან დაზიანებულ ზედაპირზე, ასევე ოყნის სახით). პრეპარატი ფართოდ ვრცელდება ყველა ორგანოს ქსოვილში. პრედნიზოლონი აქტიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს. იგი გადის პლაცენტარულ ბარიერს და შეიძლება აღმოჩნდეს ლაქტატშიი. პრეპარატი გამოიყოფა შარდით კონიუგირებული მეტაბოლიტების სახით.
ლიდოკაინი კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსიდან და დაზიანებული კანიდან. იგი აქტიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდიშეადგენს 1-2 საათს. პრეპარატი მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში. თირკმელების ფუნქციის დარღვევა არ ახდენს გავლენას საწყისი ნივთიერების გამოყოფაზე, თუმცა, შეუძლია გამოიწვიოს მისი აქტიური მეტაბოლიტის დაგროვება. ლიდოკაინი გადის პლაცენტარულ და ჰემატოენცეფალურ ბარიერს, ასევე გამოიყოფა ლაქტატში.

უსაფრთხოების წინაკლინიკური კვლევების მონაცემები
კორტიკოსტეროიდების რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენა ნაყოფის დაზიანება, ნაყოფის განვითარების მანკები (მაგალითად, ხახის ნაპრალი), ასევე შთამომავლობის სიმაღლეში ზრდის მნშვნნელოვანი შეფერხება. თუმცა ბავშვებში თერაპიული გამოყენებისას ტოქსიკურის  მსგავსი ეფექტების გამოვლენილი არ იყო, კორტიკოსტეროიდების გამოყენებას შეიძლება ახლდეს ნაყოფის განვითარების რისკი.
ლიდოკაინზე ტოკსიკურობის კვლევებმა არ აჩვენა მუტაგენობის, კანცეროგენობის და ტერატოგენობის ნიშნები.

ფარმაცევტული დახასიათება
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
პოლისორბატი 60, ტრიკლოზანი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ცეტილის სპირტი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, თხევადი პარაფინი, მაკროგოლის სტეარატი, დიმეთიკონი, ნეიტრალური ზეთი, სტეარინმჟავა და გასუფთავებული წყალი.

შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი
შენახვის ვადა: 2 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის განსაკუთრებული მითითებები: შეინახეთ 8-15˚C -მდე ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოშვების ფორმა: მალამო: ტუბი 20 გ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი

გაფრთხილება