აქვანორმი

აქვანორმი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აქვანორმიs საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აქვანორმიs კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პრეპარატები ენერგეტიკული და ელექტროლიტური ბალანსის კორეგირებისათვის


-ის აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
აქვანორმის ერთი პაკეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
– ნატრიუმის ქლორიდი……. 3.5 გ,
– კალიუმის ქლორიდი……. 2.5 გ,
– ნატრიუმის ციტრატი……. 2.9 გ,
– გლუკოზა (უწყლო)……. 10.0 გ.

მოქმედების მექანიზმი
აქვანორმი ორგანიზმის ელექტროლიტური და ენერგეტიკული ბალანსის მაკორექტირებელი საშუალებაა. ორგანიზმის გაუწყლოვანების დროს აქვანორმი აღადგენს ორგანიზმის დარღვეულ წყალ-ელექტროლიტურ წონასწორობას და ახდენს აციდოზის კორექციას. პრეპარატი ხანმოკლედ ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში და სწრაფად გადადის ინტერსტიციალურ შრესა და უჯრედებში. T1/2 შეადგენს 1 საათს. პრეპარატი ხელს უწყობს დიურეზის გაძლიერებას, ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლების საშუალებით. თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კალიუმის გამოყოფის შეფერხება.

ჩვენებები
აქვანორმი ინიშნება:
– კომპლექსურ თერაპიაში – მწვავე დიარეის (მათ შორის ქოლერა) დროს წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის აღდგენისა და აციდოზის კორექციის მიზნით; თერმული დაზიანების დროს წყალელექტროლიტური ბალანსის აღდგენის მიზნით;
– პროფილაქტიკის მიზნით – თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს, როდესაც ინტენსიური ოფლდენა აღინიშნება.

მიღების წესები და დოზები
აქვანორმი ინიშნება პერორალურად, კვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის მიღებამდე 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ლიტრ გადადუღებულ და გაცივებულ წყალში. აქვანორმის მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში. დიარეის დროს პრეპარატი ინიშნება ყოველ 3-5 წუთში ერთხელ 50-100 მლ ულუფების ოდენობით ან ნაზოგასტრალური ზონდით 3-5 საათის განმავლობაში. ახალშობილებში და მცირე ასაკის ბავშვებში აქვანორმი ინიშნება 1-2 ჩაის კოვზით ყოველ 5-10 წუთში ერთხელ 4-6 საათის განმავლობაში (დიარეის მსუბუქი ფორმის დროს ხსნარის საერთო რაოდენობამ უნდა შეადგინოს 40-50 მლ/კგ/დღე-ღამეში, საშუალო სიმძიმის დროს – 80-100 მლ/კგ/დღე-ღამეში). შემანარჩუნებელი თერაპიის მიზნით ხსნარის სავარაუდო მოცულობა შეადგენს 80-100 მლ/კგ/დღე-ღამეში. პრეპარატი ინიშნება დიარეის შეწყვეტამდე და წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე. თერმული დაზიანებების დროს კრუნჩხვებისა და წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევის სხვა სიმპტომების დროს (რომელსაც ორგანიზმის გადახურება და გაუწყლოვანება (პოლიურია, წყურვილის გაძლიერება) განაპირობებს) პირველი 30 წუთის განმავლობაში აქვანორმი ინიშნება 100-150 მლ ულუფებით, ისე რომ მთლიანად მისაღები ხსნარის მოცულობამ 500-900 მლ შეადგინოს. შემდგომ ყოველი 40 წუთის განმავლობაში ინიშნება იგივე დოზით წყალ-ელექტროლიტური დეფიციტისა და თერმული დაზიანების სიმპტომების აღმოფხვრამდე. ექსტრემალური თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს, წყალ-ელექტროლიტური დისბალანსის პროფილაქტის მიზნით, აქვანორმი ინიშნება წყურვილის შეგრძნების გაჩენიდან მცირე ულუფებით – ყლუპყლუპით და მისი მიღება გრძელდება წყურვილის დაკმაყოფილებამდე.

გვერდითი მოვლენები
აქვანორმის ჩვენების და რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენება
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
– თირკმლების ფუნქციური დარღვევები;
– შაქრიანი დიაბეტი.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის დოზის გადაჭარბების და სხვა სამკურნალო საშუალებებზე ურთიერთგავლენის შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი. აქვანორმის დოზირებული ფხვნილის პაკეტები ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე! პრეპარატის მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე) არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში!

გამოშვების ფორმა: პაკეტი #10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება