nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


ბილობა-რიცი ფორტე

ბილობა-რიცი ფორტეს ზოგადი ინფორმაცია

ბილობა-რიცი ფორტე. BILOBA RITZ FORTE. პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი  სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – Ginkgo bilobae-ს ფოთლების მშრალი სტანდარტიზირებული ექსტრაქტი. Ginkgo Bilobae foliorum extract. მწარმოებელი ფირმა – ჯი-ემ-პი (საქართველო).

ბილობა-რიცი ფორტეს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბილობა-რიცი ფორტე. BILOBA RITZ FORTE გამოდის 80 მგ კაფსულის ფორმით. პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 80 მგ Ginkgo bilobae-ს ფოთლების მშრალ სტანდარტიზირებულ ექსტრაქტს: 24% გინკგოს ჰეტეროზიდები (Ginkgo fl avon glycosides) და 6% გინკგოლიდ-ბილობალიდები (თერპენე ლაცტონეს).

ბილობა-რიცი ფორტეს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბილობა-რიცი ფორტე, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბილობა-რიცი ფორტეს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბილობა-რიცი ფორტეს ფასები ფარმადეპოში
ბილობა-რიცი ფორტეს  ფასები ავერსში
ბილობა-რიცი ფორტეს  ფასები psp-ში
ბილობა-რიცი ფორტეს ფასები სხვა აფთიაქებში

ბილობა-რიცი ფორტეს აქტიური ნივთიერება

Ginkgo bilobae-ს ფოთლების მშრალი სტანდარტიზირებული ექსტრაქტი. Ginkgo Bilobae foliorum extract. Ginkgo bilobae-ს ფოთლების მშრალი სტანდარტიზირებული ექსტრაქტს მიაკუთვნებენ ანგიოპროტექტორების და მიკროცირკულაციის კორექტორების, ნოოტროპების, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების კორექტორების და ანტიაგრეგანტების ჯგუფებს.

ბილობა-რიცი ფორტეს სინონიმები

ბილობა-რიცი (BILOBA RITZ, GMP, საქართველო).

ბილობა-რიცი ფორტეს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ენცეფალოპათია დისცირკულაციური, სხვადასხვა ეტიოლოგიის   (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი), რომელსაც ახლავს ყურადღების და/ან მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, ძილის დარღვევა
  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა
  • მიკროცირკულაციის დარღვევა
  • არტერიოპათია ქვედა კიდურების
  • რეინოს სინდრომი
  • თავბრუსხვევა
  • შუილი ყურებში
  • ჰიპოაკუზია
  • ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია
  • რეტინოპათია დიაბეტური

ბილობა-რიცი ფორტეს საფირმო აღწერიდან

მოქმედების მექანიზმი
ბილობა-რიცი ფორტე მცენარეული წარმოშობის პრეპარატია. ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები – ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკგოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და მის რეოლოგიურ მახასიათებლებს, აფართოებენ სისხლძარღვებს და ხელს უწყობენ მათი კედლების ელასტიკურობის ზრდას, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატი ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას. აუმჯობესებს კიდურებში სისხლის მიმოქცევას, მიკროცირკულაციას და ვენების ტონუსს. გამოხატული აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება თავის ტვინსა და პერიფერიულ ქსოვილებზე.
ჩვენებები
- სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი), რომელსაც ახლავს ყურადღების და/ან მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, ძილის დარღვევა;
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;
- ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);
- ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;
- დიაბეტური რეტინოპათია.
მიღების წესები და დოზები
ინიშნება თითო კაფსულა დღეში ორჯერ (დილას და საღამოს). მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება ერთი თვის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 თვეა. საჭიროებისას შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება. კაფსულები ინიშნება კვებისგან დამოუკიდებლად, წყალთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.
უკუჩვენება
- ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდებული ბილობა-რიცი ფორტეს და აცეტილსალიცილის მჟავას ან ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღება. პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. არ არის რეკომენდებული პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღება.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka