ბიფიფორმი საბავშვო

ბიფიფორმი საბავშვო

ბიფიფორმი საბავშვოს ზოგადი ინფორმაცია

ბიფიფორმი საბავშვო. Bifiform Kid. ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი  ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – lactobacillus, bifidobacterium lactis, vitamin B1, vitamin B6. მწარმოებელი ფირმა – ფეროსან ა/ს (დანია).


ბიფიფორმი საბავშვო აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ბიფიფორმი საბავშვოს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბიფიფორმი საბავშვო. Bifiform Kid გამოდის ფხვნილის ფორმით პაკეტში. თითოეული პაკეტი შეიცავს Lactobacillus GG (LGG) – 109 KOE, Bifidobacterium lactis (BB-12) – 109 KOE, Vitamin B1 – 0.40 mg, Vitamin B6 – 0.50 mg.

ბიფიფორმის (საბავშვო) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბიფიფორმი (საბავშვო), იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბიფიფორმის (საბავშვო) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბიფიფორმის (საბავშვო) ფასები ფარმადეპოში
ბიფიფორმის (საბავშვო) ფასები ავერსში
ბიფიფორმის (საბავშვო) ფასები psp-ში
ბიფიფორმის (საბავშვო) ფასები სხვა აფთიაქებში

ბიფიფორმი საბავშვოს აქტიური ნივთიერებები

lactobacillus, bifidobacterium lactis, vitamin B1, vitamin B6.

ბიფიფორმი საბავშვოს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • კუჭ–ნაწლავის აშლოლობა
  • კვების რაციონის შეცვლა
  • რისკ – ფაქტორები ხანგრძლივი გადაადგილებების დროს გამოწვეული
  • ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დარღვევა
  • ბავშვის ადაპტაცია სკოლამდელ ასაკში
  • ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი ფუნქციის აღდგენა, გადატანილი ვირუსული ინფქეციების და ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ პერიოდში

ბიფიფორმი საბავშვოს საფირმო აღწერიდან

bififormi® bavSvebisaTvis შემადგენლობაში შემავალი Lactobacillus rhamnosus GG (LGG) და Bifidobacterium lactis (BB-12) აღადგენენ ნაწლავების ნორმალური მიკროფლორის ბალანსს, აუქმებენ რა ნაწლავების აშლილობების გამოვლინებას. გამოკვლევებისას დამტკიცდა Lactobacillus rhamnosus GG (LGG) ბაქტერიების უნარი გააძლიერონ იმუნიტეტი, აღადგინონ ბავშვის ორგანიზმის ნორმალური დაცვა.

რძისმჟავა ბაქტერიები Lactobacillus rhamnosus GG (LGG) და Bifidobacterium lactis (BB-12) ფართოდ გამოიყენება რძის პროდუქტების წარმოებაში და ბავშვთა კვებაში, რაც ამტკიცებს მათ უსაფრთხოებას. ვიტამინი B1 და B6 აუცილებელია ბავშვის ნორმალურ ზრდასა და განვითარებისათვის; ისინი ასევე წარმოადგენენ დამატებით ფაქტორს, რომელიც ახდენს ნაწლავების ნორმალური მიკროფლორის ბალანსის ნორმალიზაციას.

ბიფიფორმი® ბავშვებისათვის გამოშვებულია ფორთოხლისა და ჟოლოს არომატის მქონე ტაბლეტებისა და ფხვნილების სახით, რაც აადვილებს ბავშვებში მათ გამოყენებას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევა და საჭმლის მონელების სხვადასხვაგვარი დარღვევა საკმაოდ ხშირია უმცროსი ასაკის ბავშვებში. ნაწლავის მიკროფლორის ბალანსი განსაზღვრავს ნორმალურ საჭმლის მონელებასა და აგრეთვე განაპირობებს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას ინფექციისაგან და ნაწლავის შიდა გარემოს არახელსაყრელი პირობებისაგან.

ერთიდან სამ წლამდე ხშირად ხდება ბავშვის ფიზიკური გააქტივება, კვების რაციონის შეცვლა. ამავე ასაკში საკმაოდ ხშირია რესპირატორული დაავადებები, ამ უკანასკნელის გამო მიღებული პრეპარატები იწვევენ ნაწლავის ბუნებრივი ბალანსის დარღვევას, რასაც საბოლოოდ მივყავართ ნაწლავისა და საჭმლის მონელების ფუნქციის დრღვევასთან.

სასარგებლო ბაქტერიებს-პრობიოტიკებს, რომლებიც ახდენენ საჭმლის მონელების ნორმალიზაციას და კუჭ-ნაწლავის აშლილობის გამოვლინებების ლიკვიდაციას, ძალუძს ბავშვის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაცვა. B

ბიოლოგიურად აქტიური საჭმლის დანამატი ბიფიფორმი® ბავშვებისათვის წარმოადგენს სასარგებლო ბაქტერიებისა და ვიტამინების სასარგებლო კომბინაციას, რომელიც გამომუშავდა ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

ჩვენებები

ბიფიფორმი® ბავშვებისათვის კომპლექსის გამოყენება უზრუნველჰყოფს საჭმლის გადამუშავების სისტემის დამატებით დაცვას ისეთ სიტუაციებში, რომლებიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის აშლილობების მომატებულ რისკთთან, მათ შორის კვების რაციონის შეცვლისას, აგრეთვე ხანგრძლივი გადაადგილებების დროს გამოწვეული რისკ – ფაქტორებისას, ბიფიფორმის გამოყენება თავიდან გვაშორებს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დარღვევას და ხელს უწყობს ბავშვის ადაპტაციას სკოლამდელ ასაკში.

კომპლექსის ბიფიფორმი® ბავშვებისათვის გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი ფუნქციის აღდგენას, გადატანილი ვირუსული ინფქეციების და ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ პერიოდში. ნორმალური მიკროფლორის აღდგენა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლის თავიდან აცილებას.

მიღების წესები და დოზები

ჟოლო – ფორთოხლის მქონე ფხვნილი:

1დან 3 წლამდე ბავშვებში-1 ფხვნილი 2-3 ჯერ დღეში.

3 წლის ზემოთ – 2 ფხვნილი 2-3 ჯერ დღეში.

ბიფიფორმი® ბავშვებისათვის რეკომენდირებულია 5 და მეტი დღის განმავლობაში, საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად.

უკუჩვენება

ბად-ის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25oC ტემპერატურისას.

ვადა 18 თვე