ბიფიფორმი

ბიფიფორმი

ბიფიფორმის ზოგადი ინფორმაცია

ბიფიფორმი. Bifiform. ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ბიფიდობაქტერია ლონგუმ + ენტეროკოკუს ფეციუმ. Bifidobacterium longum + Enterococcus faecium. მწარმოებელი ფირმა – ფეროსანი ას (დანია).

ბიფიფორმის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბიფიფორმი. Bifiform გამოდის კაფსულის ფორმით. კაფსულები, რომლებიც დაფარული არიან ნაწლავებში ხსნადი გარსით, შეიცავენ ბიფიდობაქტერიას – არანაკლებ 10 000 000 , ენტეროკოკს – არანაკლებ 10 000 000, არააქტიური ინგრედიენტებს: უწყლო გლუკოზას 154,1 მგ, რძემჟავასაფუარს 17,5 მგ, გუმფისის 12,5მგ, მაგნიუმის სტერეატს 3,0 მგ ლაქტულოზას 0,5 მგ. აღწერა: მყარი ჟელატინის კაფსულები #30, თეთრი ფერის. კაფსულის შიგთავსი – მშრალი ფხვნილი ბეჟი ფერის.

ბიფიფორმის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბიფიფორმი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბიფიფორმის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბიფიფორმის ფასები ფარმადეპოში
ბიფიფორმის ფასები ავერსში
ბიფიფორმის ფასები psp-ში
ბიფიფორმის ფასები სხვა აფთიაქებში

ბიფიფორმის აქტიური ნივთიერებები

ბიფიდობაქტერია ლონგუმ + ენტეროკოკუს ფეციუმ. Bifidobacterium longum + Enterococcus faecium. ბიფიდობაქტერია ლონგუმ – ს  + ენტეროკოკუს ფეციუმ –ს  მიაკუთვნებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებების ჯგუფს.

ბიფიფორმის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • კუჭნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაცია
  •  კუჭნაწლავის პრობლემები სხვადასხვა გენეზისის
  •  კუჭნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები
  • იმუნიტეტის მხარდაჭერა

ბიფიფორმის საფირმო აღწერიდან

ბიფიფორმის ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები ხელსუწყობენ და არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ ბალნსს. ჩვენებები პრეპარატი განკუთვნილია კუჭნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციისათვის, სხვადასხვა გენეზისის კუჭნაწლავის პრობლემების პროფილაქტიკისათვის და მკურნალობისათვის, კუჭნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებებისას, ასევე იმუნიტეტის მხარდაჭერისთვის ბავშვებში 2 წლის ზევით და მოზრდილებში. მიღების წესები და დოზები თუ არ არის დანიშნული მკურნალობის სხვა სქემა: კუჭნაწლავის აშლილობების პროფილაქტიკა და მკურნალობისათვის რეკომენდირებულია: 2 წლიდან ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში _ 2-3 კაფსულა ყოველდღე საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-21 დღეს. მწვავე დიარეის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 კაფსულამდე დღეში 2-3 დღის განმავლობაში. დიარეის სიმპტომების გაქრობამდე ინიშნება 2-3 კაფსულა დღეში. გვერდითი მოვლენები რეკომენდებული დოზებით მკურნალობისას გვერდითი ეფექტები არ არის გამოვლენილი. უკუჩვენება არ არის გამოვლენელი. ჭარბი დოზირება არ არის სასურველი აღნიშნული მაქსიმალური დოზის გადაჭარბება. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვა კომბინაციაში. დასაშვებია ანტიბიოტიკებთან ერთდროული დანიშვნა. შენახვის პირობები და ვადები ნებისმიერი სახის ტრანსპორტით ტემპერატურაზე არა უმეტეს +25ºС. უნდა შეინახოთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +25oC გრადუსს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. 2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..