ბიფლორაკი

ბიფლორაკი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბიფლორაკის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):bifidobacterium bifidum, bifidobacterium longum, lactobacillus fermentum, lactobacillus plantarum, lactobacillus acidophilus, escherichia coli

ბიფლორაკის კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები


ბიფლორაკი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა

პრეპარატი წარმოადგენს პრობიოტიკურ კომპლექსს, რომელშიც დამხმარე ნივთიერების სახით დამატებულია პრებიოტიკური კომპონენტი – ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი ფრუქტოოლიგოსაქარიდი.
თითოეული კაფსულა პრეპარატისა შეიცავს:
პრობიოტიკური კომპლექსი: ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის შემადგენელი მიკრობები: ბიფიდობაქტერიები (Bifidobacterium bifidum I, Bifidobacterium longum), ლაქტობაქტერიები (Lactobacillus fermenti, Lactobacillus plantarum, Lactobacillus acidophilus), კოლიბაქტერიები (E-Coli M-17).
თითოეული კაფსულა ჯამურად შეიცავს არანაკლებ 109 (მილიარდი) ცოცხალ მიკრობს, ამასთან ცალკეული მიკრობის შემცველობა არის არანაკლებ 107 (10 მილიონი) ცოცხალი უჯრედი.
დამხმარე პრებიოტიკური კომპონენტი: ფრუქტოოლიგოსაქარიდი 50 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბიფლორაკი არის კომპლექსური პრეპარატი. იგი წარმოადგენს ადამიანის ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის კომპონენტების – ბიფიდობაქტერიების, ლაქტობაქტერიების და კოლიბაქტერიების, ლიოფილურად გაშრობილი ცოცხალი უჯრედების ნარევს. პრეპარატი მზადდება ჩამოთვლილი მიკრობების ანტიბიოტიკრეზისტენტული შტამებისაგან, რაც განაპირობებს მისი კომპონენტების მდგრადობას სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკების და სულფანილამიდების მიმართ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ფრუქტოოლიგოსაქარიდი უცვლელი სახით აღწევს წვრილ და მსხვილ ნაწლავში, სადაც იწვევს შეყვანილი მიკრობების გამრავლების სტიმულაციას, იგი წარმოადგენს საკვებ ნიადაგს პრობიოტიკებისათვის. აგრეთვე იწვევს ადამიანის იმუნური სისტემის პოტენცირებას.

მოქმედების მექანიზმი: ბიფლორაკის სამკურნალო ეფექტი განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი მიკრობული უჯრედების ანტაგონისტური მოქმედებით ნაწლავების პათოგენურ მიკროორგანიზმებზე.
პრეპარატის მიღების შედეგად მიღწეული ნაწლავური მიკროფლორის ნორმალური დონე მიკრობიოცენოზში, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას; აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს; ეწინააღმდეგება ნაწლავური დაავადებების ქრონიკული ფორმების განვითარებას; აძლიერებს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას.

ჩვენებები
• მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები;
• სხვადასხვა ეთიოლოგიის დისბიოზი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
• ანტიბიოტიკების და სულფანილამიდების მიღების ფონზე განვითარებული ან მიკრობული გენეზისის ნაწლავთა ფუნქციის დარღვევები;
• მწვავე ნაწლავური დაავადებები რეკონვალესცენციის პერიოდში, ორგანიზმის არასპეციფიკური რეზისტენტობის ასამაღლებლად.
• ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად, როგორც მოსალოდნელი დისბიოზის საპროფილაქტიკო საშუალება.

მიღების წესები და დოზები
მოხმარების წესი: მიიღება შიგნით, ჭამამდე 20 წუთით ადრე. მცირეწლოვან ბავშვებს პრეპარატს აძლევენ მცირე რაოდენობა წყალში გახსნილი სუსპენზიის სახით.
დოზირება: მოზრდილებს 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში, ან 2 კაფსულა დილით, 1კაფსულა საღამოს; ბავშვებს 2-დან 12 წლამდე 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში; 2 წლამდე ბავშვებს 0,5 კაფსულა 2-ჯერ დღეში. მკურნალობის საშუალო კურსი 7-15 დღე. დასაშვებია მკურნალი ექიმის მითითებით კურსის გაგრძელება 1 თვემდე.

გვერდითი მოვლენები
არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენება
არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები და ვადები
მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ბიოფარმი საქართველო

გაფრთხილება