გინოტრი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გინოტრის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):  ნეომიცინი, პოლიმიქსინი B სულფატი, ნისტატინი /neomycin, Polymyxin B sulfate, nystatine

გინოტრის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტოზოას, მიკრობების და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის


გინოტრი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
თითოეული სუპოზიტორია შეიცავს: ნეომიცინის სულფატი 35000 ერთეული, ნისტატინი 100000 ერთეული, პოლიმიქსინი B სულფატი 35000 ერთეული.
თვისობრივი მახასიათებლები:
გინოტრი წარმოადგენს ფართო სპექტრის გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე მოქმედ ანტიბაქტერიულ საშუალებას, რადგან მის შემადგენლობაში შედის ნეომიცინი და პოლიმიქსინი, ასევე გინოტრი მაღალეფექტურია ვაგინალური ტრიქიმონას დაკანდიდოზის მიმართ.
ჩვენებები
გინოტრი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
– ვაგინალური ინფექციები.
– საშვილოსნოს ყელის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები.
– ვაგინალური გამონადენი.
– გენიტალური ორგანოების ოპერაციის წინ ინფექციებისგან დასაცავად.
მიღების წესები და დოზები
ერთი სუპოზიტორია თავსდება ვაგინაში ძილის წინ. მკურნალობის კურსი შეადგენს 12 დღეს.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული ეგზემა, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობის დროს.
უკუჩვენება
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის პირველ მესამედში, მეორე და მესამე ნახევარში ინიშნება ექიმის რჩევის გათვალისწინებით.
განსაკუთრებული მითითებები
ალერგიის შემთხვევებში ინიშნება პეროლალურად მისაღები ანტიბიოტიკი. მკაცრად უნდა იქნას დაცული მკურნალობის განსაზღვრული პერიოდი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გინოტრის ამინოგლიკოზიდების ჯგუფის პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში იზრდება ინგრედიენტებისადმი მგრძნობელობა.აქედან გამომდინარე იგი არ უნდა იქნას მიღებული სხვა პრეპარატებთან ერთად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტები უნდა იქნან აყვანილი კონტროლის ქვეშ.
შენახვის პირობები და ვადები
არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნიდან უნდა გაიხარჯოს ერთი თვის განმავლობაში ოთახის ტემპერატურის პირობებში შენახვისას.
შენახვის ვადა: 3 წელი
გამოშვების ფორმა: ვაგინალური სანთელი #12
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Kaspar-Chabani Pharma, სირია

გაფრთხილება