გრიპ-ჰეელი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გრიპ-ჰეელის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

გრიპ-ჰეელის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა


გრიპ-ჰეელი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ტაბლეტები: 1 ტაბლეტი შეიცავს Aconitum D4 120 მგ; Bryonia D4, Lachesis D12 – შესაბამისად 60 mg; Eupatorium perfoliatum D3, Phosphorus D5 – შესაბამისად 30 მგ; ასევე Lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.
საინექციო ხსნარი: 1,1 მლ-იანი 1 ამპულა შეიცავს: Aconitum D3 – 4.4 მკლ;; Lachesis D11 – 2,2 მკლ; Bryonia D3 – 2.2 მკლ; Eupatorium perfoliatum D2 – 1,1 მკლ; Phosphorus D4 – 1.1 მკლ; ასევე საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი.
ჩვენებები
ტაბლეტები: გრიპი და გრიპოზული ინფექციები. იმუნიტეტის დაქვეითება ცხელებით მიმდინარე ინფექციური დაავადებებისას.
საინექციო ხსნარი: გრიპი და გრიპოზული ინფექციები.
მიღების წესები და დოზები
ტაბლეტები: ერთი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით; მწვავე შემთხვევაში ჩვეულიბრივ – თითო ტაბლეტი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა.
ამპულები: მწვავე შემთხვევაში – 1 ამპულა ყოველდღე, ჩვეულებრივ 1-3-ჯერ კვირაში კანქვეშ, კანთში, კუნთებში ან ვენაში (რეკომენდებულია ნარევი Engystol N და/ან Traumeel S- თან ერთად). მონაცვლეობით ნაჩვენებია Echinacea compositum S- ის ინექციები
გვერდითი მოვლენები
არ გააჩნია.
უკუჩვენება
არ გააჩნია.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ასევე, ნაჩვენებია ცხელებით მიმდინარე სხვა დაავადებისას, როგორებიცაა ანგინა, შუა ყურის ანთება, ბრონქიტი, ტრაქეიტი და სხვა.
პრეპარატი ამაღლებს იმუნიტეტს იმისდა მიუხედავად, თუ სადაა ლოკალიზებული დაავადება (ზემო სასუნთქი გზები, ცხვირი, ხორხი, პნევმო, კარდიო, ენტერო და ნეიროტროპია ან მისი გამომწვევი.
ამასთანავე, არნდტ-შულცის უკუეფექტის შესაბამისად, Aconinum უვნებელყოფს შემცივნების შემდგომ შედეგებს, ნევრალგიურ სიმპტომებს და სისხლის მიმოქცევის დარღვევას, Eუპატორიუმ ხსნის ტკივილებს კიდურებში და დაუძლურების გრძნობას. ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა Lachesis (სეპტიური ინფექციები, ჰემოლიზისადმი მიდრეკილება), Bryonia (წყურვილი, ხველა, ტკივილები მკერდის უკან, სეროზული გარსების დაავადება, მაგ., პლევრიტი), Phosphorus წყურვილი, ხველა, ტკივილები მკერდის უკან, სეროზული გარსების დაავადება, მაგ., პლევრიტი),ა(პეტექიები, შერჩევითი ზემოქმედება ფილტვებზე — პნევმონიის თავიდან ასაცილებლად) კომპლექსური პოტენცირებული ზემოქმედების საშუალებით აძლიერებს თერაპიულ ეფექტს. Gripp-Heel- ის კანშიგა ინექციები განსაკუთრებით, ნაჩვენებია კიდურებში ტკივილისას. პედიატრიაში მხოლოდ კანქვეშა და კუნთის ინექციები გამოიყენება.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები და ვადები
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #50; #250
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Heel, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook