ეკოვაგი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლიოფილიზებული ლაქტობაცილები/lactobacillus lyophilized

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: ლაქტობაცილა gasseri (EB 01TM), ლაქტობაცილა rhamnosus (PB01TM) (რძემჟავას წარმომქმნელი ბაქტერია). Ecovag BalanceTM – ის ერთი კაფსულა შეიცავს სულ მცირე 1X108 რძის მშრალი შრატის ცოცხლად გაყინულ ბაქტერიას.
სხვა ინგრედიენტები: უწყლო გლუკოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილ-მეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაგნეზიუმის სტეარატი. თავისუფალია კონსერვანტებისგან, არ შეიცავს ჟელატინს და სხვა ცხოველური წარმოშობის ნივთიერებებს.
ჩვენებები
EcoVag Balance TM ვაგინალუირი კაფსულები ვაგინალური ფლორის აღდგენისა და ჯანსაღი ფლორის შენარჩუნებისთვის ფიზიოლოგიული pH – ის აღდგენით
EcoVag Balance TM
სრულად წაიკითხეთ მოცემული დანართი ფურცელი, იგი მოიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მოცემული სამედიცინო პროდუქტის გამოყენების შესახებ. შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, რადგან იგი შესაძლოა შემდგომში კვლავ დაგჭირდეთ. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ინფორმაცია პროდუქტის შესახებ:
Ecovag BalanceTM შეიცავს ორი ტიპის პრობიოტულ ლაქტობაცილას (რძემჟავა ბაქტერიას) რომლებიც საუკეთესოდ მოქმედებს ვაგინალური მიკროფლორის შენარჩუნებასა და აღდგენაზე. ლაქტობაცილები რძემჟავას წარმოქმნით ხელს უწყობენ ვაგინალური მიკროფლორის მჟავიანობის სტაბილურობის შენარჩუნებას და ქმნიან ბუნებრივ დაცვას ვაგინალური ინფექციებისაგან. Ecovag BalanceTM იცავს ისეთი სიმპტომებისაგან როგორიცაა: საშოს ქავილი, წვა, სუნი, სიწითლე, გაღიზიანება და გამონადენი საშოდან. აღნიშნული უსიამოვნო სიმპტომები შესაძლოა იყოს ვაგინალური ანთების, ანუ ბაქტერიული ვაგინიტის ნიშნები. ვაგინალური ანთებების გამეორებისკენ მიდრეკილების შემთხვევაში Ecovag BalanceTM –ის რეგულარულმა გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს ინფექციების სიხშირე.
რა უნდა იცოდეთ რძემჟავას წარმომქმნელი ბაქტერიის შესახებ
რძემჟავა ბაქტერიები ჯანსაღი ვაგინალური ბაქტერიული ფლორის (ჩვეულებრივ საშოში არსებობს ბაქტერიული ფლორა) ძალზე მნიშვნელოვანია ნაწილია. ისინი წარმოქმნიან რძემჟავას და შესაბამისად ხელს უწყობენ ვაგინალური ლორწოვანი გარსის ნორმალური მჟავიანობის შენარჩუნებას. სწორედ ამის გამო ვაგინალური ინფექციების გამომწვევი არასასურველი ბაქტერიების განვითარებას ხელი ბუნებრივად ეშლება.
ვაგინალური დარღვევების გამომწვევი მიზეზები
სიმპტომები როგორიცაა საშოს ქავილი, წვა და გამონადენი საშოდან შესაძლოა გახდეს ვაგინალური ანთების მიზეზი, რომლიც გამოწვეულია ფუნგალური ან ბაქტერიული ინფექციებით და წარმოადგენს ვაგინალური ფლორის დარღვევის ნიშანს. მხოლოდ თქვენს ექიმს შეუძლია დასვას კონკრეტული დიაგნოზი.

ნორმალური ვაგინალური ფლორა ჩვეულებრივ შედგება რძემჟავა ბაქტერიებისაგან, რომლებიც ხასიათდება pH 3,8-4,5 მაჩვენებლით და შესაძლოა შეიცვალოს სხვადასხვა მიზეზებით: ინტიმური ჰიგიენის საშუალებები, სქესობრივი კავშირი, მენსტრუაცია, მეტაბოლური დარღვევები (მაგ. დიაბეტი), სტრესი, ჰორმონალური დისბალანსი (მაგ: მენსტრუალური ციკლი, მენოპაუზა), ანტიბიოტიკები, ვაგინალური პრეპარატების ადგილობრივად გამოყენება. ნორმალური ვაგინალური ბაქტერიული ბალანსის აღდგენა შეუძლია რძემჟავა ბაქტერიების ადგილობრივად გამოყენებას – მაგ: Ecovag BalanceTM
მიღების
წესები და დოზები
Ecovag BalanceTM -ის გამოყენება
Ecovag BalanceTM –ის ერთი კაფსულა თავსდება ღრმად საშოში დღეში ერთხელ საღამოს საათებში 8 თანმიმდევრული დღის განავლობაში. საჭიროების შემთხვევაში Ecovag BalanceTM – ის კაფსულების გამოყენება დასაშვებია უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაშიც. მკურნალობა სასურველია არ მიმდინარეობდეს მენსტრუაციის დროს.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
Ecovag BalanceTM – ის გამოყენება ორსულობის დროს დასაშვებია მხოლოდ ექიმის მითითებების საფუძველზე.
Ecovag BalanceTM – ის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს.
გვერდითი
მოვლენები
დღემდე რაიმე სახის გვერდითი მოვლენა არ გამოვლენილა.
არ არის გამორიცხული იშვიათი ალერგიული რეაქციების გამოვლენა. თუ თქვენ აგეღნიშნებათ ალერგიის რაიმე სიმპტომი დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ Ecovag BalanceTM –ის გამოყენება და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
Ecovag BalanceTM არ უნდა იქნას გამოყენებული თუ ცნობილია ჰიპერმგრძნობელობის შესახებ მისი შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
აკრძალვები
Ecovag BalanceTM არ უნდა იქნას გამოყენებული გოგონებში მათ სქესობრივ სიმწიფემდე.

მოცემული პროდუქტი შეუფერებელია ჩვილებისა და ბავშვებისთვის.

შენიშვნა
თუ სიმპტომები უარესდება ან არ უმჯობესდება პრეპარატის გამოყენების 8 დღიანი პერიოდის შემდეგ, თუ აგეღნიშნებათ სისხლიანი გამონადენი, გთხოვთ კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს.
რძემჟავას წარმომქმნელი ბაქტერია ექიმის რჩევის გარეშე არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში რომლებსაც აწუხებთ იმუნური სისტემის დამასუსტებელი დაავადებები (მაგ. შიდსი) (ბაქტერიემიის განვითარების შესაძლო რისკის გამო). ვაგინალური კაფსულების შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში უარყოფითი შედეგები არ არის მოსალოდნელი.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
Ecovag BalanceTM – ის გამოყენება ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან (ე.ი. ანტიბიოტიკებთან) ერთად ამცირებს რძემჟავა ბაქტერიების მოქმედების ეფექტურობას.
შენახვის
პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 12 კვირის განმავლობაში.
ყოველი გამოყნების შემდეგ მჭიდროდ დახურეთ კონტეინერის ხუფი.
არ გამოიყენოთ Ecovag BalanceTM მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც კოლოფის გარეთა მხარეს არის მითითებული.
გამოშვების ფორმა:
ვაგინალური კაფს. #10
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Halsa Pharma, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook