ენალაპრილ H

ენალაპრილ H

ენალაპრილ H–ის ზოგადი ინფორმაცია

ენალაპრილ H. ENALAPRIL H. ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და დიურეზული პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ენალაპრილი + ჰიდროქლოროთიაზიდი. Enalapril + Hydrochlorothiazide. მწარმოებელი ფირმა – ჯი-ემ-პი (საქართველო).

ენალაპრილ H–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ენალაპრილ H. ENALAPRIL H გამოდის 10მგ/25მგ ტაბლეტის ფორმით. ენალაპრილ H-ის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების – ენალაპრილის მალეატის 10 მგ-სა და ჰიდროქლორთიაზიდის 25 მგ-ს.

ენალაპრილ H–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ენალაპრილ H–ის ფასები ფარმადეპოში
ენალაპრილ H–ის ფასები ავერსში
ენალაპრილ H–ის ფასები psp-ში
ენალაპრილ H–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ენალაპრილ H, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ენალაპრილ H–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ენალაპრილ H–ის აქტიური ნივთიერებები

ენალაპრილი + ჰიდროქლოროთიაზიდი. Enalapril + Hydrochlorothiazide. ენალაპრილს + ჰიდროქლოროთიაზიდს მიაკუთვნებენ კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ჯგუფს.

სინონიმები

ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5 (ENA+HCT-Denk 20/12.5, Denk Pharma, გერმანია), ენოზიდი H (Enozid H, AVERSI, საქართველო).

ენალაპრილ H–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ჰიპერტონია არტერიული, ნებისმიერი სიმძიმის
  • ჰიპერტონია რენოვასკულარული
  • გულის უკმარისობა ქრონიკული

ენალაპრილ H–ის საფირმო აღწერიდან

მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული შემადგენლობის ჰიპოტენზიური საშუალება. ორგანიზმში პერორალურად მოხვედრილი ენალაპრილი განიცდის ჰიდროლიზს ენალაპრილატამდე, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახდენს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბირებას. შედეგად, მცირდება ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაცია პლაზმაში და ფერხდება ალდოსტერონის გამომუშავება. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე მაინჰიბირებელი ზემოქმედების შედეგად მცირდება არტერიული წნევა. ჰიდროქლორთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი, აძლიერებს რენინის გამომუშავებას. ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას უფრო ძლიერი ჰიპოტენზიური ეფექტი აქვს, ვიდრე თითოეულს ცალ-ცალკე. ამასთანავე, ამცირებს თიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეულ კალიუმის დანაკარგს.საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეიწოვება პრეპარატის 60%, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 3-4 სთ-ში მიიღწევა. პრეპარატის მიღებიდან 4 დღის შემდეგ ენალაპრილატის ნახევარდაშლის პერიოდი სტაბილური ხდება და შეადგენს 11 საათს.
ჩვენებები
– ნებისმიერი სიმძიმის არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულარული);
– გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).
მიღების წესები და დოზები
პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, დღეში 1-2 ტაბლეტი. ავადმყოფთა უმრავლესობისათვის საკმარისია ჰიდროქლორთიაზიდის 50 მგ, ამიტომ რეკომენდებული არაა დღეში 2 ტაბლეტზე მეტის მიღება. სწრაფი ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, ენალაპრილ H-ის დანიშვნამდე 2-3 დღით ადრე, საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა. მკურნალობის ხანგრძლივობა დროში შეზღუდული არ არის.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ხველება, გამონაყარი კანზე. იდიოსინკრაზიის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ავადმყოფს უტარდება ადექვატური თერაპია. სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატებისას ენალაპრილი დროებით უნდა მოიხსნას და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, ლაბორატორიული პარამეტრების კონტროლის ქვეშ კვლავ დაინიშნოს.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა, ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები, ორსულობისა (განსაკუთრებით II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი, 14 წლამდე ასაკი.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილე საჭიროა თირკმლის ფუნქციის დარღვევისას. ენალაპრილმა ალოპურინოლთან კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოპენია, ანემია ან პანციტოპენია. პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ან ინსულინთან ერთად დანიშვნისას, საჭიროა ელექტროლიტებისა და ტრანსამინაზების აქტივობის კონტროლი. პრეპარატის მოქმედებას აძლიერებენ: ბარბიტურატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები, ალკოჰოლი. მის მოქმედებას ამცირებენ: ანალგეტიკები და არასტეროიდული ანტირევმატული საშუალებანი.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!