ენგისტოლი

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:მუნომოდულატორი: ჰომეოპათიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.
1 ტაბ.
Vincetoxicum hirundinaria  D6……………..      75 მგ
Vincetoxicum hirundinaria D10………………    75 მგ
Vincetoxicum hirundinaria  D30………………   75 მგ
Sulfur D4    ……………………………………… 37.5 მგ
Sulfur  D10   ……………………………………. 37.5 მგ
აგრეთვე მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ხასიათდება არასპეციფიკური იმუნიტეტის გააქტივებით.
ჩვენებები:
არასპეციფიკური იმუნიტეტის გააქტივება, განსაკუთრებით ცხელებით მიმდინარე არაიდენტიფიცირებული ვირუსული ინფექციებისას (ვირუსული გრიპი, პნევმონია, ვირუსული ჰეპატიტი), ყვავილის აცრის შემდგომი პერიოდი, აფტოზური სტომატიტი;
კანის სხვადასხვა დაავადებები (ნეიროდერმიტი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ეგზემა, ფურუნკულოზი და სხვა.);
სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქიტი, ბრონქოექტაზია, ყივანახველა, პნევმონია, ასთმა);
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები – სეპტიკური ენდოკარდიტი;
შაკიკის, ნევრალგიების, კაუზალგიის, ყველა სახის და ლოკალიზაციის ალერგიები (გაზაფხულის სურდოს ჩათვლით);
რევმატიული დაავადებები, პოდაგრა;
თირკმლების, ღვიძლის და ცენტრალური ნერვული სისტმის დაავადებები.
მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება თითო ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ.
გვერდითი მოქმედება:
ცხელებით მიმდინარე მძიმე რეაქტიული ფაზებისას, მაგალითად, სეფსისის დროს, Engystol -ის მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს მდგომარეობის გაუარესება 3-5 სააათის განმავლობაში შემდგომი კომპენსაციის ფაზით.
უკუჩვენებები:
არ გააჩნია
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook