ეპიგენი გელი

ეპიგენი გელი

ეპიგენი გელის ზოგადი ინფორმაცია

ეპიგენი გელი. EPIGEN Gel. ანტივირუსული პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. გლიცირიზინის მჟავა. Glycyrrhizinic acid. მწარმოებელი ფირმა – ხემინოვა ინტერნეიშენელი ს.ა. (საფრანგეთი).

ეპიგენი გელის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ეპიგენი გელი. EPIGEN Gel გამოდის 250მლ გელის ფორმით ფლაკონში.

ეპიგენის (გელი) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ეპიგენის (გელი) ფასები ფარმადეპოში
ეპიგენის (გელი) ფასები ავერსში
ეპიგენის (გელი) ფასები psp-ში

ეპიგენის (გელი) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ეპიგენი (გელი), იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია  ეპიგენის (გელი) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ეპიგენი გელის აქტიური ნივთიერება

გლიცირიზინის მჟავა. Glycyrrhizinic acid. ქიმიური დასახელება – 20ბეტა-კარბოქსი-11-ოქსო-30-ნოროლეან -12-ენ-3ბეტა-ილ-2-О-ბეტა-D-გლუკოპირანუროზილ-ალფა-D-გლუკოპირანოზიდურონის მჟავა. ბრუტო–ფორმულა: C42H62O16. გლიცირიზინებულ მჟავას მიაკუთვნებენ ანტივირუსული (აივ-ის გარდა) საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:1405-86-3.

ეპიგენი გელის სინონიმები

ეპიგენი ინტიმი (EPIGEN INTIM, Cheminova Internacional, ესპანეთი), ეპიგენი (EPIGEN, Cheminova Internacional, ესპანეთი).

ეპიგენი გელის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • საშვილოსნოს ყელის პათოლოგია
  • ორსულობის შეწყვეტა, ინფექციური გენეზის
  • ნაყოფის და ჩვილის ვირუსული განვითარება
  • ანთება სასქესო ორგანოების
  • ალერგიული პროცესები სასქესო ორგანოების
  • ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზდრა სასქესო ორგანოების ვირუსული ინფექციების მიმართ
  •  საშოს ლორწოვან გარსის რეგენერაცია
  • ჰიგიენა ინტიმური
  • ინტიმური ზონის pH ბუნებრივი ბალანსის მხარდაჭერა
  • კანის გასუფთავება
  • სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების ბუნებრივი მიკროფლორის შენარჩუნება
  • დისკომფორტი (გაღიზიანება, შეწითლება) ეპილაციის, ყოველდღიური ჰიგიენური საფენების გამოყენების შემდეგ, სინთეთიკური საცვლებისა და სტრინგების გამოყენების შემთხვევაში
  • ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურები(განსაკუთრებით კრიტიკულ დღეებში და ორსულობისას) სპორტის შემდეგ, საცურაო აუზში, ან ბუნებრივ წყალსაცავებში ბანაობის შემთხვევაში; ინტიმურ სიახლოვემდე და მის შემდეგ.

ეპიგენი გელის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
გელის რბილი ნატურალური ფორმულა გამომუშავებულია სპეციალურად ქალის სხეულის ინტიმური ზონების ყოველდღიური მოვლისათვის
აქტივიზირებული გლიცირიზინის მჟავა (ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი) ახდენს კომპლექსურ მოქმედებას, ხოლო რძის მჟავა ხელსუწყობს ინტიმური ზონის pH ბუნებრივი ბალანსის მხარდაჭერას
ჩვენებები
მკურნალობა
1. ამცირებს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის განვითარების საშიშროებას;
2. ინფექციური გენეზისის ორსულობის შეწყვეტას;
3. ამცირებს ნაყოფის და ჩვილის ვირუსული განვითარების რისკს;
4. ხსნის სასქესო ორგანოების ანთებით და ალერგიულ პროცესებს.
პროფილაქტიკა
ზრდის ორგანიზმის რეზისტენტულობას სასქესო ორგანოების ვირუსული ინფექციების მიმართ ახდენს რეგენერაციულ მოქმედებას საშოს ლორწოვან გარსზე
ინტიმური ჰიგიენა
1. ხელსუწყობს ინტიმური ზონის pH ბუნებრივი ბალანსის მხარდაჭერას;
2. ასუფთავებს კანს;
3. ხელსუწყობს სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების ბუნებრივი მიკროფლორის შენარჩუნებას;
4. ხსნის დისკომფორტს (გაღიზიანებას, შეწითლებას) ეპილაციის, ყოველდღიური ჰიგიენური საფენების გამოყენების შემდეგ, სინთეთიკური საცვლებისა და სტრინგების გამოყენების შემთხვევაში;
5. ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურებისათვის (განსაკუთრებით კრიტიკულ დღეებში და ორსულობისას); სპორტის შემდეგ, საცურაო აუზში, ან ბუნებრივ წყალსაცავებში ბანაობის შემთხვევაში; ინტიმურ სიახლოვემდე და მის შემდეგ.
გელის ყოველდღიური გამოყენება ჰიგიენური პროცედურების ჩასატარებლად რეკომენდირებულია ექიმ-გინეკოლოგების მიერ
მიღების წესები და დოზები
მოათავსეთ ეპიგენ გელის მცირე რაოდენობა სხეულის ინტიმურ ნაწილებზე, ააქაფეთ და კარგად ჩამოიბანეთ. პროფილაქტიკური მიზნებისთვის რეკომენდირებულია ეპიგენ ინტიმ გელის რეგულარული (ყოველდღიური) გამოყენება. გელის რბილი და ნატურალური ფორმულა საშუსალებას იძლევა გამოიყენოთ იგი დღეში რამდენჯერმე. კრიტიკულ დღეებში შესაძლებელია გელის ხშირი გამოყენება – 4-5-ჯერ დღეში.
ასევე შესაძლებელია გელის გამოყენება ჰიგიენური პროცედურებისათვის მამაკაცებში!
ინტიმური ჰიგიენური პროცედურები უნდა ხორციელდებოდეს დელიკატურად და გარკვეული წესების დაცვით:
1. გამოიყენეთ ინტიმური ჰიგიენისთვის მხოლოდ სპეციალური საშუალებები, მოერიდეთ ჩვეულებრივი ტუტეს საპონს;
2. თბილი წყლით, კარგად დაბანილი ხელებით, არაუმცირეს დღეში 2-ჯერ, მოძრაობებით ბოქვენიდან ყითის მიმართულებით (რათა თავი აარიდოთ ინფექციის მოხვედრას სწორი ნაწლავიდან), ღრუბლის გარეშე!
3. გელით შეიძლება დაიბანოთ მხოლოდ კანი საშოს გარშემო;
4. პირსახოცი უნდა იყოს ინდივიდუალური, სუფთა, რბილი;
5. მენსტრუაციის დროს არ უნდა მიიღოთ აბაზანა, უმჯობესია მიიღოთ შხაპი, არ ისარგებლოთ აუზით, ან სხვა წყალსაცავებით;
6. მენსტრუაციის პერიოდში სასურველია თავი აარიდოთ სქესობრივ კონტაქტებს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ინტიმურ ჰიგიენას;
7. საფენები გამოიცვალეთ არაუმცირეს 4-5-ჯერ დღეში, ტამპონი არ დაიტოვოთ საშოში 4 საათზე ხანგრძლივი პერიოდით.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (+15-დან +30C გრადუსამდე) ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.