ვიტა-G

ვიტა-G

ვიტა-G–ის ზოგადი ინფორმაცია

ვიტა-G. VITA-G. პოლივიტამინები მაკრო– და მიკროელემენტებით. მწარმოებელი ფირმა – ჯი-ემ-პი (საქართველო).

ვიტა-G–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ვიტა-G. VITA-G გამოდის ტაბლეტის ფორმით. პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს ვიტამინ A –ს (Retinylacetate) 800 μg,  ვიტამინ D–ს (Cholecalciferole)  5.0 μg, ვიტამინ B1–ს (Th iamine mononitrate)  1.4 mg, ვიტამინ B2–ს (Ribofl avine) 1.6 mg, ვიტამინ B6–ს (Pyridoxine hydrochloride) 2.0 mg, ვიტამინ B12–ს (Cyanocobalamine) 1.0 μg, ვიტამინ C–ს (Ascorbic acid)  60 mg, ვიტამინ E–ს (DL-alpha tocopheryl acetate)  10 mg, ნიაცინს (Nicotinamide) 18 mg, პანტოტენის მჟავას (Calcium-d-pantothenate) 6.0 mg, ფოლის მჟავას  200 μg, კალციუმს (Calcium carbonate) 200 mg, მაგნიუმს (Magnesium oxide) 75 mg, იოდს (Potassium iodide) 150 μg, თუთიას (Zinc sulphate) 7.5 mg.

ვიტა-G–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ვიტა-G–ის ფასები ფარმადეპოში
ვიტა-G–ის ფასები ავერსში
ვიტა-G–ის ფასები psp-ში
ვიტა-G–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ვიტა-G, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ვიტა-G–ის  ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ვიტა-G–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა
  • ვიტამინებსა და მინერალებზე ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნა
  • გამოჯანმრთელების პერიოდი, მძიმე სომატური და ინფექციური დაავადებების შემდგომი
  • ასთენიური მდგომარეობა
  • ნევროზული მდგომარეობა
  • სტრესული მდგომარეობა
  • გადაძაბვა გონებრივი
  • გადაძაბვა ფიზიკური
  • კვება არასაკმარისი
  • კვება არაბალანსირებული
  • დიეტა
  • მეტაბოლური პროცესების ბალანსირება

ვიტა-G–ის საფირმო აღწერიდან

მოქმედების მექანიზმი
მულტივიტამინებისა და მინერალების კომპლექსი. პრეპარატის მოქმედებას განსაზღვრავს მის შემადგენლობაში შემავალი მულტივიტამინები და მინერალები:
ვიტამინი A – წარმოადგენს ორგანიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტურ კომპონენტს. უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ზრდასა და განვითარებას. ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფორმირებას და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ. უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას.
ვიტამინი D – არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლისმს, იცავს ძვლოვან ქსოვილებს ოსტეოპოროზისა და მოტეხილობებისაგან, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას. ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ტუბერკულოზური ინფექციის მიმართ.
ვიტამინი B1 – როგორც კოფერმენტი, წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში, ასევე დნმ/რნმ-ის, ნაღვლის მჟავებისა და ნეირომედიატორების სინთეზში. მონაწილეობს სინაფსებში ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში. გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და კუნთების ტონუსზე, ასევე ხელს უწყობს მადის შენარჩუნებას.
ვიტამინი B2 – უჯრედული სუნთქვის პროცესის მნიშვნელოვანი კატალიზატორი, უზრუნველყოფს ჟანგვააღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზში. ხელს უწყობს როგორც ანტისხეულების, ასევე ჰემოგლობინის სინთეზს. გავლენას ახდენს მხედველობის სიმახვილეზე. აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და მონაწილეობს კანის, ასევე პირის ღრუსა და თვალის ლორწოვანი გარსების ფუნქციისა და სტრუქტურის შენარჩუნებაში. აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციის (აღდგენის) პროცესს ჭრილობების დროს.
ვიტამინი B6 – მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, რის გამოც მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ამსუბუქებს პრემენსტრუალური სიმპტომების გამოვლინებას და ხსნის საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმს.
ვიტამინი B12 – ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში. მონაწილეობას იღებს ერითროციტების ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალს, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზმის ზრდის პროცესში.
ვიტამინი C – უზრუნველყოფს ძვლების, კანისა და კბილების ნორმალურ ზრდასა და განვითარებას. ასტიმულირებს შემაერთებელი ქსოვილის შემადგენელი კომპონენტების სინთეზს. აუმჯობესებს ლიპიდებისა და ქოლესტერინის მეტაბოლიზმს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა და კორტიკოსტეროიდული ჰორმონების სინთეზში. ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციისადმი, წარმოადგენს ორგანიზმის მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტსა და იმუნოსტიმულატორს. ასევე ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას.
ვიტამინი E – აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას. ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც უმნიშვნელოვანეს საშუალებას წარმოადგენს გულის იშემიური დაავადების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში. აფერხებს კატარაქტის განვითარებასა და ნაადრევ სიბერეს.
ნიაცინი – მნიშვნელოვანი ფაქტორია გლიკოლიზისა და უჯრედული სუნთქვის პროცესში. მონაწილეობს ამინომჟავების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ამცირებს საერთო ქოლესტერინის დონეს. არეგულირებს უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
პანტოტენის მჟავა – მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში, ასევე ნაღვლის მჟავებისა და ჰორმონების სინთეზში. ასტიმულირებს ანტისხეულების სინთეზს. აქვს ანტისტრესული მოქმედება, მონაწილეობს სხვა ვიტამინების სინთეზში. ამცირებს ანტიბიოტიკების ტოქსიკურ და გვერდით ეფექტებს, ასევე უზრუნველყოფს ჭრილობების შეხორცებას.
ფოლის მჟავა – მონაწილეობს უჯრედების გაყოფისა და ზრდის პროცესებში, სისხლის ელემენტების, ერითროციტების ფორმირებაში, ასევე – ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავებისა და პირიმიდინების სინთეზში.
კალციუმი – მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესისათვის.
მაგნიუმი – არეგულირებს მიოკარდიუმის კუმშვადობას. აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას სტრესული სიტუაციებისა და დეპრესიული მდგომარეობების მიმართ, მონაწილეობს უჯრედების გაყოფისა და ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში.
იოდი – შედის ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების შემადგენლობაში, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს ცენტრალური ნერვული სისტემისა და უმაღლეს ნერვულ მოქმედებას, ასევე სასქესო და სარძევე ჯირკვლების ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას.
თუთია – შედის სხვადასხვა ფერმენტების შემადგენლობაში და შესაბამისად, არეგულირებს ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმს. მნიშვნელოვანია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ელემენტების ფორმირებისათვის. მოქმედებს სასქესო ჰორმონების სინთეზზე, არეგულირებს ორგანიზმის იმუნურ პროცესებს.
ჩვენებები
– ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
– ვიტამინებსა და მინერალებზე ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნა;
– მძიმე სომატური და ინფექციური დაავადებების შემდგომი, გამოჯანმრთელების პერიოდი;
– ასთენიური და ნევროზული, ასევე სტრესული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
– გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა;
– არასაკმარისი ან არაბალანსირებული კვება და დიეტა;
– მეტაბოლური პროცესების ბალანსირება;
მიღების წესები და დოზები
ბავშვებში 11 წლის ზემოთ და მოზრდილებში – 1 ტაბლეტი დღეში. ვიტა-G მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ. მიღების ხანგრძლივობა – ჩვენების მიხედვით ინდივიდუალური.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად, შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატის კომპონენტებისადმი.
უკუჩვენება
პრეპარატის კონპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატთან ერთად რეკომენდებული არ არის სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება. არ შეიძლება მითითებული დღიური დოზის გადაჭარბება.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!

Share this...Share on Facebook
Facebook