ზელდოქსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ზიპრაზიდონი/ ZIPRASIDONE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნეიროლეფსიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
ზიპრაზიდონის ჰიდროქლორიდი….     20 მგ
1 კაფს.
ზიპრაზიდონის ჰიდროქლორიდი…….. 40 მგ
1 კაფს.
ზიპრაზიდონის ჰიდროქლორიდი…….. 60 მგ
1 კაფს.
ზიპრაზიდონის ჰიდროქლორიდი………            80 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ტიტანიუმის ორჟანგი, ინდიგოტინი.

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:
ფლაკონში, გამხსნელთან კომპლექტში
1 ფლ.
ზიპრაზიდონის……………….    20 მგ

ფარმაკოლიგიური თვისებები:
რეცეპტორებთან დაკავშირებული კვლევებიდან გამომდინარე ზელდოქსი ხასიათდება მაღალი აფინურობით დოფამინური2 (D2)  რეცეპტორების მიმართ და გაცილებით მაღალი აფინიტეტით სეროტონინული 5HT2A რეცეპტორების მიმართ. იგი აგრეთვე ურთიერთქმედებს სეროტონინულ 5HT2C და 5HT1D რეცეპტორებთან. ზელდოქსი ზომიერი აფინურობით გამოირჩევა H1-ჰისტამინური და ალფა1-ადენორეცეპტორების მიმართ. მათ მიმართ პრეპარატის ანტაგონიზმს უკავშირებენ ძილიანობას და ორთოსტატულ ჰიპოტენზიას. ზელდოქსს აგრეთვე გააჩნია უმნიშვნელო აფინურობა მუსკარინული m რეცეპტორების მიმართ. ამ რეცეპტორების ანტაგონიზმით ხსნიან მეხსიერების გაუარესებას ზელდოქსით. დამატებით ექსპერიმენტულ კვლევებში რეცეპტორების მიმართ აგონიზმისა და ანტაგონიზმის გამოსავლენად დადგენილ იქნა, რომ ზელდოქსი იჩენს ანტაგონიზმს როგორც სეროტონინული 2A ტიპის რეცეპტორების (5HT2A) ასევე დიოფამინური2 (D2) რეცეპტორების მიმართაც. გამოთქმულ იქნა მოსაზრება, რომ პრეპარატის ანტიფსიქოზური აქტივობა ნაწილობრივ განპირობებულია აღნიშული რეცეპტორების მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით.
ზელდოქსი აგრეთვე ამჟღავნვებს ძლიერ ანტაგონიზმს 5HT2C და 5HT1D რეცეპტორების და აგონიზმს  5HT1A რეცეპტორების მიმართ. იგი აინჰიბირებს ნეირონებში ნორადრენალინის და სეროტონინის უკუმუტაცებას. ზელდოქსის სეროტონინერგული აქტივობა და მისი ზეგავლენა ნეირონებში ნეიროტრანსმიტერების უკუმიტაცებაზე განაპირობებს ანტიდეპრესიულ აქტივობას. ამასთან ერთად, აგონიზმი 5HT1A რეცეპტორების მიმართ იწვევს მის ანაქსიოლიზურ ეფექტებს, მხოლოდ ძლიერი ანტაგონიზმი 5HT2C რეცეპტორების მიმართ განსაზღვრავს პრეპარატის ანტიფსიქოზურ აქტივობას. აღნიშნული ეფექტები შეიძლება იწვევდნენ დამატებით კლინიკურ ეფექტებს პაციენტებში.
ზელდოქსის გამოყენებით დოზით 40 მგ პოზიტრონული ემისიური ტომოგრაფიით დადგენილ იქნა,  რომ პრეპარატით გამოწვეული სეროტონინური 5HT2A რეცეპტორების ბლოკადა შეადგენდა 80%, ხოლო დოფაინური2 – რეცეპტორების 50%-ს.

ფარმაკოკინეტიკა:
ზელდოქსის განმეორებითი მიღებისას საკვებთან ერთად მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში აღინიშნება 6-8 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის ფარმაკოკინეტიკას დოზების თერაპიულ დიაპაზონში (40-80 მგ დღეში 2-ჯერ), საკვების მიღების შემდეგ გააჩნია ხაზოვანი ხასიათი. მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დოზით 20 მგ შეადგენდა 60%.
კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებს შორის ისევე როგორც ქალებსა და მამაკაცებს შორის პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის მხრივ არ იქნა დადგენილი.
ზელდოქსის ცილებთან კავშირი შეადგენს 99%-ს. მისი დღეში 2-ჯერ გამოყენებისას წონასწორული მდგომარეობა ჩვეულებრივ აღინიშნება 1-3 დღის შემდეგ. ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ ფართობი წონასწორული მდგომარეობის დროს დოზადამოკიდებულია. ზელდოქსის ინტრავენური შეყვანისას მისი განაწილების მოცულობა შეადგენს 1.5 ლ/კგ-ზე. ზელდოქსი განიცდის აქტიურ მეტაბოლიზმს პერორალური მიღებისას. დოზის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი (<1%) გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით. ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ სულფოქსიდური და სულფონური ნაერთები. დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა შარდით, ხოლო 66% ფეკალიებით. უცვლელი ზელდოქსის ხვედრითი წილი შეადგენს 46%, შრატში მისი მსგავსი ნივთიერებების საერთო კონცენტრაციის ადამიანებში ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტები არააქტიურია (<1 ზელდოქსის ფარმაკოლოგიურ აქტივობის) და არ ავლენენ რაიმე ფარმაკოლოგიურ ეფექტს ადამიანებზე.
ადამიანის ღვიძლის მიკროსომების კვლევისას in vitro დადასტურებულ იქნა მოცირკულირე ძირითადი მეტაბოლიტების წარმოქმნა ციტოქრომ P450(CYP)3A4-ის ზემოქმედებით. და არა CYP2D ზეგავლენით. In vitro კვლევებით გამოვლენილ იქნა, რომ CYP1A2 არ მონაწილეობს ზელდოქსის მეტაბოლიზმში, ამიტომ თამბაქო არ უნდა ახდენდეს გავლენას ზელდოქსის ფარმაკოკინეტიკაზე. შიზოფრენიით დაავადებულთა ფარმაკოლოგიური სკრინინგის დროს არ იქნა გამოვლენილი რაიმე არსებითი სხვაობა მწეველებსა და არამწეველებს შორის. ზელდოქსის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი მისი განმეორებითი მიღებისას ჯანმრთელ მოხალისეებში და შიზოფრენიით დაავადებულებში შეადგენს შესაბამისად 6.6 და 9.8 სთ-ს (3 დან 18 სთ-მდე). ზელდოქსის სისტემური კლირენსი მისი ინტრავენური შეყვანისას უტოლდება 7.5 მლ/წთ-კგ.
ვირთაგვებზე და ბოცვრებზე ჩატარებულმა კვლევება არ გამოავლინა ზელდოქსის ტერატოგენული მოქმედება. რეპროდუქციული ფუნქციაზე ნეგატიური მოქმედებას იგი ავლენდა მხოლოდ დოზებში, რომლებიც იწვევდნენ მდედრ ცხოველებში ინტოქსიკაციას.
ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში პრეპარატის ქრონიკული ტოქსიკურობის შესასწავლად 6 თვის განმავლობაში და ძაღლებში 1 წლის განმავლობაში აღინიშნებოდა სედაცია, მოძრაობითი დარღვევები, სხეულის მასის დაკლება და სარძევე ჯირკვლების ზომის შექცევადი მომატება, რაც დაკავშირებული იყო ზელდოქსის ფარმაკოლოგიურ ეფექტურობასთან. ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება და ღვიძლშიდა ქოლესტაზი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ძაღლებში 1 და 6 თვიანი კვლევის დროს, 12 თვიანი კვლევის პერიოდში არ იქნა გამოვლენილი. ზელდოქსი არ იწვევდა მუტაგენურ ეფექტებს in vitro და in vivo თაგვებზე და ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევის საფუძველზე გაკეთებულ იქნა დასკვნა, რომ ზელდოქსი არ ავლენს კანცეროგენულ მოქმედებას.

ჩვენებები:
ზელდოქსს იყენებენ შიზოფრენიის სამკურნალოდ. იგი ეფექტურია დაავადების გამწვავებისას და ხელს უწყობს პაციენტებში კლინიკური გაუმჯობსების შენარჩუნებას. მკურნალობის გაგრძელების დროს, როდესაც დამახასიათებელია თავდაპირველი დადებითი პასუხი პრეპარატის მიღების შემთხვევაში. ხანგრძლივი მიღებისას პრეპარატი ხელს უწყობს დაავადების რეციდივების პრევენციას და ამცირებს ნეგატიურ სიმპტომატიკას. იგი ასევე აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ, სოციალურ და პროფესიულ აქტივობას.
ხანგრძლივი კლინიკური კვლევის დროს ზელდოქსი ამცირებდა ნეგატიურ სიმპტომებს 12-თვიანი მკურნალობის პერიოდში. აღნიშნულ კვლევებში ზელდოქსით გამოწვეული არასასურველი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტის სიხშირე არ განსხვავდედბოდა იმ პაციენტებისაგან, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს.
ორ მულტიცენტრულ პლაცებო კონტროლირებადი კვლევების დროს მწვავე შიზოფრენიით შეპყრობილ პაციენტებში გაანალიზებულ იქნა ზელდოქსის ეფექტი დეპრესიულ სიმპტომებზე (დეპრესიის შკალა Montgomery-asberg-Madrs314), რომლის დროსაც პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ზელდოქსის დოზით 60 და 80 მგ 2-ჯერ დღეში, აღინიშნებოდა მდგომარეობის სტატისტიკური და სარწმუნო გაუმჯობესება MADRS შკალის მიხედვით (P<0.05) პლაცებოსთან შედარებით.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილეში: რეკომენდებულია 40 მგ დღეში ორჯერ ჭამის დროს. შემდგომში დოზა შეიძლება გაიზარდოს 80 მგ-მდე დღეში ორჯერ, ინდივიდუალურად, კლინიკური ეფექტის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალური დოზა შესაძლებელია მიღებულ იქნას პაციენტის მიერ მესამე დღიდან.
ბავშვები: პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლის ასაკამდე ბავშვებში შესწავლილი არ არის.
ხანდაზმულ პირებში პრეპარატის დოზა კორეგირებას არ საჭიროებს.
ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დაზიანების დროს დოზა არ იცვლება, ისევე როგორც თამბაქოს მწეველებში.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება.
-მისი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები 1-10%-ში ძილიანობა, ასთენია, ექსტრაპირამიდული სინდრომი (ნაკლებად გამოხატული, ვიდრე ჰალოპერიდოლის და რისპერიდონის მიღების დროს).
-იშვიათად ვითარდება კრუნჩხვები (<1%).
-შესაძლებელია სისხლში პროლაქტინის კონცენტრაციის მომატება პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, თუმცა გინეკომასტიის და სარძევე ჯირკვლების გადიდებას არ აქვს ადგილი მისი გამოყენებისას. მკურნალობის შეწყვეტისას პროლაქტინი ნორმას უბრუნდება.

უკუჩვენებები:
*პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ტოქსიკურობის შემსწავლელი კვლევებით დადგენილ იქნა, რომ პრეპარატი მოქმედებს რეპროდუქციის უნარზე ადამიანისთვის რეკომენდებულ დოზაზე 17.5-ჯერ მეტი დოზის გამოყენებისას.
ტერატოგენობა არ იქნა დადასტურებული ორსულ ქალებზე.
პრეპარატის მოქმედების შემსწავლელი კვლევა არ ჩატარებულა, ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის მიღებისას კონტრაცეპტივების გამოყენება. არ არის ცნობილი გადადის თუ არა პრეპარატი დედის რძეში, რის გამოც მკურნალობის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:
ზელდოქსის კაფსულები ლაქტოზას შეიცავენ. კლინიკურ კვლევებში ზელდოქსის გამოყენებისას არ იქნა გამოვლენილი ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს).
-ანს-ის ნიშნების გამოვლენისთანავე საჭიროა ანტიფსიქოზური პრეპარატების მოხსნა დაუყოვნებლივ.
-პრეპარატის მცირე დროის განმავლობაში მიღება (6 კვირა) არ იწვევს გვიან დისკინეზიას, ხოლო მისი ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენებისას იზრდება დისკინეზიის განვითარების რისკი, ამიტომ ამ პათოლოგიის სიმპტომების გამოვლენისას საჭიაროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მოიხსნა.
-სიფრთხილეა საჭიროა ზელდოქსის კომბინირებისას ცენტრალური მოქმედების სხვა პრეპარატებთან და ალკოჰოლთან. პრეპარატი წარმოადგენს დოპამინური რეცეპტორების ანტაგონისტის, რის გამოც შეუძლია დოფამინორეცეპტორების აგონისტების ეფექტის შემცირება.
-პრეპარატი ეკგ-ზე არ იწვევს Q-T ინტერვალის გახანგრძლივებას, მაგრამ სიფრთხილით გამოიყენება იმ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც Q-T ინტერვალს ახანგრძლივებენ.
-პრეპარატი იწვევს ძილიანობას, რის გამოც ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა არ არის რეკომენდებული მისი მიღების პერიოდში.

ჭარბი დოზირება:
მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ ნაკლებად მოიპოვება.

მწვავე შემთხვევაში საჭიროა:
ადექვატური ოქსიგენაცია და ფილტვების ვენტილაცია, სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა, კუჭის ამორეცხვა გააქტივებული ნახშირის და საფაღარათო საშაულებების გამოყენება, სასურველია ეკგ მონიტორირება არითმიის გამოსავლენად. ზელდოქსს არ გააჩნია ანტიდოტი, რის გამოც მისი ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია: სიმპათომიმეტური საშუალებების და სითხის ინტრავენური შეყვანა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
In vitro გამოკვლევებით დადგენილ იქნა, რომ პრეპარატი არ თრგუნავს CYP1A2, CYP2C96, CYP2C19, CYP2D6 და CYP3A4 იზოენზიმების ჯგუფს.
ზელდოქსის მოქმედებით დექსტრომეტორფანის (CYP2D6-ის სუბსტრატი) მეტაბოლიზმი არ იცვლება. პრეპარატი არ მოქმედებს კონტრაცეპტივების მეტაბოლიზმზე.
ზელდოქსი წარმოადგენს CYP3A4-ს სუბსტრატს, რის გამოც ის მედიკამენტები, რომლებიც ამ ფერმენტს თრგუნავენ, აძლიერებენ ზელდოქსის მოქმედებას. კარბამაზეპინი, რომელიც აინდუცირებს CYP3A4-ის აქტივობას, ამცირებს ზელდოქსის კონცენტრაციას, ხოლო ციმედიტინი, რომელიც თრგუნავს ფერმენტ CYP450, ზელდოქსის ფარმაკოკინეტიკაზე არ მოქმედებს მნიშვნელოვნად. პრეპარატი არ მოქმედებს ლითიუმის წონასწორულ კონცენტრაციაზე და მის რენულ კლირენსზე. კლინიკურად შესამჩნევი ურთიერთქმედება არ იქნა დადგენილი ბენზოტროპინთან, პროპრანოლოლთან და ლორაზეპამთან ერთად ზელდოქსის გამოყენებისას. ზელდოქსის ბიოშეღწევადობა იზრდება საკვებთან ერთად მისი მიღებისას, რის გამოც რეკომენდულია მისი ჭამის დროს მიღება.

შენახვის პირობები:
პრეპარატის შენახვა არ  საჭიროებს სპეციალურ პირობებს.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: PFIZER, გერმანია, ირლანდია

გაფრთხილება