ზიმოქსი

ზიმოქსი

ზიმოქსის ზოგადი ინფორმაცია

ზიმოქსი. Zimox. პარკინსონიზმის სამკურნალო დოფამინერგული სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები  – ლევოდოპა + კარბიდოპა. Levodopa + Carbidopa. მწარმოებელი ფირმა – FARAN LABORATORIES s.a (საბერძნეთი).

ზიმოქსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ზიმოქსი. Zimox გამოდის 25მგ/250მგ ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს კარბიდოპას 25 მგ და ლევოდოპას250 მგ.

  ზიმოქსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ზიმოქსის ფასები ფარმადეპოში
ზიმოქსის ფასები ავერსში
ზიმოქსის ფასები psp-ში
ზიმოქსის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ზიმოქსი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ზიმოქსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ზიმოქსის აქტიური ნივთიერებები

ლევოდოპა + კარბიდოპა. Levodopa + Carbidopa. ლევოდოპას + კარბიდოპას მიაკუთვნებენ პარკინსონიზმის სამკურნალო საშუალებების ჯგუფს.

სინონიმები

ნაკომი (Nakom, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., სლოვენია).

ზიმოქსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • პარკინსონის დაავადება

ზიმოქსის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ზიმოქსი წარმოადგენს კარბიდოპას (დეკარბოქსილაზას არომატული ამინომჟავური ინჰიბიტორი) და ლევოდოპას (დოპამინის მეტაბოლური წინამორბედი) კომბინაციას, რომელიც გამოიყენება პარკინსონის სინდრომის სამკურნალოდ. ლევოდოპა ამსუბუქებს პარკინსონის დაავადების მიმდინარეობის სიმპტომებს, ვინაიდან დეკარბოქსილირდება ტვინში დოპამინად. კარბიდოპა, რომელიც არ აღწევს ჰემოენცეფალურ ბარიერში, თრგუნავს ლევოდოპას ექსტრაცერებლურ დეკარბოქსილირებას, რის გამოც შესაძლებელი ხდება ლევოდოპას მეტი რაოდენობით შეღწევა თავის ტვინში. პრეპარატის მცირე დოზა საგრძნობლად ამცირებს არასასურველ ეფექტებს, რომელთაგან ზოგიერთს მიაწერენ დოპამინს, რომელიც წარმოიქმნება ექსტრა-ცერებრულ ქსოვილებში. ინსტრუქციის შესაბამისად, ზიმოქსი როგორც წესი, ხასიათდება საგრძნობლად უკეთესი შედეგებით, ვიდრე მხოლოდ ლევოდოპათი მონოთერაპია. ზიმოქსი უზრუნველყოფს ლევოდოპას ეფექტურ, ხანგრძლივად მომქმედ დონეს პლაზმაში, დაახლოებით 80%-ზე ნაკლები დოზის გამოყენებისას ვიდრე მხოლოდ ლევოდოპათი მონოთერაპიის შემთხვევაში.
ჩვენებები
პარკინსონის დაავადება.
მიღების წესები და დოზები
თავდაპირველად მიიღება 125 მგ L-დოპა, 3-4-ჯერ დღეში. დოზის გაზრდა დამოკიდებულია მკურნალობის შედეგზე.
კურსის გაგრძელებისას მიიღება 750-1500 მგ ყოველდღიურად საკვების მიღების შემდეგ.
უკუჩვენება
ახლო ვიწროკუთხოვანი გლაუკომა, გულის მძიმე უკმარისობა, ავთვისებიანი მელანომა, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
პარანოიდული იდეები, ფსიქიური დარღვევები, დეპრესია, გულისრევა, ორთოსტატური ჰიპოტენზია, ანორექსია, პირღებინება, თავბრუსხვევა და ძილიანობა, ატაქსია, გაშეშება, აგზნებადობა, სტრესი, სიალორეა, დისფაგია, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, შარდის შეუკავებლობა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, არითმია, პოლიურია, შარდვის გაძნელება, ჰიპერკინეზია.
პრეპარატის მცირე დოზით მიღებისა და შემდეგ მისი თანდათანობით გაზრდის საშუალებით, შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილი უკუჩვენებების თავიდან აცილება
განსაკუთრებული მითითებები
კარდიოვასკულური ან სასუნთქი სისტემის დარღვევების შემთხვევაში, 12-გოჯა ნაწლავის წყლულის, თირკმელების, ღვიძლის ან ენდოკრინული დაავადებების შემთხვევაში, ღიაკუთხოვანი გლაუკომის, დიაბეტის, ორსულობისა და ძუძუთი კვების, არტერიული წნევის დაქვეითების, ასაკოვანი ან მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების შემთხვევაში, ან MAO ინჰიბიტორებთან კომბინაციის დროს, (არსებობს მაღალი წნევის საშიშროება), საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
პრეპარატი არ უნდა დაენიშნოს 18 წლამდე ასაკის პაციენტებს (დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორებთან ერთად). ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლის კონტროლი, ასევე სასურველია თირკმელების, ღვიძლისა და გულის ფუნქციების კონტროლი. ოპერაციამდე 8 საათით ადრე მკურნალობის კურსი უნდა შეწყდეს, ვინაიდან არსებობს გულის არითმიის განვითარების საშიშროება. ანტიქოლინერგული პრეპარატების მიღების უეცარი შეწყვეტა დაუშვებელია როდესაც იწყება L-Dopa – თი მკურნალობა.
ჭარბი დოზირება
ზიმოქსის ჭარბი დოზით მიღებისას, პრაქტიკულად ისეთივე სიმპტომები ვითარდება, როგორც მხოლოდ ლევოდოპათი მონოთერაპიის დროს. ამ დროს საჭიროა დაუყოვნებელი ზოგადი შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება. საჭიროა პარენტალური სითხეების ფრთხილად მიღება და ადექვატური ვენტილაცია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მეტაკლოპრამიდი ზრდის ზიმოქსის კონცენტრაციას სისხლიში. ქლოროდიაზეპოქსიდს და დიაზეპამს ზოგჯერ ახასიათებთ საწინააღმდეგო მოქმედება.
პირიდოქსინი ავლენს ანტაგონიზმს იმისა რისი თავიდან აცილება შეიძლება დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორთან ერთად გამოყენებისას.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობა: 5 წელი