ზინატი

ზინატი

ზინატის ზოგადი ინფორმაცია

ზინატი.  ZINNAT. ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) – მეორე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ცეფუროქსიმ აქსეტილი. Cefuroxime axetil. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – J01DA06. მწარმოებელი ფირმა – გლაქსოსმიტკლაინი (დიდი ბრიტანეთი).

ზინატის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ზინატი.  ZINNAT გამოდის 125 მგ და 250 მგ ტაბლეტის და პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი 125 მგ/5მლ გრანულების (50 მლფლაკონში) ფორმით. შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.1 ტაბლეტის შეიცავს ცეფუროქსიმის აქსეტილის 250 მგ. გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 50 მლ. 5 მლ შეიცავს ცეფუროქსიმის (ცეფუროქსიმის აქსეტილის სახით) 125 მგ, დამხმარე ნივთიერებებია: პოვიდონ 30, სტეარინის მჟავა, საქაროზა, არომატიზატორი.

ზინატის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ზინატის ფასები ფარმადეპოში
ზინატის ფასები ავერსში
ზინატის ფასები psp-ში
ზინატის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ზინატი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ზინატის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ზინატის აქტიური ნივთიერება

ცეფუროქსიმ აქსეტილი. Cefuroxime axetil.

ზინატის სინონიმები

ენფექსია 250 მგ (ENFEXIA 250 mg, თურქეთი), ენფექსია 500 მგ (ENFEXIA 500 mg, Bilim, თურქეთი).

ზინატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ინფექციები სასუნთქი გზების
  • ბრონქიტი მწვავე
  • ბრონქიტი ქრონიკული
  • ბრონქოექტაზია ინფიცირებული
  • პნევმონია ბაქტერიული
  • აბსცესი ფილტვის
  • ოპერაციის (გულმკერდის ღრუს ორგანოებზე ) შემდგომი ინფექციები
  • სინუსიტი
  • ტონზილიტი
  • ფარინგიტი
  • ინფექციები შარდ–სასქესო სისტემის
  • პიელონეფრიტი მწვავე
  • პიელონეფრიტი ქრონიკული
  • ცისტიტი
  • ურეთრიტი
  • ბაქტერიურია ასიმპტომური
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები
  • ინფექციები რბილი ქსოვილების
  • ფურუნკულოზი
  • პიოდერმია
  • იმპეტიგო
  • ინფექციები ძვალ-სახსროვანი სისტემის
  •  ოსტეომიელიტი
  • ართრიტი სეპტიური
  • გონორეა
  • ურეთრიტი გონოკოკური, მწვავე, გაურთულებელი
  • ცერვიციტი
  • ლაიმის დაავადება

ზინატის საფირმო აღწერიდან

ზინატის ფარმაკოლოგიური თვისებები

ზინატი წარმოადგენს II თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს პერორალური გამოყენებისათვის. ზინატის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. იგი მდგრადია უმრავლესი ბეტა-ლაქტამაზების მიმართ. in vitro ცეფუროქსიმი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis (პენიცილინის მიმართ მდგრადი შტამების ჩათვლით, მეტიცილინის მიმართ რეზისტენტული იშვიათი შტამების გარდა); Haemophilus influenzae (ამპიცილინისადმი მდგრადი შტამების ჩათვლით), Klebsiella spp., Enterobacter spp., Streptococcus pyogenes, Escherichia coli, Streptococcus mitis (jgufi viridans), Clostridium spp., Proteus mirabilis, Proteus rettgeri, Salmonella typhi, S. typhimurium da sxva saxeobis Salmonella spp., Shigella spp., Neisseria spp., (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი N. gonorrhoeae შტამების ჩათვლით) და Bordetella pertusis. პრეპარატი აქტიურია აგრეთვე Pr. Vulgaris, Pr. morganii შტამების მიმართ. Bacteroides fragilis – ის უმეტესი შტამები პრეპარატისადმი მგრძნობიარენი არ არიან.
იგი არაა აქტიური Pseudomonas, Campilobacter, Acinobacter calcoaceticus da Serratia, Clostridium difficile – ს უმეტესი შტამების მიმართ.in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფუროქსიმის ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკებთან კომბინაციისას, აღინიშნება ადიტიური ეფექტი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში – სინერგიზმი.

ზინატის ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: ზინატის პერორალური მიღებისას, ცეფუროქსიმის აქსეტილი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სწრაფად ჰიდროლიზდება ნაწლავის ლორწოვან გარსსა და სისხლში, სისხლის მიმოქცევის სისტემაში ცეფუროქსიმის გამოთავისუფლებით. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 2-3 სთ-ის შემდეგ. საკვების მიღება აჩქარებს შეწოვის პროცესს.
განაწილება: პრეპარატის სისხლის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი შეადგენს 33%-დან 50%-მდე. მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ზინატი ორგანიზმში ბიოტრანსფორმაციას არ განიცდის, იგი საშარდე გზებით უცვლელი სახით გამოიყოფა. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-1.5 სთ-ს.

ზინატის ჩვენებები

ზინატი გამოიყენება პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:
– სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ინფიცირებული ბრონქოექტაზია, ბაქტერიული პნევმონია, ფილტვის აბსცესი, გულმკერდის ღრუს ორგანოების ოპერაციის შემდგომი ინფექციები);
– ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი);
– შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, ასიმპტომური ბაქტერიურია, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები);
– რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის ფურუნკულოზი, პიოდერმია, იმპეტიგო);
– ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციები (მათ შორის ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი);
– გონორეა (მათ შორის მწვავე გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი);
– ლაიმის დაავადების მკურნალობა ადრეულ სტადიაში და დაავადების გვიანი სიმპტომების პროფილაქტიკა მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ზინატის მიღების წესები და დოზები

მოზრდილებში უმრავლესი ინფექციებისათვის პრეპარატის ერთჯერადი დოზა საშუალოდ შეადგენს 250 მგ-ს, 2-ჯერ დღეში.
ქვემო სასუნთქი გზების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები – 250 მგ 2-ჯერ დღეში.
ქვემო სასუნთქი გზების მძიმე ინფექციები (მაგ. პნევმონია) _ 500 მგ 2-ჯერ დღეში.
საშარდე გზების ინფექციები _ 125 მგ 2-ჯერ დღეში, პიელონეფრიტის დროს _ 250 მგ 2-ჯერ დღეში.
გაურთულებელი გონორეის დროს _ 1 გ დღეში ერთხელ.
ლაიმის დაავადების დროს მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში – 500 მგ 2-ჯერ დღეში 20 დღის განმავლობაში.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს უმრავლესი ინფექციებისათვის ენიშნებათ საშუალოდ 125 მგ (ერთი ტაბ. 125 მგ ან 5 მლ სუსპენზია) 2-ჯერ დღეში.
ბავშვებს 2 წლის ასაკის ზევით და შუა ოტიტის დროს ენიშნებათ 250 მგ 2-ჯერ დღეში.
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს ერთჯერადი დოზა შეადგენს 10 მგ/კგ.
ასაკი სხეულის წონა (კგ  ერთჯერადი დოზა (მგ) 2-ჯერ დღეში
3-6 თვე 4-6 40-60
6 თვე-2 წელი 6-1260-120
2-12 წელი 12 – > 20125
შუა ოტიტისა და მძიმე ინფექციების დროს ინიშნება 15 მგ/კგ 2-ჯერ დღეში.
ასაკი სხეულის წონა (კგ)  ერთჯერადი დოზა (მგ) 2-ჯერ დღეში
3-6 თვე 4-6 60-90
6 თვე-2 წელი 6-1290-180
2-12 წელი 12 – > 20180-250
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 500 მგ-ს.
პაციენტებს თირკმლის უკმარისობით, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, ენიშნებათ 1 გ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 7 დღეს (5-10 დღემდე).
ზინატის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები ზინატზე

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მომატება, სიყვითლე, აღწერილია ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევები. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოლიზური ანემია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ცხელება, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, შრატის დაავადება. იშვიათად _ ანაფილაქსიური შოკი.
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი. სხვა გვერდითი მოვლენები: ზოგიერთ ავადმყოფებში აღინიშნება კუმბსის დადებითი რეაქცია.

ზინატის უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინული ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ზინატი, სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, სიფრთხილით ინიშნება ორსულობის I ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში.
ექსპერიმენტულ კვლევებში პრეპარატის ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული ეფექტი არაა დადგენილი.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
ზინატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმების (Candida, Enterococci, Clostridium difficile) გაძლიერებული ზრდა, რის გამოც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.
ანტიბიოტიკების მიღების ფონზე (მათ შორის ზინატის მიღების შემთხვევაშიც) დიარეის განვითარების შემთხვევაში ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება მოიაზრება.
ზინატით ლაიმას დაავადების მკურნალობისას იშვიათად აღინიშნება იარიშ-ჰერცჰეიმერის რეაქცია. აღნიშნული რეაქცია წარმოადგენს ზინატის ბაქტერიოციდული მოქმედების პირდაპირ შედეგს დაავადების გამომწვევის სპიროქეტა Borrelia burgdorferi – ის მიმართ, რაც ჩვეულებრივ და ხშირ მოვლენას წარმოადგენს და თავისთავად მალევე გაივლის.
ზინატის ფონზე სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრისათვის რეკომენდებულია გლუკოზოკინაზას ან ჰექსოკინაზას გამოყენება.
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ტუტე პიკრატით კრეატინინის განსაზღვრის ტესტის შედეგზე. გრანულების პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ან უკვე დამზადებული სუსპენზიის შერევა ცხელ სითხეებთან რეკომენდებული არ არის.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ცვლილებები ცნს-ის მხრივ _ აგზნებადობა, კრუნჩხვები. მკურნალობა: სიმპტომური. ზინატი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზისა და პერიტონეალური დიალიზის საშუალებით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ზინატის პრობენეციდთან კომბინაციაში გამოყენებისას 50%-ით იზრდება ცეფუროქსიმის მრუდი “კონცენტრაცია-დრო”- ფართი.
ანტაციდები აქვეითებენ ზინატის სუსპენზიის ბიოშეღწევადობას.

ზინატის შენახვის პირობები და ვადები

ტაბლეტები ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი. გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ინახება 25°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა _ 2 წელი.
დამზადებული სუსპენზიის შენახვა რეკომენდებულია არაუმეტეს 10 დღისა 25°C ტემპერატურაზე ან მაცივარში.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..