ზინაცეფი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნატრიუმის ცეფუროქსიმი / cefuroxime

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეორე თაობის ცეფალოსპორინები

შემადგენლობა
საინექციო ზინაცეფი შეიცავს 250 მგ, 750 მგ, 1 გ და 1.5 გ ცეფუროქსიმს (ნატრიუმის ცეფუროქსიმის სახით).
ზინაცეფი მონოვიალით შეიცავს 750მგ და 1.5მგ ცეფუროქსიმს (ნატრიუმის ცეფუროქსიმის სახით).

ფარმაცევტული ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის (ინექცია)
ფხვნილი საინფუზიო ხსნარისთვის (მონოვიალი)

კლინიკური მახასიათებლები
ჩვენება
ზინაცეფი არის ბაქტერიოციდული ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკი, რომელიც რეზისტენტულია ბეტა ლაქტამაზას უმრავლესობის მიმართ და აქტიურია გრამ-დადებითი და გრამუარყოფითი ორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. ნაჩვენებია ინფექციების სამკურნალოდ მიანფიცირებელი ორგანიზმების იდენტიფიკაციამდე ან როდესაც გამომწვევი არის მგრძნობიარე ბაქტერია. ზინაცეფის მიმართ მგრძნობელობა მერყეობს დროის და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით და სადაც შესაძლებელია გათვალსიწინებული უნდა იყოს მგრძნობელობის მონაცემები (იხილეთ ფარმაკოლოგიუირ თვისებები, ფარმაკოდინამიკა)

ჩვენება მოიცავს შემდეგს:
– რესპირატორული ტრაქტის ინფექციები, მაგ., მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, დაინფიცირებული ბრონქოექტაზია, ბაქტერიული პნევმონია, ფილტვის აბსცესი და პოსტოპერაციული გულმკერდის ინფექიცები.
– ყურის, ცხვირის და ყელის ინფექციები, მაგ. სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი და შუა ოტიტი.
– საშარდე გზების ინფექციები მაგ. მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, ცისტიტი და ასიმპტომური ბაქტერიურია
– რბილი ქსოვილების ინფექციები, მაგ. ცელულიტი, ერიზეპელა და ჭრილობის ინფექციები
– ძვლის და სახსრების ინფექციები, მაგ. ოსტეომიელიტი და სეპტიური ართრიტი
– ობსტრეტული და გინეკოლოგიური ინფექციები, მენის ანთებითი დაავადებები
– გონორეა განსაკუთრებით როდესაც პენიცილინის გამოყენება არ ხერხდება
– სხვა ინფექციები სეპტიცემიის, მენინგიტის და პერიტონიტის ჩათვლით
– პროფილაქტიკა აბდიმინალური, მენჯის, ორთოპედული, გულის, ფილტვის, საყლაპავის და ვასკულური ოპერაციებისას, როდესაც არსებობს ინფექციის გაზრდილ რისკი.
ჩვეულებრივ ზინაცეფი ეფექტურია მონოთერაპიის სახით, საჭიროებისას შეიძლება გამოიყენონ ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში ან მეტრონიდაზოლთან ერთად (ორალურად ან სანთლის ან ინექციის სახით), განსაკუთრებით ნაწლავის ან გინეკოლოგიური ოპერაციებისას.
საჭიროების შემთხვევაში ზინაცეფი ეფექტურია ზინატით ორალურ თერაპიამდე (ცეფუროქსიმ აქსეტილი) პნევმონიის და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს.

დოზირება და მიღება
ზინაცეფის ინექცია განკუთვნილია ინტრავენური და/ან ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის.
ზინაცეფ მონოფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური ინფუზიისთივს.
ზინაცეფი აგრეთვე გამოდის აქსეტილის ეთერის (ზინატი) სახით ორალური მიღებისთვის. ეს იძლევა იგივე ანტიბიოტიკით მკურნალობის გაგრძელების საშუალებას როდესაც კლინიკურად ნაჩვენებია პარენტერულიდან ორალურ ფორმაზე გადასვლა.
ერთ ინტრამუსკულარულ უბანზე შეიძლება არაუმეტეს 750მგ ინექცია.
დოზირების ზოგადი რეკომენდაციები
მოზრდილები
ბევრი ინფექციის დროს გამოიყენება 750მგ 3-ჯერ დღეში კუნთში ან ვენაში ინექციისთვის. უფრო მწვავე ინფექციებისთვის დოზა უდნა გაიზარდოს დღეში 15.გ-მდე ინტრავენურად. მიღების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს 6 საათიან ინტერვალამდე საჭიროების დროს, სრული ორალური დოზა უნდა შეადგენდეს 3-6გ-ს. კლინიკური ჩვენებისას, ზოგიერთი ინფექციის დროს გამოიყენება 750მგ ან 1.5მგ 2-ჯერ დღეში (კუნთში ან ვენაში) ზინატით ორალური თერაპიის შემდეგ.
ჩვილები და ბავშვები
30-100მგ/კგ/დღეში 3-4 გაყოფილ დოზად. უმრავლესი ინფექციების დროს გამოიყენება 60მგ/კგ დღეში.
ახალშობილები
30-100მგ/კგ დღეში 2-4 გაყოფილ დოზად (იხ. ფარმაკოკინეტიკა).
გონორეა
მოზრდილები
1.5მგ ერთჯერადი დოზა (2-ჯერ 750 მგ ინექცია კუნთებში სხვადასხვა ადგილას მაგ. თითო დუნდულაზე).
მენინგიტი
ზინაცეფი გამოიყენება ბაქტერიული მენინგიტის მონოთერაპიისთვის მგრძნობიარე შტამების დროს.
მოზრდილები – 3გ ინტრავენურად 8 საათში ერთხელ.
ჩვილები და ბავშვები-150-250მგ/კგ/დღეში ინტრავენურად 3-4 გაყოფილ დოზად.
ახალშობილები-დოზა უნდა შეადგენდეს 100მგ/კგ-ს დღეში ინტრავენურად.
პროფილაქტიკა
ჩვეული დოზა 1.5გ ინტრავენურად, ანესთეზიისას აბდომინალური, მენჯის და ორთოპედული ოპერაციებისას. შეიძლება დაუმატონ 750მგ კუნთში 8 და 16 საათის შემდეგ.
გულის, ფილტვის, საყლაპავის და ვასკულური ოპერაციებისას, ჩვეული დოზაა 1.5გ ინტრავენურად, ანესთეზიის დროს, მკურნალობა გრძელდება 750მგ დოზით კუნთში 3-ჯერ დღეში შემდგომი 24-48 საათის განმავლობაში.
სახსრის სრული შეცვლისას, 1.5გ ზინაცეფის ფხვნილი შეიძლება აურიონ მშრალად მეთილ მეტაკლრილატის შეფუთვასთან ცემენტის პოლიმერში თხევადი მონომერის დამატებამდე.

შემდგომი თერაპია
მოზრდილები
პარენტერული და ორალური თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციების სიმწვავის და პაციენტის კლინიკური სტატუსის მიხედვით.
პნევმონია
1.5გ ზინაცეფი 3-ჯერ დღეში ან 2-ჯერ დღეში (ვენაში ან კუნთში) 48-72 საათის განმავლობაში, შემდგომ 500მგ ზინატი (ცეფუროქსიმის აქსეტილი) ორალურად 7-10 დღე.
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
750მგ ზინაცეფი 3-ჯერ დღეში ან 2-ჯერ დღეში (ვენაში ან კუნთში) 48-72 საათის განმავლობაში, შემდგომ 500მგ ზინატი (ცეფუროქსიმის აქსეტილი) ორალურად 5-10 დღე.
თირკმლის დაზიანება
ცეფუქროქსიმი გამოიყოფა თირკმელებით, აქედან გამომდინარე როგორც ყველა ამგვარი ანტიბიოტიკის შემთხვევაში, პაცეინტებში თირკმლის დაზიანებული ფუნქციის რეკომენდებულია დოზის შემცირება მისი ნელი ექსკრეციის კომპენსირებისთვის.
აუცილებელი არ არის სტანდარტული დოზის შემცირება (750მგ-1.5მგ 3-ჯერ დღეში) სანამ კრეატინინის კლირენსი არ დაეცემა წუთში 20მლ-ზე ქვემოთ.
მოზრდილებში თირკმლის გამოხატული დაზიანებით (კრეატინინის კლირენსი 10-20მლ/წთ) რეკომენდებულია 750მგ 2-ჯერ დღეში მწვავე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი<10მლ/წთ) 750მგ 1-ჯერ დღეში საკმარისია. ჰემოადიალიზზე მყოფ პაცეინტებში უნდა გამოიყენონ შემდეგ 750მგ დოზა ინტრავენუაად ან კუნთში ყოველი დიალიზის დასრულებისას. პარენტერულ გამოყენებაზე დამატებით, ზინაცეფი შეიძლება ჩაინერგოს პერიტონეალური დიალიზის სითხეში (ჩვეულებრივ 250მგ ყოველი 2 ლიტრზე).
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, რომლებიც იმყოფებიან არტერიოვენურ ჰემოდიალიზზე ან მაღალი სიხშირის ჰემოფილტრაციაზე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, დოზა შეადგენს 750მგ-ს 2-ჯერ დღეში. დაბალი ნაკადით ჰემოფილტრაციისთვის გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დაზიანების დროს გამოყენებული დოზა.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკების მიმართ.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
სპეციალური სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ალერგიული რეაქცია პენიცილინების ან სხვა ბეტა-ლაქტამების მიმართ.
ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკები მაღალი დოზებით სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ თერაპიას პოტენციური დიურეტიკებით როგორიცაა ფუროსემიდი ან ამინოგლიკოზიდები, რადგან ამ კომბინაციებისას აღწერილია თირკმლის უკმარისობა. ამგვარ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, ხანდაზმულებში და პირებში თირკმლის უკვე არსებული დაზიანებით (იხ. დოზირება და მიღება).
როგორც სხვა თერაპიული რეჟიმისას, რომელიც გამოიყენება მენინგიტის სამკურნალოდ, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სმენის დაქვეითება აღინიშნა რამდენიმე პედიატრულ პაციენტბში. აგრეთვე თავზურგტვინის სითხეში აღინიშნა დადებითი კულტურები Haemophilus influenza-ზე 18-36 საათის პერიოდში ზინაცეფის ინექციისას, როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, თუმცა ამ მოვლენის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ზინაცეფის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს Candida-ს ზრდა. გახანგრძლივებულმა გამოყენებამ აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს სხვა არამგრძნობიარე ორგანიზმების ზრდა (მაგ. enterococci და Clostridium difficile), რაც შეიძლება საჭიროებდეს მკურნალობის შეწყვეტას. თერაპიის გაგრძელებისას ორალურ ფორმაზე გადასვლის დრო განისაზღვრება ინფექციის სიმწვავის, პაციენტის კლინიკური სტატუსის და პათოგენების მგრძნობელობის მიხედვით. თუ არ აღინიშნება კლინიკური გაუმჯობესება 72 საათის განმავლობაში, უნდა გაგრძელდეს თერაპიის პარენტერალური კურსი. გთხოვთ იხილეთ ზინატის დამატებითი ინფორმაცია თერაპიის გაგრძელებამდე.

ურთიერთქმედება
სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად ზინაცეფმა შეიძლება იმოქმედოს ნაწლავის ფროლრაზე, გამოიწვიოს ესტროგენების შეწოვის დაქვეითება და კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირება. ზინაცეფი არ მოქმედებს ფერმენტებზე დაფუძნეულ ტესტებზე გლუკოზურიის განსაზღვრისას. მცირე ურთიერთქმედება სპილენძის შემცირების მეთოდებთან (ბენედიქტის, ფელინგის, კლინიტესტი) შეიძლება აღინიშნოს. თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები, რომელიც შეიძლება აღინიშნოს ზოგიერთი სხვა ცეფალოსპორინის დროს. რეკომენდებულია გლუკოზო ოქსიდაზას ან ჰექსოკინაზას მეთოდების გამოყენება სისხლში/პლაზმაში გლუკოზის განსაზღვრისთვის პაციენტებში, რომლებიც იღებენ ზინაცეფს.
ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ტუტე პიკრატის შეფასებაზე კრეატინინის განსაზღვრისას.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არსებობს ზინაცეფის ტერატოგენური ან ემბრიოპათური ეფექტების ექსპერიმენტული დადასტურება, მაგრამ როგორც ყველა პრეპარატის შემთხევაში, ის სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ორსულობის პირველი თვეების დროს.
ცეფუროქსიმი გამოიყოფა რძეში, სიფრთხილეა საჭირო ზინაცეფის გამოყენებისას მეძუძური დედის მიერ.

გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
აღწერილი არ არის

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი კომპანია: SmithKline group of companies, რუმინეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook