ზო-20

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): სიმვასტატინი/SIMVASTATIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
სიმვასტატინი………………………………         20 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ზო-20 ჰიპოქოლესტერინემიული პრეპარატია მისი აქტიური ნივთიერება-სიმვასტატინი ორგანიზმში განიცდის ჰიდროლიზს შესაბამის ჰიდროქსიმჟავას წარმოებულამდე. პრეპარატი ახდენს 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ (HMG-CoA)-რედუქტაზას ინჰიბირებას, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის ბიოსინთეზის საწყისი სტადიის კატალიზატორს.
ზო-20 ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა (დსლ) და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ძდსლ) შემცველობას სისხლის პლაზმაში. იგი ასევე იწვევს სისხლში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (მსლ) კონცენტრაციის შედარებით მატებასა და ტრიგლიცერიდების დონის შემცირებას.
ზო-20 ეფექტურია საერთო ქოლესტერინის და დსლ-ის დონის შესამცირებლად ჰეტეროზიგოტური ოჯახური და არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის დროს, ასევე შერეული ჰიპერლიპიდემიის დროს, როდესაც ქოლესტერინის მაღალი დონე ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს წამოადგენს.
პრეპარატის მოქმედება ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში, ხოლო 4-6-კვირაში აღინიშნება მაქსიმალური თერაპიული ეფექტი. ეფექტი შენარჩუნებულია პრეპარატით მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაშიც.
სიმვასტატინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმის ცილებს უკავშირდება 95%-ით, ხოლო ღვიძლში პირველადი გავლის შემდეგ გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით.
ჩვენებები:
ჰიპერქოლესტერინემია:
პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებულებში საერთო ქოლესტერინისა და ქოლესტერინი/დსლ გაზრდილი შეფარდების შემცირება, როდესაც დიეტოთერაპია და სხვა არაფარმაკოლოგიური ღონისძიებანი უშედეგოა; სიმვასტატინი ზრდის მსლ-ის შემცველობას და ამით ამცირებს დსლ/მსლ და საერთო ქოლესტერინი/მსლ თანაფარდობას.
კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემიისა და ჰიპერტრიგლიცერიდემიის დროს ქოლესტერინის მომატებული დონის შემცირება, როდესაც ჰიპერქოლესტერინემია რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.
გულის იშემიური დაავადება:
პრეპარატი ნაჩვენებია პაციენტებში:
საერთო სიკვდილიანობის შემცირების მიზნით;
კორონარული პათოლოგიით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით;
თავის ტვინის სისხლმომარაგების გარდამავალი დარღვევებისა და ინსულტის განვითარების რისკის შემცირების მიზნით;
კორონარული სისხლმიმოქცევის აღსადგენად ოპერაციის საჭიროების შემცირების მიზნით;
კორონარული ათეროსკლეროზის პროგრესირების შეფერხების მიზნით.
მიღების წესი და დოზირება:
ჰიპერქოლესტერინემიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთჯერადად საღამოს. დოზის მომატების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ოთხკვირიანი ინტერვალის დაცვა. მაქსიმალური დღიური დოზაა 80 მგ.
თუ დსლ-ის დონე მცირდება 75 მგ/დლ (1.94 მმოლ/ლ) ან პლაზმის საერთო ქოლესტერინის დონე მცირდება 140 მგ/დლ (3.6მმოლ/ლ) და მეტად, საჭიროა ზო-20-ის დოზის შემცირება.
ოჯახური ჰოპოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის დროს დღიური დოზაა 40 მგ ერთჯერადად საღამოს, ან დღიური დოზა 80 მგ (გაყოფილ 3 მიღებაზე 20 მგ დილას, 20 მგ შუადღისას, 40 მგ საღამოს).
გულის იშემიური დაავადების დროს მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისათვის საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთჯერადად საღამოს. საჭიროებისას დოზის კორექციას ახდენენ ისევე, როგორც ჰიპერქოლესტერინემიის შემთხვევაში.
ციკლოსპორინთან, ფიბრატებთან ან ნიაცინთან კომბინაციაში ზო-20-ს ელიმინაცია თირკმელების საშუალებით მინიმალურია, თირკმლის ფუნქციის ზომიერი დაზიანების მქონე პაციენტები არ საჭიროებენ დოზის კორექციას, ხოლო თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის დროს (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები) პრეპარატის დღეში 10 მგ-ზე მეტი დოზით დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე და მუდმივი კონტროლი.
გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენია; მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, დიარეა, დისპეფსია, პანკრეატიტი, ღებინება; გამონაყარი კანზე, ქავილი, ალოპეცია; ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია (ანგიონევროზული შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ჰიპერემია, მგლურასებრი სინდრომი, რევმატიული პოლიმიალგია, ვასკულიტი, ართრიტი, ართრალგია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ედს-ის მომატება), ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრა (ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას, ჩონჩხის კუნთების კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები).
ზო-20 მთლიანობაში კარგად გადაიტანება, შესაძლებელია მცირედ გამოხატული და სწრაფად გარდამავალი გვერდითი მოვლენების განვითარება.
უკუჩვენებები:
*ღვიძლის დაავადებები (აქტიურ ფაზაში), ტრანსამინაზების აქტივობის სტაბილური მომატება (უცნობი ეტოლოგიის);
*ორსულობა, ლაქტაცი;
*პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა;
*პრეპარატი არ ინიშნება ბავშვთა ასაკში.
განსაკუთრებული მითითებები:
ზო-2-ით მკურნალობის დაწყებამდე და თერაპიული კურსის მიმდინარეობისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰიპოქოლესტერინულ დიეტაზე, ამავე დროს პერიოდულად ჩაიტაროს ღვიძლის ფუნქციური სინჯები. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ზო-20-ის დღიურ დოზას 80 მგ-ს, საჭიროა ღვიძლის ფუნქციების კვლევა ჩაიტარონ ყოველ 3 თვეში ერთხელ. პრეპარატის მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ტრანსამინაზების აქტივობის გარდამავალი ზომიერი მატება, რომელიც მიმდინარეობს უსიპტომოდ და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას. თუ ტრანსამინაზების დონე 3-ჯერ აჭარბებს დასაშვებ ზღვრულ ნორმას და აქვს მუდმივი ხასიათი. საჭიროა პრეპარატის მოხსნა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
-ზო-20 ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ხოლო ციტოსტატურ საშუალებებთან, იტრაკონაზოლთან, ფიბრატებთან, ნიკოტინის მჟავის მაღალ დოზებთან კომბინაციაში მიოპათიის განვითარების რისკს.
-პაციენტებმა კუნთების ტკივილის, სისუსტის ან მომატებული მგრძნობელობის გამოვლენისთანვე უნდა მიმართონ ექიმს.
-კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის მნიშვნელოვანი მომატების ან მიოპათიის განვითარების რისკის არსებობისას, საჭიროა ზო-20-ით მკურნალობის შეწყვეტა.
-ზო-20-ისა და აზოლის წარმოებული ანტიმიკოზური საშუალებების ერთდროულად დანიშვნისას საჭიროა ავადმყოფების განსაკუთრებული მონიტორინგი (მოსალოდნელია სისუსტის განვითარება და კრეატინოფოსფოკინაზას დონის მომატება).
-ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის დროს, დსლ-რეცეპტორების სრული არარსებობისას, ზო-20-ით მკურნალობა სასურველ შედეგს არ იძლევა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: GMP, საქართველო

გაფრთხილება