იზოპტინი

იზოპტინის ზოგადი ინფორმაცია

იზოპტინი. ISOPTIN. I კლასის კალციუმის არხების სელექტიური ბლოკატორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ვერაპამილი. Verapamil. მწარმოებელი ფირმა – Ebewe Pharma GmbH & Hfg KG (ავსტრია).

იზოპტინის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

იზოპტინი. ISOPTIN გამოდის  0.25% 2მლ–იანი საინექციო ხსნარის ფორმით (ამპულაში). 2 მლ ხსნარი შეიცავს 5 მლ ვერაპამილის ჰიდროქლორიდს (2, 5 მგ/მლ); დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადის მჟავა, საინექციო წყალი. აღწერა: უფერო გამჭვირვალე ხსნარი, არ შეიცავს გარე ნივთიერებებს.

იზოპტინის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

იზოპტინის ფასები ფარმადეპოში
იზოპტინის ფასები ავერსში
იზოპტინის ფასები psp-ში
იზოპტინის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც იზოპტინი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია იზოპტინის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

იზოპტინის აქტიური ნივთიერება

ვერაპამილი. Verapamil. ქიმიური დასახელება – ალფა-[3-[[2-(3,4-დიმეთოქსიფენილ)ეთილ] მეთილამინო] პროპილ]-3,4-დიმეთოქსი- ალფა-(1-მეთილეთილ)ბენზოლაცეტონიტრილიბი (და ჰიდროქლორიდის სახით). ბრუტო–ფორმულა: C27H38N2O4. ვერაპამილს მიაკუთვნებენ კალციუმის არხების ბლოკატორების ჯგუფს. CAS-კოდი:53-53-9.

 

იზოპტინის სინონიმები

ვერაპამილი (Verapamil, Your Pharmacy, საქართველო), ვეროგალიდი ერ 240მგ (VEROGALID ER 240mg, Teva, ჩეხეთი).

იზოპტინის მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ტარკა (TARKA, Abbott, გერმანია;  verapamil,  trandolapril).

იზოპტინის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ტაქიკარდია პაროქსიზმული, პარკუჭზედა
  •  წინაგულების ფიბრილაცია
  • წინაგულების ციმციმი (ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის გამოკლებით (WPW))
  • სტენოკარდია არასტაბილური
  • სტენოკარდია ვაზოსპასტიური
  • სტენოკარდია ვარიანტული
  • სტენოკარდია  პრინცმეტალის
  • ჰიპერტენზია არტერიული
  • კრიზი ჰიპერტონული
  • ტაქიკარდია პაროქსიზმული, პარკუჭზედა პედიატრიაში