იმუნო-რიცი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მცენარეული კომბინირებული იმუნოსტიმულატორი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.
1 კაფს.
ექინაცეას (Echinacea purpurea) მშრალი ექსტრაქტი     ………………..30 მგ
უნკარიას (Uncarea tomentosa) მშრალი ექსტრაქტი      ……………….250 მგ
ჰავაურ სპირულინას (Spirulina Havais) მშრალი ექსტრაქტი  ………….160 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იმუნორიცი მცენარეული იმუნოსტიმულატორია ანტიოქსიდანტური და ზოგადმატონიზირებელი მოქმედებით. ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, მიმდინარეობის ხანგრძლივობას და განმეორების სიხშირეს, ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება.
იმუნო-რიცის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.
ექინაცეას ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. პრეპარატის შემცველი პოლისაქარიდები ზრდიან ლეიკოციტებისა და მაკროფაგების ფაგოციტოზის უნარს, გლიკოპროტეიდები ასტიმულირებენ ინტერლეიკინ-1-ის, ენდოგენური ინტერფერონის გამომუშავებას. ექინაცეას მოქმედი ნივთიერებების კომპლექსი ხელს უწყობს T-ჰელპერების ფუნქციების გაუმჯობესებას და B-ლიმფოციტების პლაზმურ უჯრედებში ტრანსფორმაციას.
უნკარიას მოქმედება ძირითადად განპირობებულია მასში ალკალოიდების, გლიკოზიდების, ტრიტერპენებისა და ფლავონოიდების არსებობით. ხასიათდება ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული და სუსტი ჰიპოტენზიური თვისებებით. T-ლიმფოციტების და მაკროფაგების აქტივაციის, იმუნოგლობულინების სპექტრის ნორმირებისა და ლეიკოციტების ფაგოციტოზის უნარის გაზრდის ხარჯზე იწვევს იმუნური სისტემის მსუბუქ სტიმულაციას. მოქმედებს უჯრედული იმუნიტეტის დონეზე.
ჰავაური სპირულინა მტკნარი წყლის ლურჯ-მწვანე მიკროწყალმცენარეა, რომელიც შეიცავს ცილას, უჯერ ცხიმოვან მჟავებს, გამა-ლინოლენის მჟავას, ბეტაკაროტინს, ვიტამინ B12-ს, მაკრო და მიკროელემენტებს, ქლოროფილს. ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ენტეროსორბიული და ზოგადმატონიზირებელი თვისებები. ასტიმულირებს T- ლიმფოციტების გამომუშავებას.
ჩვენებები:
გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით:
გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
სხვადასხვა ლოკალიზაციის და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანხმლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობანი;
ორგანიზმის საერთო გადაღლა;
ანტიბიოტიკოთერაპიის, ციტოსტატიკური, იმუნოდეპრესიული და სხივური თერაპიის შემდგომი პორიოდი.
დოზირების რეჟიმი:
მოზრდილებში იმუნო-რიცი ინიშნება თითო კაფსულა დღეში სამჯერ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
3-6 წლის ასაკის ბავშვებში – 1 კაფსულა დღეში ერთხელ;
6-12 წლის ასაკის ბავშვებში – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა – არა უმეტეს 6-8 კვირა.
რეკომენდებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში 2-ჯერ.
კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირეოდენ სითხესთან ერთად.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს.
უკუჩვენებები:
*პროგრესირებადი სისტემური დაავადებები: ტუბერკულოზი, ლეიკოზები, აუტოიმუნური დაავადებები, გავრცელებული ათეროსკლეროზი;
*პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
*იმუნო-რიცი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.
ჭარბი დოზირება:
შემთხვევები აღწერილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
იმუნო-რიცის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: GMP, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook