ინფლუციდი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი #60
1 ტაბლეტში (250 მგ) შედის:
აქტიური ნივთიერებები: Aconitum (ტილჭირი, აკონიტუმი) trir. D3 25 მგ, Bryonia (ლეშურა) trit. D2 25 მგ, Eupatorium perfoliatum (ვარდკანაფა) trit. D3 21 მგ, Gelsemium (მარადმწვანე გელზემიუმი) ტრიტ. D3 25 მგ, Ipecacuana (იპეკაკუანა, ოქროს-ძირა) trit. D3 25 მგ, Phosphorus (ფოსფორი) trit. D5 25 მგ;
სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი.
ჩვენებები:
მიიღება გრიპისა და სხვა მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით.
მიღების წესები და დოზები:
სხვა მითითებათა არარსებობისას ინფლუციდი შემდეგნაირად მიიღება:
მწვავე მდგომარეობების დროს: 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ 2 საათში (დღეში არაუმეტეს 8 ტაბლეტი), მდგომარეობის გაუმჯობესებამდე; შემდგომში – 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში სრულ გამოჯანმრთელებამდე.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ საათში (არაუმეტეს 12 ტაბლეტი დღეში), გაუმჯობესების დადგომამდე; შემდგომში – 1-2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში, სრულ გამოჯანმრთელებამდე.
12
წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ინფექციების პროფილაქტიკისათვის ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში;
12
წლამდე ასაკის ბავშვებში კი – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
სხეულის მაღალი ტემპერატურის შენარჩუნების ან 39ºC-ზე მეტად მისი მატების, სიმპტომატიკის შენარჩუნების ან მათი გაურკვეველი ხასიათის, ასევე ახალი სიმპტომების გამოვლინების დროს საკონსულტაციოდ ექიმს უნდა მიაკითხოთ, რადგან შესაძლოა კონკრეტული შემთხვევა ისეთი დაავადებით იყოს გამოწვეული, როდესაც სამედიცინო დახმარების გაწევაა აუცილებელი.
ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიხსნას. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის წყალში ტაბლეტების წინასწარი გახსნა.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად ვლინდება ჰიპერმგრძნობელობის ისეთი რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი ან კუჭის მხრივ დარღვევები.
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.
უკუჩვენება:
გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
ცელიაკიით დაავადებული პაციენტებისათვის უსაფრთხოა. იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ხორბალზე ალერგია აღენიშნება (რაც ცელიაკიისაგან განსხვავდება), პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.
თუ თქვენთვის ცნობილია გარკვეული შაქრების მიმართ აუტანლობა, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ.
ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის ანალოგიურად, ინფლუციდის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.
1 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისათვის ინფლუციდის გამოყენება მხოლოდ ექიმის წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.
ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას არ გამორიცხავს.
შენახვის პირობები და ვადები:
3 წელი
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი ნაჩვენებია შეფუთვასა და ეტიკეტზე.
ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ
ორიგინალური შეფუთვა ინახება 15-დან 25ºC ტემპერატურამდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: Deutsche Homöopathie-Union, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook