კავინტონი ტაბლეტები

კავინტონი tab–ის ზოგადი ინფორმაცია

კავინტონი. CAVINTON. თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება –  ვინპოცეტინი. Vinpocetine. მწარმოებელი ფირმა – გედეონ რიხტერი (უნგრეთი).

კავინტონი tab–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კავინტონი. CAVINTON გამოდის 5მგ–იანი ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ვინპოცეტინის-5.00მგ; დამხმარე ნივთიერებებია:მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის მჟავას კოლოიდური ხსნარი, ტალკი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი.

კავინტონის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კავინტონის ფასები ფარმადეპოში
კავინტონის ფასები ავერსში
კავინტონის ფასები psp-ში
კავინტონის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კავინტონი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კავინტონის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კავინტონი tab–ის აქტიური ნივთიერება

ვინპოცეტინი. Vinpocetine. ქიმიური დასახელება – ეთილ-(3ალფა,16ალფა)-ებურნამენინ -14-კარბოქსილატი. ბრუტო–ფორმულა: C22H26N2O2. ვინპოცეტინს მიაკუთვნებენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების კორექტორების ჯგუფს. CAS-კოდი:42971-09-5.

სინონიმები

ვინპოცეტინი (VINPOCETIN, Gedeon Richter, უნგრეთი),  კავინტონი ფორტე (CAVINTON FORTE, Gedeon Richter, უნგრეთი).

კავინტონი tab–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, მწვავე და ქრონიკული, თავის ტვინში ნევროლოგიური და ფსიქიური მოშლილობით მიმდინარე
  • ინსულტის შემდგომი მდგომარეობა
  • ენცეფალოპათია დისცირკულატორული, რომელსაც თან ახლავს მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
  • ათეროსკლეროზი ცერებრალური
  • დემენცია სისხლძარღვოვანი
  • ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა
  • ენცეფალოპათია პოსტტრავმული
  • ენცეფალოპათია ჰიპერტონული
  • თვალის სისხლძარღვოვანი გარსის დაავადებები, ქრონიკული
  • ბადურას  სისხლძარღვოვანი დაავადებები, ქრონიკული
  • სმენის დაქვეითება, პერცეფციული ტიპის
  • მენიერის დაავადება
  • შუილი ყურებში იდიოპათიური