კალუმიდი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ბიკალუტამიდი/BICALUTAMIDE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანდროგენული არასტეროიდული საშუალება. წინამდებარე ჯირკვლის კარცინომა.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 15 ტაბ., შეფუთვაში 2 ან 6 ბლისტერი.
1 ტაბ.
ბიკალუტამიდი……………….           50 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის ბირთვი: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, A ტიპის, ლაქტოზას მონოჰიდრატი.
აპკი: ოპადრაი II, 33G 28523 თეთრი (გლიცერილ ტრიაცეტატი, მაკროგოლ 3350, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, C.I* 77891, E 171, ჰიპრომელოზა).

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კალუმიდი წარმოადგენს ანტიანდროგენულ არასტეროიდულ პრეპარატს. იგი მოკლებულია სხვა ენდოკრინულ თვისებებს. ანდროგენების რეცეპტორებთან დაკავშირების შემდეგ, გენების ექსპრესიის გარეშე, იგი აბლოკირებს ანდროგენულ ეფექტს და ხელს უწყობს პროსტატის სიმსივნის რეგრესს.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი შიგნით მიღებისას კარგად შეიწოვება. საკვების მიღება ბიოშეღწევადობაზე გავლენას არ ახდენს. S(+) და R(-) ენანტიომერები შედარებით სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან. R (-) ენანტიომერის ნახევარგამოყოფის დრო დაახლეობით 1 კვირაა. სადღეღამისო დოზის 50 მგ-ი მიღებისას ბიკალუტამიდის R(-) ენანტიომერი კუმულირდება პლაზმაში მისთვის დამახასიათებელი ხანგრძლივი T1/2 გამო და აღწევს 10-ჯერად კონცენტრაციას. ამასთან მისი კონცენტრაცია გაჯერების სტადიაში შეადგენს 9 მკგ/მლ-ს. გაჯერების სტადიაში პლაზმაში აღმოჩენილი ენანტიომერების 99%-ს შეადგენს აქტიური R(-) ენანტიომერი.
ასაკი, თირკმლის უკმარისობისა და ღვიძლის დაზიანების არსებობა მსუბუქ და საშუალო ფორმებში არ მოქმედებს R(-) ენანტიომერის ფარმაკოკინეტიკაზე, მაგრამ ღვიძლის დაავადების მძიმე ფორმებისას ეს ენანტიომერი ორგანიზმიდან უფრო ნელა გამოიყოფა.
თითქმის მთელი ბიკალუტამიდი (96%) უკავშირდება სისხლის ცილებს და განიცდის ჟანგვას და გლუკურონირებას. მისი მეტაბოლიტები თანაბარი შეფარდებით გამოიყოფა შარდით და ნაღვლით.

ჩვენებები:
წინამდებარე ჯირკვლის კარცინომის მკურნალობა მეტასტაზირების სტადიაში (D2) მალუთეინიზირებელი ჰორმონის რილიზინგ ფაქტორთან (მჰრფ) ან ქირურგიულ კასტრირებასთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმულები):
ჩვეულებრივი დღიური დოზა 1 შემოგარსული ტაბლეტი (50 მგ) დღეში ერთხელ. მკურნალობას იწყებენ მალუთეინიზირებელი ჰორმონის რილიზინგ ფაქტორის ანალოგის მიღებასთან ან ქირურგიულ კასტრირებასთან ერთად.
თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში დოზის კორექტირების აუცილებლობა არ არსებობს.
ღვიძლის დაზიანებისას დოზის კორექტირების აუცილებლობა არ არსებობს.
ღვიძლის საშუალო და მძიმე დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის ორგანიზმში კუმულაცია.

გვერდითი მოვლენები:
– ჩვეულებრივ პაციენტები პრეპარატს კარგად იტანენ, იშვიათ შემთხვევაში გვერდითი რეაქციის გამო საჭირო იყო მკურნალობის შეწყვეტა. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედების გამო შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სახის ჰიპერემიას, კანის ქავილს, სარძევე ჯირკვლების ჰიპერმგრძნობელობას, გინეკომასტიას, რაც მცირდება ქირურგიული კასტრაციის შემდეგ. პრეპარატის მიღებას შეიძლება თან ახლდეს დიარეა, გულისრევა, ღებინება, სისუსტე და კანის სიმშრალე.
– ღვიძლის ფუნქციის დარღვევას (ტრანსამინაზების მომატება, ქოლესტაზი, სიყვითლე) მხოლოდ იშვიათად ჰქონდა მძიმე ფორმა. ხშირად მკურნალობის შეწყვეტისას ან მკურნალობის დროს ის ნაკლებ გამოხატულ ფორმას იღებდა ან ნორმალიზდებოდა.
– პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბიკალუტამიდს, ღვიძლის უკმარისობა ვითარდებოდა ძალიან იშვიათად და მისი მკურნალობასთან კავშირი დადგენილი არ არის. ხანდახან თავს იჩენდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები (სტენოკარდია, ეკგ-ზეPR და QT ინტერვალების გაზრდა, არითმია და არასპეციფიური ცვლილებები).
– კლინიკურ კვლევებში ბიკალუტამიდის კომბინირებული მიღებისას მჰრფ-ს ანალოგთან შემთხვევათა e~1% აღინიშნებოდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, თუმცა მათი კავშირი მკურნალობასთან არ არის დადასტურებული, ვინაიდან სიმპტომების უმეტესობა შეიძლება აიხსნას პაციენტების ხანდაზმული ასაკით:
...: გულის უკმარისობა.
...: ანორექსია, პირის სიმშრალე, დისპეფსია, ყაბზობა, მეტეორიზმი.
...: თავბრუსხევა, უძილობა, მომატებული ძილიანობა, ლიბიდოს დაქვეითება.
სასუნთქი სისტემა: დისპნოე.
გამომყოფი სისტემა: იმპოტენცია, ნიქტურია.
სისხლმბადი სისტემა: ანემია.
კანის საფარი: გამონაყარი, გაძლიერებული ოფლიანობა, ჰირსუტიზმი.
ენდოკრინული სისტემა: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერგლიკემია, სხეულის მასის მატება ან კლება.
სხვა: ტკივილი მუცელში, მკერდში, მცირე მენჯში, თავის ტკივილი, შეშუპებები, შემცივნება.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
* ბავშვთა ასაკი. მდედრობითი სქესი. ტერფენადინით, ასტემიზოლით და ცისაპრიდით მკურნალობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
* პრეპარატი არ ენიშნებათ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს.

განსაკუთრებული მითითებები:
* ბიკალუტამიდის მეტაბოლიზმი უმეტესად ღვიძლში მიმდინარეობს. ღვიძლის მძიმე დაზიანებებისას პრეპარატის ელიმინაცია მნიშვნელოვნად ფერხდება, რაც ორგანიზმში მის კუმულაციას იწვევს. ღვიძლის საშუალო და მძიმე დაზიანების მქონე პაციენტისთვის პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება. მკურნალობას შესაძლოა თან ახლდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ამიტომ საჭიროა მისი რეგულარული კონტროლი.
* ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები. ასეთ დროს საჭიროა ბიკალუტამიდით მკურნალობის შეწყვეტა.

მოქმედება ავტომობილის მართვაზე და მექანიზმების გამოყენებაზე, რომლებთან მუშაობაც ტრავმების გაზრდილ რისკთანა დაკავშირებული: ბიკალუტამიდის ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენებაზე ნეგატიური გავლენის მონაცემები არ არსებობს. პრეპარატმა შეიძლება ზოგჯერ თავბრუსხვევა და ძილიანობა გამოიწვიოს. ამ გვერდითი ეფექტების გამოვლენის დროს საჭიროა ტრავმატიზმის მაღალ რისკთან დაკავშირებული მოქმედების შეწყვეტა.

უსაფრთხოების წინაკლინიკური კვლევები:
ბიკალუტამიდი ცხოველებზე ავლენს ძლიერ ანტიანდროგენულ მოქმედებას. იგი წარმოადენს ოქსიდაზის შერეული მოქმედების ინდუქტორს, რითაც შეიძლება ახსნილი იქნას ცვლილებები, მათ შორის სიმსივნის ინდუქციაც, რომელიც საკვლევი ცხოველების ორგანოებში აღინიშნება.

ჭარბი დოზირება:
ადამიანის მიერ ჭარბი დოზის მიღების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა სიმპტომურია, აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი.
დიალიზის ჩატარება ნაკლებად ეფექტურია ბიკალუტამიდის პლაზმის ცილებთან შეკავშირებისას და ინტენსიური მეტაბოლიზმის გამო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ბიკალუტამიდსა და მალუთეინიზირებელი ჰორმონის რილიზინგ ფაქტორს შორის ფარმაკოდინამიური ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებაზე მონაცემები არ მოიპოვება.
ბიკალუტამიდი აბლოკირებს CYP450 სისტემის ენზიმებს. განსაკურთებული ყურადღება საჭიროა ბიკალუტამიდის ისეთი პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას, რომელთა მეტაბოლიზმშიც CYP3A4 მონაწილეობს. მცირე ხარისხით ბიკალუტამიდი აბლოკირებს CYP2C9 -ს, 2C19-ს და 2D6-ს.
– მიუხედავად იმისა, რომ CYP450 -ის აქტივობის დასადგენად ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა, რომელთა დროსაც გამიყენებოდა ანტიპირინი, არ დაადასტურა ბიკალუტამიდსა და მიდაზოლამს შორის ურთიერთქმედება, მიდაზოლამის საშუალო ექსპოზიცია (AUC) მისი ბიკალუტამიდთან კომბინაციაში 28 დღიანი მიღების შემდნგ 80%-ზე გაიზარდა. დაბალი თერაპიული ინდექსის მქონე პრეპარატების მიღებისას AUC-ის ამგვარ მომატებას შეიძლება მოჰყვეს კლინიკური გამოვლენა,
ამიტომ ბიკალუტამიდის ციკლოსპორინთან და კალციუმის არხების ბლოკატორებთან ერთად მიღება მეტ სიფრთხილეს საჭიროებს. ამ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს უკანასკნელთა დოზების შემცირება, განსაკუთრებით გვერდითი მოვლენების გახშირების დროს. მკურნალობის დაწყებისას და დამთავრებისას ციკლოსპორინის ერთდროული დანიშვნისას რეკომენდებულია პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის გაზომვა და გვერდითი კლინიკური რეაქციების მონიტორინგი.
– ისეთ პრეპარატებთან კომბინირებისას, რომლებიც აბლოკირებენ მიკროსომალურ ჟანგვას (მაგ. ციმეტიდინი, კეტოკონაზოლი) საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ბიკალუტამიდის კონცენტრაციის შესაძლო მომატების გამო.
– in vitro კვლევებისას, ბიკალუტამიდი კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებს გამოდევნის პლაზმის ცილებთან მათი შეკავშირების ადგილიდან, რის გამოც საჭიროა იმ პაციენტების პროთრომბინის დროის კონტროლი, რომლებიც რეგულარულად იღებენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს ბიკალუტამიდთან ერთად.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook