კაპტოპრილი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კაპტოპრილი/captopril

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები

შემადგენლობა
პრეპარატ კაპტოპრილის 1 ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: კაპტოპრილი 25 მგან 50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
კაპტოპრილი – აგფაქტივობის ინჰიბიტორი. სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედების წყალობით, კაპტოპრილი აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს პერიფერული სისხლძარღვების საერთო წინაღობას (პოსტდატვირვას), ფილტვების კაპილარებში წნევას (წინა დატვირთვა) და წინაღობას ფილტვების სისლხძარღვებში, აძლიერებს კორონარულ და თირკმლების სისხლის მიმოქცევას.
პრეპარატ კაპტოპრილის ხანგრძლივი გამოყენებისას მცირდება მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმისა და რეზისტენტული ტიპი სარტერიების კედლების ჰიპერტროფიის გამოხატულობა, ფერხდება გულის პროგრესირება დი უკმარისობის განვითარება, ნელდება მარცხენა პარკუჭის დილატაციის განვითარება, იზრდება გულის წუთმოცულობა და დატვირთვის მიმართ ტოლერანტობა.
არ მოქმედებს ლიპიდები სცვლაზე.

ჩვენებები
პრეპარატი კაპტოპრილი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
– არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული);
– გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
– გულის იშემიური დაავადება (მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ სტაბილური კლინიკური მდგომარეობის მქონე პაციენტებში).

მიღების წესები და დოზები
კაპტოპრილი ინიშნება ჭამამდე ერთი საათით ადრე. დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად. არტერიული ჰიპერტენზიის დროს: პრეპარატი ინიშნება საწყისი დოზით 25 მგ 2-ჯერდღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში დოზას თანდათანობით (2-4 კვირის ინტერვალით) ზრდიან ოპტიმალურიე ფექტის მიღწევამდე. მსუბუქი ან ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ-ს 2-ჯერდღე-ღამეში (საჭიროების შემთხვევაში დოზას ზრდიან ყოველ 2-4 კვირაში), ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 25 მგ-ს 2-ჯერდღე-ღამეში; მაქსიმალური დოზა – 50 მგ ორჯერ დღე-ღამეში. მძიმე არტერიული ჰიპერტენზიის დროს მაქსიმალური დოზა – 50 მგ 3-ჯერდღე-ღამეში. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა – 150 მგ.
კაპტოპრილის გამოყენებისას კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული თერაპიის შემადგენლობაში მისი დოზა ინდივიდუალურად შეირჩევა.
გულის უკმარისობის მკურნალობისას: კაპტოპრილის საწყისი დოზა შეადგენს 6,25 მგ-ს 3-ჯერდღე-ღამეში (საჭიროების შემთხვევაში დოზას ზრდიან ყოველ 2 კვირაში). საშუალო შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 25 მგ-ს 2-3-ჯერდღე-ღამეში. შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში დოზას თანდათანობით (სულ მცირე 2 კვირის ინტერვალით) ზრდიან. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა – 150 მგ.
გულის იშემიური დაავადების დროს პრეპარატის მიღების დაწყება შესაძლებელია მიოკარდის ინფარქტის გადატანიდან უკვე 3 დღის შემდეგ. საწყისი დოზა შეადგენს 6,25 მგ-ს 3-ჯერდღე-ღამეში დოზის თანდათანობითი მომატებით 75 მგ-მდე დღე-ღამეში (25 მგ სამჯერ დღე-ღამეში). საჭიროების შემთხვევაში დოზას თანდათანობით ზრდიან მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე 150 მგ (50 მგ სამჯერდღე-ღამეში).
პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით: თირკმლის ფუნქციის ზომიერად გამოხატული დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი არანაკლებ 30 მლ/წთ/1.73 მ2) კაპტოპრილის დანიშვნა შეიძლება დოზით 75-100 მგ/ დღე-ღამეში. თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევებისას (კკ 30მლ/წთ-ზე ნაკლები 1.73 მ2) საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს არა უმეტეს 12,5 – 25 მგ/ დღე-ღამეში;
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზა ინდივიდუალურად შეირჩევა. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ყველაზე დაბალი თერაპიული დოზით და შემდგომში ყველაზე მცირე ეფექტური დოზის შენარჩუნება.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპებები.
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა, ფილტვების შეშუპება, ბრონქოსპაზმი.
ცნს-ისადა პერიფერული ნერვულის სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავისტკივილი, ატაქსია, დაღლილობა, ძილიანობა, ასთენია, მხედველობისდარღვევა.
საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, აფტოზური სტომატიტი, გულისრევა, მადის დაქვეითება, იშვიათად ფაღარათი, ტკივილი მუცელში, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: პროტეინურია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (სისხლში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მომატება). წყალ-ელექტროლიტური და მჟავე-ტუტოვანი ბალანსის მხრივ: ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, აციდოზი.
ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება.

უკუჩვენება
პრეპარატი კაპტოპრილი არ გამოიყენება ქვემო აღნიშნული მდგომარეობების დროს:
– ჰიპერმგრძნობელობა კაპტოპრილის და აგფ-სსხვა ინჰიბიტორების მიმართ;
– კვინკეს შეშუპება (მათ შორის მემკვიდრეობითი ან დაკავშირებული აგფინჰიბიროების გამოყენებასთან ანამნეზში);
– თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, აზოტემია, ჰიპერკალიემია, თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი ან თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით, მდგომარეობა თირკმელის გადანერგვის შემდეგ, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;
– ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
– აორტის კარისსტენოზი, მიტრალურისტენოზი, სხვა დაბრკოლებები, რაც ხელს -უშლის გულის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გადინებას;
– არტერიული ჰიპოტენზია;
– კარდიოგენულიშოკი;
– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
– 18 წლამდე ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები
გულის ქრონიკული უმარისობის დროს პრეპარატი გამოიყენება სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში. კაპტოპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში კოლაგენოზით ნეიტროპენიის და აგრანულოციტოზის განვითარების საშიშროების ზრდის გამო; ავადმყოფებში, რომლებიც იმუნო დეპრესანტებს ღებულობენ, განსაკუთრებით თირკმელის ფუნქციის დარღვევის არსებობისას (მძიმე ინფექციების განვითარების საშიშროება, რომლებიც არ ექვემდებარებიან ანტიბიოტიკებით მკურნალობას). ასეთ შემთხვევებში კაპტოპრილის გამოყენების დაწყებამდე, ყოველ 2 კვირაში, თერაპიის პირველი 30 თვის განმავლობაში და პერიოდულად – მკურნალობის მომდევნო პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ალოპურინოლის ან პროკაინამიდით მკურნალობის ფონზე, ასევე იმუნოდეპრესანტების (აზათიოპრინის, ციკლოფოსფამიდის) მკურნალობის ფონზე, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში.
მკურნალობის დაწყებამდე, და ასევე რეგულარულად პრეპარატ კაპტოპრილით მკურნალობის პროცესში საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში, ვინაიდან მატულობს პროთეინურიის განვითარების საშიშროება. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის მკურნალობის პირველი 9 თვის განმავლობაში საჭიროა ყოველთვიურად შარდში ცილის შემცველობის კონტროლი. თუ შარდში ცილის დონე აღემატება 1 გ/დღე-ღამეში, საჭიროა გადაწყდეს საკითხი პრეპარატის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ. მკურნალობის პროცესში არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შესაძლებლობა შეიძლება შემცირდეს, თუ კაპტოპრილით მკურნალობის დაწყებამდე 4-7 დღით ადრე შევწყვეტთ დიურეზულების გამოყენებას ან საგრძნობლად შევამცირებთ მათ დოზას.
კაპტოპრილის გამოყენების შემდეგ სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა ზემოთ აწეული ფეხებით.
გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის დროს დადებითი ეფექტი აღინიშნება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ვენაში შეყვანისას.
ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას და საჭიროა სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა. თუ შეშუპება ლოკალიზდება სახეზე, სპეციალური მკურნალობა ჩვეულებრივ საჭირო არ არის (სიმპტომების გამოხატულობის შესამცირებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტიჰისტამინური პრეპარატები); იმ შემთვევაში, თუ შეშუპება ვრცელდება ენაზე, ხახასა და ხორხზე და არსებობს სასუნთქი გზების ობსტრუქციის საშიშროება, საჭიროა კანქვეშ დაუყოვნებლივ შევიყვანოთ ადრენალინი (0,5 მლ 1: 1000 განზავებით). რეკომენდებულია ალკოჰოლური სასმელების მიღების შეწყვეტა მკურნალობის დროს.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვასა და ტექნიკასთან მუშაობის უნარეზე:
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალების მართვისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღებას, ვინაიდან შესაძლებელია რეაქციათა განვითარება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობაში აქტიური მინაწილეობის უნარზე, მანქანებისა და ტექნიკის მომსახურებაზე, ასევე სამუშაოების ჩატარებაზე, რომლებიც მოითხოვს სწრაფ რეაქციებს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია.
მკურნალობა: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ან სხვა პლაზმის შემცველი ხსნარების შეყვანა, ჰემოდიალიზი.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
დიურეზული საშუალებები, ვაზოდილატატორები, განგლიობლოკატორები, ადრენობლოკატორები აძლიერებენ კაპტოპრილის ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
კაპტოპრილის გამოყენებისას ერთდროულად ინდომეტაცინთან (და შესაძლოა სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევშიც), კლონიდინთან ერთად შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპოტენზიური მოქმედების შემცირება.
ერთდროულმა გამოყენებამ კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულებთან ან კალიუმის პრეპერატებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.
ლითიუმის მარილების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება.
კაპტოპრილის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ალოპურინოლს ან პროკაინამიდს, ზრდის ნეიტროპენიის და/ან სტივენს-ჯონსონის სინდრომის განვითარების საშიშროებას.
კაპტოპრილის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც იმუნოდეპრესანტებს ღებულობენ (მაგალითად, ციკლოფოსფაცინი ან აზათიოპრინი) ზრდის ჰემატოლოგიური დარღვევების განვითარების საშიშროებას.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს:
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
ვარგისობის ვადა იხილეთ შეფუთვაზე.

გამოშვების ფორმა: 50მგ ტაბლეტი №1000

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Wockhardt Limited, ინდოეთი

გაფრთხილება