კარნიდოზი

კარნიდოზი

კარნიდოზის ზოგადი ინფორმაცია

კარნიდოზი. CARNIDOSE. ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება.აქტიური ნივთიერება –ლევოკარნიტინი. Levocarnitine. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A16AA01. მწარმოებელი ფირმა – ANFARM HELLAS A.S., GREECE (საბერძნეთი).

კარნიდოზის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კარნიდოზი. CARNIDOSE გამოდის 10მლ ხსნარის ფორმით ფლაკონში. თითოეული 10 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ლევოკარნიტინს 1 გ. შემავსებლებია: ვაშლის მჟავა, ნატრიუმის მეთილპარაბენი E219, ნატრიუმის პროპილპარაბენი E217, საქარინი, ფორთოხლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი. აღწერა : გამჭვირვალე, ან ოდნავ შეფერილი სითხე. ფლაკონის გახსნისას დასაშვებია სფეციფიკური სუნი.

კარნიდოზის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კარნიდოზის ფასები ფარმადეპოში
კარნიდოზის ფასები ავერსში
კარნიდოზის ფასები psp-ში
კარნიდოზის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კარნიდოზი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კარნიდოზის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კარნიდოზის აქტიური ნივთიერება       

ლევოკარნიტინი. Levocarnitine. ქიმიური დასახელება – 3-კარბოქსი-2-ჰიდროქსი-N,N,N-ტრიმეთილ-1-პროპანამინიუმის ჰიდროქსიდი (შიგა მარილი) (L-ფორმა). ბრუტო–ფორმულა: C7H15NO3. ლევოკარნიტინს მიაკუთვნებენ ანტიჰიპოქსანტების და ანტიოქსიდანტების, ვიტამინები და ვიტამინის მსგავსი საშუალებების, ასევე სხვა მეტაბოლიკების და ცილების და ამინომჟავების ჯგუფს. CAS-კოდი:541-15-1.

 

კარნიდოზის სინონიმები

ლამიკარინი (Bio Energy, საქართველო).

კარნიდოზის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

მოზრდილებში:

  •  ნერვული ანორექსიის სინდრომი
  •  გადაღლილობა ფიზიკური, ფსიქიკური დაავადებების დროს
  • ენცეფალოპათია დისცირკულატორული
  • ენცეფალოპათია ტრავმული
  • გასტრიტი ქრონიკული, დაქვეითებული სეკრეტორული ფუნქციით
  • პანკრეატიტი, გარესეკრეტორული ნაკლებობით
  • ფსორიაზი
  • სებორეა
  • სკლეროდომია  კერითი
  • წითელი მგლურა დისკოიდური
  •  ტირეოტოქსიკოზი (მსუბუქი ფორმები)
  • ხანგრძლივი ინტენსიური სპორტული ვარჯიში
  •  გაძლიერებული დატვირთვა (შრომითი უნარის, ამტანობის გაზრდის მიზნით, დაღლილობის შესამცირებლად)

ბავშვებში:

  • ჰიპოტროფია
  •  ჰიპოტონია
  • ადინამია ახალშობილების
  •  გადატანილი ასფიქცია
  • ტრავმა, მშობიარობის დროს მიღებული
  • კარნიტინული ნაკლებობა,  პირველადი (მიოპათია, კარდიოპათიები ლიპიდების დაგროვებით)
  •   კარნიტინული ნაკლებობა, მეორადი (ცხიმოვანი მჟავების დამჟავებისა და ტრანსპორტირების დარღვევის დაავადებები
  •  ორგანული აციდემიები – პროპიონული, მეთილმალონული, იზოვალერიანული და ა.შ.
  • მიტოქონდრიული დაავადებები
  • ენცეფალომიოპათიები მიტოქონდრიული
  •  კარდიომიოპათიები
  •  ბარტის ოფთალმოპლეგიის სინდრომი, ქრონიკული პროგრესირებადი
  •  კერნს – სეირის სინდრომი
  •  MERRF სინდრომი
  •  MELAS სინდრომი
  •  NARP სინდრომი
  • ზრდის შეყოვნება
  • შესუსტებული კვებითი სინდრომები ახალშობილებში, ნაადრევად დაბადებულებში და დროულად დაბადებულებში (მოთენთილი მდგომარეობა)
  •  რეკოვალენსაციის პერიოდი, მძიმე დაავადებების და ქირურგიული ჩარევების შემდგომი
  •  სხეულის მასის დეფიციტის დროს ბავშვებში და მოზარდებში 16 წლამდე

კარნიდოზის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლევოკარნიტინი – B ჯგუფის ვიტმინების მონათესავე ბუნებრივი ნივთიერება. ახდენს ენერგეტიკული ცვლის სტიმულირებას. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. ახდენს მიტოქონდრიების სტრუქტურისა და ფუნქციის ნორმალიზაციას, ხელსუწყობს გრძელჯაჭვა ცხიმიანი მჟავების შეღწევას ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში და მათ ბეტა გამჟავებას თანმდევი მეტაბოლური ენერგიის წარმოქმნით (ატფ ფორმით)..
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავში, სისხლის პლაზმაში კონცენტრაცია მიიღწევა 3 საათის შემდეგ და ნარჩუნდება თერაპევტულ დიაპაზანში 9 საათის განმავლობაში. ადვილად აღწევს ღვიძლში, მიოკარდში, შედარებით ნელა – კუნთებში. გამოიყვანება თირკმელებით, ძირითადად აცილური ეთერების სახით.
ფარმაკოდინამიკა:
ახდენს ცილებისა და ცხიმების ცვლის ნორმალიზაციას. ახდენს ანაბოლიტიკურ მოქმედებას, ხელსუწყობს ძირითადი ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას ჰიპერთირეოზის დროს, ახდენს კუჭის წვენის სეკრეციის სტიმულირებას. ახშობს კეტომჟავებისა და ანაერობული გლიკოზების წარმოქმნას, ამცირებს ლაქტატაციდოზის დონეს, ასევე ზრდის მოძრაობით აქტივობასა და ზრდის ფიზიკური დატვირთების გადატანის უნარს, ამასთან ერთად ხელსუწყობს გლიკოგენის ეკონომურ ხარჯვასა და ზრდის მის მარაგს ღვიძლში.
ჩვენებები
მოზრდილებში: ნერვული ანორექსიის სინდრომი და ფიზიკური გადაღლილობა ფსიქიკური დაავადებების დროს, დისცირკულატორული და ტრავმატული ენცეფალოპათია, ქრონიკული გასტრიტის დაქვეითებული სეკრეტორული ფუნქციით, პანკრეატიტი გარესეკრეტორული ნაკლებობით; ფსორიაზი, სებორეა, კერითი სკლეროდომია, დისკოიდური წითელი მგლურა; ტირეოტოქსიკოზი (მსუბუქი ფორმები); ხანგრძლივი ინტენსიური სპორტული ვარჯიში, გაძლიერებული დატვირთვა (შრომითი უნარის, ამტანობის გაზრდის მიზნით, დაღლილობის შესამცირებლად).
ბავშვებში: ჰიპოტროფია, ჰიპოტონია, ახალშობილების ადინამია, გადატანილი ასფიქცია და მშობიარობის დროს მიღებული ტრავმა; პირველადი კარნიტინული ნაკლებობა (მიოპათია, კარდიოპათიები ლიპიდების დაგროვებით); მეორადი კარნიტინული ნაკლებობა (ცხიმოვანი მჟავების დამჟავებისა და ტრანსპორტირების დარღვევის დაავადებები, ორგანული აციდემიები – პროპიონული, მეთილმალონული, იზოვალერიანული და ა.შ.); მიტოქონდრიალური დაავადებები (მიტოქონდრიალური ენცეფალომიოპათიები, კარდიომიოპათიები, ბარტის ქრონიკული პროგრესირებადი ოფთალმოპლეგიის სინდრომი, კერნს – სეირის სინდრომი, MERRF სინდრომი, MELAS სინდრომი, NARP სინდრომი; ზრდის შეყოვნება; ახალშობილებში, ნაადრევად დაბადებულებში და დროულად დაბადებულებში (მოთენთილი მდგომარეობა) შესუსტებული კვებითი სინდრომები; მძიმე დაავადებების და ქირურგიული ჩარევების შემდგომი რეკოვალენსაციის პერიოდში, ასევე სხეული მასის დეფიციტის დროს ბავშვებში და მოზარდებში 16 წლამდე.
მიღების წესები და დოზები
შიგნით ჭამამდე 30 წუთით ადრე, გააზავეთ წყალში, ჩაიში, კისელში.
მოზრდილებში: ნერვული ანორექსიის სინდრომის დროს – 2 გ დღეში 2-ჯერ, დღიური დოზა – 4 გ 1-2 თვის განმავლობაში. ქრონიკული გასტრიტისას დაქვეითებული სეკრეტორული ფუნქციით და პანკრეატინით (მადის სტიმულაციისთვის) – 0,5 გ დღეში 2-ჯერ, დღიური დოზა – 1 გ 1-1,5 თვის განმავლობაში. კანის დაავადებების მკურნალობისას – 1 გ 2-ჯერ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში. ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვებისას – 1-2 გ დღეში 2-3-ჯერ. პირველადი და მეორადი კარნიტინული უკმარისობისას – 50-100 მგ/კგ-მდე სხეულის წონაზე 2-3 მიღებაში დღეში, 3-4 თვის განმავლობაში.
ბავშვებში:
ახალშობილებში (1 ან 5 დღიდან) – 4-10 წვეთი დღეში 2-ჯერ 2-6 კვირის განმავლობაში. უფრო მოსახერხებელი გამოყენების მიზნით გახსენით პრეპარატი გლუკოზის 5%-იან ხსნარში, ინიშნება ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე.
ახალშობილობის პერიოდის დასრულების შემდეგ და 1 წლამდე ინიშნება 10 წვეთი (150 მგ/კგ), ბავშვებში 1-6 წელი – 14 წვეთი (100 მგ/კგ), 6-12 წელი 70მგ/კგ წონაზე დღეში 2-3-ჯერ.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია ტკივილები ეპიგასტრიულ არეში.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი მოვლენების სიმპტომატიკის გაძლიერება. მკურნალობა: აქტივირებული ნახშირის მიღება, კუჭის გამორეცხვა. აუცილებლობის შემთხვევაში – სიმპტომატიკური თერაპია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის გამოვლენილი
შენახვის პირობები და ვადები
ოთახის ტემპერატურაზე ( < =25°C). შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით

li