კეტოროლი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კეტოროლაკი/KETOROLAK

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
კეტოროლაკი…………………  10 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კეტოროლი წარმოადგენს არანარკოტიკულ ანალგეტიკს, გამოხატული ტკივლგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგაციული თვისებებით.
კეტოროლის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებითა და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით. პრეპარატის სისტემური ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება მნიშვნელოვნად აღემატება ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. არ ახასიათებს სედატიური ეფექტი, არ მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე, არ იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და არ ახდენს გავლენას ფსიქომოტორულ რეაქციებზე.
ფარმაკოკინეტიკა:
კეტოროლი პერორალურად მიღებისას სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. 0.01 გ პრეპარატის მიღებისას მისი Сmax აღინიშნება საშუალოდ 44 წთ-ში; კეტოროლის 99%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს. იგი განიცდის ორგანიზმში ბიოტრანსფორმაციას და ელიმინირდება ძირითადად თირკმელების საშუალებით.
ჩვენებები:
საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი: პოსტოპერაციულ პერიოდში, ძვლებისა და კუნთების ტკივილი (დაჭიმულობა, ნაღრძობი, მოტეხილობა, რბილი ქსოვილების ტრავმა, მიალგია, იშიალგია, ოსტეოართროზის გამწვავება);
კბილის ტკივილი;
ონკოლოგიური დაავადებების თანმხლები ტკივილი.
მიღების წესი და დოზირება:
დოზირება წარმოებს ინდივიდუალურად ტკივილის სინდრომის სიძლიერის მიხედვით.
ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.01 გ-ს, მაქსიმალური დღიური დოზა – 0.09 გ. ჩვეულებისამებრ 0.01 გ ყოველ 4-6 სთ-ში ერთხელ.
ძლიერი ტკივილის დროს:    0.02-0.03 გ 3-4-ჯერ დღეში, მაქსიმალური დღიური დოზა შეადენს 0.12 კგ-ს.
50 კგ-ზე ნაკლები წონისა და 65 წელს გადაცილებულ ავადმყოფებში, ან თირკმელების ფუნქციის დარღვევისას რეკომენდებული მაქსიმალური დოზაა 0.06 გ/დღეში.
პრეპარატის ტაბლეტირებული ფორმის მიღების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7 დღე.
გვერდითი მოვლენები:
დისპეფსიური მოვლენები, გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი; ძილიანობა, თავბრუსხვევა; თირკმელის მწვავე უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი, ინტერსტიციული ნეფრიტი, შრატში კრეატინინისა და შარდოვანას მომატება; სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდა; კანზე გამონაყარი.
უკუჩვენებები:
კეტოროლის დანიშვნის უკუჩვენებებია:
* პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა;
* 16 წლამდე ასაკი;
* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში);
* ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
* ანამნეზში სისხლის შედედების დარღვევა;
* „ასპირინული“ ასთმა;
* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი (მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა).
განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენები და ეროზიულ-წყლულოვანი დააავადება,
* ღვიძლის, თირკმელებისა და ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა,
* გულის ქრონიკული უკმარისობა,
* ბრონქული ასთმა, ბრონქოობსტრუქციული სინდრომი,
* ანგიონევროზული შეშუპება.
* სისხლის შემადედებელი ფუნქციის დარღვევისას კეტოროლი ინიშნება თრომბოციტების რაოდენობის მუდმივი კონტროლის ქვეშ.
* პრეპარატი არ ინიშნება პრემედიკაციის მიზნითა და სამეანო პრაქტიკაში ტკივილგამაყუჩებლის სახით.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზის ერთჯერადად მიღების შემდეგ განვითარებული სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ჰიპერვენტილაცია, პეპტიური წყლულისა და/ან ეროზიული გასტრიტის განვითარება, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– კეტოროლი შეუთავსებადია ლითიუმის პრეპარატებთან, პენტოქსიფილინთან, პრობენეციდთან, ანტიკოაგულანტებთან და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან კომბინაციაში.
– ნორმოვოლემიის მქონე პაციენტებში იგი იწვევს ფუროსემიდის დიურეზული ეფექტის შემცირებას.
– აგფ-ის ინჰიიტორებთან კომბინაციაში იზრდება თირკმელების ფუნქციის დარღვევის შესაძლებლობა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-200C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: GMP, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook